პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, თბილისის ოლქებში პარტიის დელეგატები წარადგინა. მათ შორის, ყოფილი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანიცაა.
დიდუბე-ჩუღურეთი — გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დიდუბე-ჩუღურეთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი;
მთაწმინდა-კრწანისი — დავით კაჭარავა, დეპუტატი;
ვაკე — ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი;
საბურთალო — აკაკი ალადაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი;
ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი გამგებელი,საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
გლდანი — ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი;
ისანი — ნიკა ელისაშვილი, ისნის გამგებელი;
სამგორი — ვარლამ ლიპარტელიანი ყოფილი ძიუდოისტი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი;
კობახიძის მიერ დასახელებული სია სიმბოლურია, რამდენადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული მოდელით იმართება და ამომრჩევლები მაჟორიტარ კანდიდატებს აღარ აირჩევენ. მიუხედავად ამისა, მმართველმა პარტიამ ე.წ. დელეგატების პრინციპი შემოიღო და აცხადებს, რომ თითოეული მათგანი პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე იქნებიან წარმოდგენილი.