საქართველოში ბენზინი გაიაფდა. კერძოდ, თითქმის ყველა ბრენდირებულ ქსელში ბენზინის ფასი სამი თეთრით ნაკლებია. “რომპეტროლში” ევრო რეგულარის ფასი 2.32 ლარია, „ლუკოილში“ ევრო რეგულარის ფასი 2.25 ლარამდე შემცირდა; „სოკარის“ ნანო ევრო რეგულარის ფასი 2.26 ლარია, „ვისოლის“ ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.35 ლარიდან 2.32 ლარამდე დაიწია. ფასები არ შეცვლილა დიზელის საწვავზე. იმედინიუსი
კატეგორია: ეკონომიკა
„კომერციული ფართები ყველაზე მეტად აღმაშენებლის გამზირზე გამოცარიელდა”
უძრავი ქონების სააგენტო myclient.ge-ს ინფორმაციით, კომერციული ფართების ყიდვის ან დაქირავების სურვილით ინვესტორები ყოველდღიურად მიმართავენ. მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიაში ყველაზე მოთხოვნად ტერიტორიებსაც ასახელებენ. კერძოდ, ესენია: აღმაშენებლის გამზირი, ვაკე-საბურთალო და ძველი თბილისი. „როდესაც ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც კომერციული საქმიანობისთვის სურთ ფართის დაქირავება, ისინი ცალსახად განმარტავენ, რომ იჯარის ოდენობამ 10 წელიწადში უნდა მოახდინოს ფართის ღირებულების ამოღება,“-განმარტავენ სააგენტოში. ამასთან, […]
ირაკლი როსტომაშვილი – „საბანკო რეგულაციებმა ბინების გაყიდვები გაანახევრა“
მენაშენეთა ასოციაციის ინფორმაციით, საბანკო რეგულაციების გავლენით, ბინების გაყიდვები, ბოლო ორ თვეში 40-50%-ით შემცირდა. „ეს არის იმ ორგანიზაციების ინფორმაცია, რომლებიც არიან მენაშენეთა ასოციაციის წევრები. ზოგთან გაყიდვები არის თითქმის ნულზე დასული, ზოგს შეუმცირდა 10%-ით. საშუალო მონაცემით კი კლება არის დაახლოებით 40-50%“-აცხადებს bm.ge-თან მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი. მისი თქმით, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის 60%-ზე მეტი იპოთეკური სესხების გზით […]
აკაკი ზოიძე – ”გასახვევ თამბაქოზე აქციზი უნდა გაიზარდოს”
გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასის გაძვირების ინიციატივით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მთავრობას მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, აღნიშნულ რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა და ფასის მატების მიზანი მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. რატომ არის ფასის ზრდა მოწევისთვის თავის დასანებებლად ერთადერთი გზა და რატომ ზრუნავს სახელმწიფო მხოლოდ მწეველების ჯანმრთელობაზე, როცა სიკვდილიანობას ქვეყანაში სხვა ფაქტორებიც იწვევს, ამაზე “ახალ თაობასთან” […]
იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12.2 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა. ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც […]
გაძვირდება თუ არა პური? – ,,საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ პროგნოზი
,,საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტის პროცედურების გართულება საქართველოს ბაზარზე გავლენას მოახდენს, მაგრამ მისი ვარაუდით, პურის ფასი არ გაიზრდება. „რუსეთში არსებობს შიშები, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ხორბლის მოსავალი ნაკლები იქნება. გარდამავალი მარაგების მხრივ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ; აქედან გამომდინარე, მათ აქვთ მცდელობა, რომ შეამცირონ ხორბლის ექსპორტი, მისი შეფერხება კი, თავისთავად იწვევს ფასების […]
საქართველოს ბანკის მარტის თვის განსაკუთრებული შეთავაზებები ქალებისთვის ბიზნესში
4 მარტი, 2019 – საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით – ის ვინც მარტის თვეში საქართველოს ბანკში გახსნის ანგარიშს, არ გადაიხდის ანგარიშის გახსნის საკომისიოს. ასევე, 1 წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ბიზნეს ბარათით „Cash Card“-ით, ინტერნეტ ბანკისა და სმს სერვისის მომსახურებით, […]
მამუკა ხაზარაძე – “კიდევ ბევრ რამეს ვიტყვი”
კიდევ ბევრ რამეს ვიტყვი – აცხადებს TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. როგორც ის აცხადებს, მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას და ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირაა TBC ბანკის ირგვლივ ვითარდება. „გვაინტერესების სიმართლის გარკვევა, გთხოვთ დაგველოდოთ ათი წუთი. ყველაფერს მოგახსენებთ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ბევრი რამ ვთქვი, კიდევ […]
პაატა კვიჟინაძე – “საქართველოს ბანკზე ლონდონიდან წერილი არ მიმიღია”
საქართველოს ბანკთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთიდან წერილის მიღებას არ ადასტურებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე. საქართველოს ბანკსა და რუსთავის აზოტთან დაკავშირებული საქმის შესახებ დიდი ბრიტანეთიდან წერილის მიღების შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა. დეპუტატის თქმით, წერილში საუბარია საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“. წერილი, რომელზეც ჭიჭინაძე საუბრობს, MICHAEL O’KEEFE ASSOCIATES-ის მიერაა შედგენილი. მისი ადრესატები კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, […]
„საქართველოს ბანკს“ პრობლემები შეექმნება – დავით ჭიჭინაძე “საქართველოს ბანკის” სკანდალს აანონსებს
“მე ვაფრთხილებდი ეროვნულ ბანკს და მას უნდა ეზრუნა საქართველოს ბანკის მომხმარებლების უსაფრთხოებაზე,” – ეს განცხადება დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საქართველოს ბანკსა და რუსთავის აზოტთან დაკავშირებული საქმის კომენტირებისას გააკეთა. ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ ნამდვილად მიიღო წერილი დიდი ბრიტანეთიდან, სადაც საუბარია საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“. ჭიჭინაძის თქმით, წერილი ასევე მიიღეს ირაკლი კოვზანაძემ და პაატა კვიჟინაძემაც. წერილი, რომელზეც ჭიჭინაძე საუბრობს, MICHAEL O’KEEFE ASSOCIATES-ის მიერაა შედგენილი. მისი ადრესატები კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის […]










