„აგარის შაქარმა“ მუშაობა შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის “აგარის შაქრის” გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზადემ განუცხადა. მისი თქმით, 1 მარტიდან ქარხნის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 400-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. “400-მდე თანამშრომლის გაშვება მოგვიწია… მეტ დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებ, წარმოება გაჩერებულია, არ ვიცი, როდის აღდგება”, – აცხადებს ალიზადე. bm.ge დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში […]
კატეგორია: ეკონომიკა
რატომ დააგროვა GEORGIAN AIRWAYS-მა 9 მლნ-იანი დავალიანება?
Georgian Airways-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის, “ტავ ჯორჯიას” მიმართ, მიღებული მომსახურეობის საფასურის სახით დაახლოებით, 9 მილიონი ლარის დავალიანება აქვს დაგროვილი. გადაცემა “Forbes-ის კვირის” ინფორმაციით, Georgian Airways-ს სოლიდური თანხა მართებს “საქაერო ნავიგაციის” მიმართაც, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში Georgian Airways-ისა და სხვა ავიაკომპანიების ხომალდებს უწევს დისპეჩერიზაციას. თავის მხრივ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სამი […]
ირაკლი როსტომაშვილი – „ბინის ყველა გამქირავებელი პოტენციური დამნაშავეა“
პირები, რომლებიც ბინა აქირავებენ, 5%-ის ნაცვლად, 1%-ს უნდა იხდიდნენ – ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, პირებს ვინც ბინას აქირავებს, უჭირს არსებული 5%-იანი გადასახადის გადახდა, შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობა იხდის ამ თანხას, რის გამოც ბინის ყველა გამქირავებელი პოტენციური დამნაშავეა. „ეს საერთოდ აღურიცხავი ბიზნესია საქართველოში. შეიძლება ითქვას, უდიდესი […]
„გალტ ენდ თაგარტმა“ წარმატებით გამოუშვა კრისტალის 15 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები
გალტ & თაგარტმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის 15 მილიონი ლარის ღირებულების, 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაზე განაცხადა. ხსენებულ ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის + 4%-ით განისაზღვრა. „კრისტალს“ საქართველოსა და რეგიონში, როგორც არასაბანკო საფინანსო სექტორის მოთამაშეს, ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მინიჭებული სარეიტინგო კომპანია ფიტჩისგან (Fitch Ratings) B/Stable. აღნიშნულმა რეიტინგმა და კომპანიის ისტორიულად თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა ინვესტორების […]
რუსეთიდან ფულადი გზავნილები იკლებს, ევროკავშირიდან კი იზრდება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად რუსეთიდამ ფულადი გზავნილების რაოდენობა იკლებს, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი იზრდება. 2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ნიუპოსტი
უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი უძრავი ქონების ახალი პლატფორმის Area.ge-ს ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ მსურველს, ვისაც ციფრული პლატფორმის დახვეწისა და შემდგომი განვითარების მიზნით პროცესში მონაწილეობა სურს, აქვს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს ონლაინ პლატფორმაზე https://beta.area.ge და მიიღოს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ბენეფიტები. კერძოდ, უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავებით დაინტერესებულ პირებს, მათ, ვინც განსაკუთრებით აქტიური იქნება განცხადებების განთავსების კუთხით, […]
საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულ ხუთ პროექტს, საქართველოს ბანკი 50 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსებს. ჯამში, ამ მიმართულებით, ბანკი 250 ათას ლარამდე დაფინანსებას გასცემს. საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი მესამე წელია, ტარდება. საგრანტო კონკურსის მიზანი კი […]
საქართველოში უცხოური ინვესტიციები 34.9 პროცენტით შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). აღსანიშნავია, რომ […]
საქართველოში ბენზინი გაიაფდა
საქართველოში ბენზინი გაიაფდა. კერძოდ, თითქმის ყველა ბრენდირებულ ქსელში ბენზინის ფასი სამი თეთრით ნაკლებია. “რომპეტროლში” ევრო რეგულარის ფასი 2.32 ლარია, „ლუკოილში“ ევრო რეგულარის ფასი 2.25 ლარამდე შემცირდა; „სოკარის“ ნანო ევრო რეგულარის ფასი 2.26 ლარია, „ვისოლის“ ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.35 ლარიდან 2.32 ლარამდე დაიწია. ფასები არ შეცვლილა დიზელის საწვავზე. იმედინიუსი
„კომერციული ფართები ყველაზე მეტად აღმაშენებლის გამზირზე გამოცარიელდა”
უძრავი ქონების სააგენტო myclient.ge-ს ინფორმაციით, კომერციული ფართების ყიდვის ან დაქირავების სურვილით ინვესტორები ყოველდღიურად მიმართავენ. მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიაში ყველაზე მოთხოვნად ტერიტორიებსაც ასახელებენ. კერძოდ, ესენია: აღმაშენებლის გამზირი, ვაკე-საბურთალო და ძველი თბილისი. „როდესაც ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც კომერციული საქმიანობისთვის სურთ ფართის დაქირავება, ისინი ცალსახად განმარტავენ, რომ იჯარის ოდენობამ 10 წელიწადში უნდა მოახდინოს ფართის ღირებულების ამოღება,“-განმარტავენ სააგენტოში. ამასთან, […]









