„ბიჭი გაიტაცეს და ჩუმად უმოწყალოდ სცემდენენ” – სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად სამი სპეცრაზმელი ერთ აქციის მონაწილეს.
კატეგორია: აქტუალური
ჰექტრობით მიწა 1 ლარად – რა ქონების პატრონია შალვა პაპუაშვილი
ამ კვირაში კითხვები პარლამენტის თავმჯდომარის ქონებაზე გაჩნდა. ირკვევა რომ შალვა პაპუაშვილმა 20 ჰექტარი ტყე და 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კახეთში, სოფელ ვაქირში, ბიძაშვილისგან სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, 2020 წელს საკუთრებაში დაირეგისტრირა. პაპუაშვილი ამტკიცებს რომ აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს, რადგან ქონება ბაბუის, ზურაბ პაპუაშვილის საკუთრება იყო, შემდეგ მხოლოდ ამის გადაფორმება და რეესტრში გატარება მოხდა. […]
ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სცემა – ვიდეო
პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალა
Daily Mail – ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრებ
ბრიტანული ტაბლოიდი, Daily Mail „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამბობს, რომ ბერა ივანიშვილი, რომელიც პრო-პუტინისტი მამის მრავალმილიარდდოლარიანი ქონების მემკვიდრეა, ბრაზილიაში ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლური სანქციები “ოცნების” დამფუძნებლის ქონებას დაემუქრება. სტატიის მიხედვით, “ვარაუდობენ, რომ ბერა ბრაზილიაში გაგზავნეს მამის ბრძანებით, თავის დაზღვევისთვის”, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა […]
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა
პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სარჯველაძე დაიკავებს. ამ თემაზე მან განცხადება ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძემ თქვა, რომ კონსულტაციების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად – ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად […]
ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და ამბობს, რომ მინისტრმა თანამდებობა პრემიერთან საუბრის შემდეგ დატოვა: “საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს,” – ნათქვამია განცხადებაში.
„გავრილოვის ჩამომყვანი და მაქეიფარი ხართ” – ბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძეს
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი ასახელებს მიზეზებს, რის გამოც, მისი შეფასებით, პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაპარტიელმა ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოყვანა: “დღეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი […]
სალომე ზურაბიშვილი – „მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ მოგყავთ, ვინ რატომ გაუშვით“
საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას, ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება ბიძინა ივანიშვილისგან პასუხებს […]
ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა
ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად წარუდგინა. მთავრობის ყრილობის შემდეგ პირველ თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეეხებოდა. ამის შესახებ კობახიძემ ყრილობის შემდეგ, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობას ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია: კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; […]










