კატეგორია: ეკონომიკა

რა ღირს საოჯახო სასტუმროებში დასვენება საქართველოში

PMC კვლევითი ცენტრი საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ივლისში საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი ივლისში 72 ლარი იყო. მისივე ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლსა (148 ლარი) და აჭარაში (92 ლარი) დაფიქსირდა. ამასთან, ივლისში აჭარის საოჯახო ტიპის სასტუმროს საშუალო ფასმა ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო […]

ეროვნული ვალუტა რეკორდული სისწრაფით უფასურდება – 1 დოლარის ღირებულებამ 2.66 ლარს მიაღწია

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარის გაცვლითი კურსიყოველწუთიერად იცვლება. დღეს დილით ლარის კურსის საწყისი ნიშნული 2.56-ზე იყო, თუმცა ამ წუთებში ლარის საბაზრო კურსი 2.61-ს აღწევს. გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში. საქართველოს ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.66 თეთრია, რაც შეეხება თიბისი ბანკს – ერთი დოლარის შეძენა 2.65 თეთრად არის შესაძლებელი.

“ლარის გაუფასურებას დროებითი ხასიათი აქვს” – რას ფიქრობს გიორგი ცუცქირიძე

„მართალია, თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურება ზემოქმედებს სავაჭრო ტრანსაქციებზე, მაგრამ ლარის გაუფასურება არ გამომდინარეობს გრძელვადიანი ანუ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან“, – აცხადებს ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ცუცქირიძე. „ადრეც აღმინიშნავს, რომ არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, შედარებით მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებს ნაკლებ პროგნოზირებული მოლოდინებისა და მკვეთრი სავალუტო რყევების ამპლიტუდა, რის გამოც სავალუტო კურსი ვერ გამოიყენება ბუფერად. მიმაჩნია, რომ ლარის […]

ლარი გაუფასურდა

ლარი საგრძნობლად გაუფასურდა – თბილისის სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 2.55-2.56 ლარის ფარგლებში მერყეობს. თიბისი ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.61 ლარია. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, 1 დოლარის შეძენა 2.60 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ვალუტა დილიდან უფასურდება. მიზეზი კი, დოლართან მიმართებაში თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურებაა. Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 2.5465 ლარის […]

2015-2018 წლებში, სახელმწიფოს ნებართვით, 12.332.360 კუბური მეტრი ტყე გაჩეხეს

ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით მოჭრილი ხის მერქნის სანაცვლოდ  ბიზენსკომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტში  (2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით)  3.405.640 ლარი გადაიხადეს. ხის მერქნის მოჭრაზე  ტყის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზიას 63 კომპანია ფლობს.  2015 -2018 წლებში  კომპანებმა  12 .332.360 კუბური მეტრი ხის მერქანი მოჭრეს. თუ რა რაოდენობის მწვანე საფარი გაანადურეს ბიზნესკომპანიებმა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების  და სასარგებლო წიაღისეულის […]

ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა მცირდება

წლის I კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობამ შეადგინა 8.8 მილიონი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით, 3%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა. 3%-ული პუნქტით გაიზარდა გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილი და მან შეადგინა 11%. ასევე, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით 5%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა. საქართველოში 10 სულ მოსახლეზე გამოშვებულია 24 […]

თერჯოლაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი აშენდება

თერჯოლაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი აშენდება. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის ნებართვა გასცა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. ახალი ნაგავსაყრელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სასროლეთი „კოხის“ ტერიტორიაზე აშენდება. მას „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აშენებს. ნებართვის მიხედვით, მშენებლობა 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ბიემჯი

რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი – სახლები პარიზსა და თბილისში, ავტომობილი, აქციები, საბანკო ანგარიშები

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს. „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილის ქონებას. მიმდინარე წლის 17 იანვარს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას. […]

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 2%-თაა გაზრდილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 2%-მდეა გაზრდილი. წინა წელთან შედარებით ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალები 309,048 ლარით გაიზარდა, რაც 1.7%-ს შეადგენს. კომისიამ მაუწყებლების შემოსავლების 2018 წლის II კვარტლის  ანგარიში გამოაქვეყნა,  რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს. ბიემჯი

ტურისტული სეზონი ტურისტების გარეშე – აფხაზებს კიდევ ერთი სეზონი ჩაუვარდათ

აფხა­ზე­თის ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტებ­ზე ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი ყო­ველ წე­ლი­წადს ვარ­დე­ბა. მი­ზე­ზე­ბი ისევ ძვე­ლია – კრი­მი­ნა­ლი, მა­ღა­ლი ფა­სე­ბი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა… წელს დამ­სვე­ნებ­ლე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­რავ­ლე­ზე სა­უბ­რო­ბენ, არა­და, ზამ­თარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა წუხ­და, რომ ქა­ლა­ქე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ “გა­მო­სა­ვა­ლი” მათ და­ხოც­ვა­ში იპოვ­ნა… აფხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტი გა­ზეთ “ЭХО АБХАЗИИ”-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მან სო­ხუ­მის სა­ნე­პიდ­სად­გუ­რის მი­სა­მარ­თი ვერ იპოვ­ნა, რათა […]