ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ტრადიციული თუშური გუდის ყველისა და სულგუნის წარმოების სპეციფიკაციების განსაზღვრის მიზნით. მუშაობა სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ამ პროდუქტების რეგისტრირება მოხდება – ამის შესახებ Bm.ge-ს ,,ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, დღეისთვის ორივე პროდუქტი რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიულ აღნიშვნად. სამომავლოდ მოხდება ,,თუშური გუდის“ გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაცია, ხოლო ,,სულგუნის“, როგორც გეოგრაფიული […]
კატეგორია: ეკონომიკა
„დახარვეზებული 5 ათასი ავტომობილი განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მივიდა და გზებზე ისევ დადის“
„7 თვის განმავლობაში 54 ათასმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა ინსპექტირება“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა. „ამ 54 ათასიდან პირველად ინსპექტირებაზე 40 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული, ხოლო 14 ათასი გაუმართავი იყო. ანუ ყოველი მე-4 ავტომობილი ინსპექტირებას ვერ გადის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ პირველ ეტაპზე დახარვეზებული 14 ათასიდან […]
პირველად 2010 წლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საგაზეთო რეკლამის მოცულობა გაიზარდა
სარეკლამო ხარჯების ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთის გაზეთებში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ბეჭდვითმა რეკლამამ ზრდა აჩვენა. ნაციონალურ გაზეთებში გამოქვეყნებული რეკლამების შემოსავლებმა 2018 წლის პირველ კვარტალში 152,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე 1%-ით მეტია. ბოლოს ზრდა ამ მიმართულებით 2010 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა. 2018 წლის პირველ კვარტალში, ბრიტანეთის საერთო სარეკლამო ხარჯები გასული […]
“მეღვინეობა ხარებამ” მეღვინეობა “მარანული” შეიძინა
“მეღვინეობა ხარებამ” მეღვინეობა “მარანული“ შეიძინა, რითაც კომპანიის წარმადობა წელიწადში 1 მილიონი ბოთლით გაიზრდება – ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ეზუგბაიამ განუცხადა. “მარანული“ საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს, ამიერიდან კი ის “ხარება ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანია გახდება. მარანი კახეთის რეგიონში, მუკუზანის მიკროზონაში მდებარეობს. “მარანული“ ახალგაზრდა კომპანიაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა. კომპანიას საკმაოდ დიდი წარმადობის მარანი […]
გოგიტა ცუცქირიძე: “კომერციული ბანკების მიერ დაკრედიტებას ბიზნესის მცირე კაპიტალი და აქტივები აფერხებს”
ბიზნესის დაკრედიტების ტემპი მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც დაბალია. 1 ივლისის მდგომარეობით ბიზნესდაკრედიტების შეფარდება ეკონომიკაზე გაცემულ მთლიან სესხებში 44 %-ია. რატომ არის ბიზნესის დაკრედიტება დაბალი? ამ თემაზე „კომერსანტი“ ბანკების ასოცოაციის აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა ცუცქირიძეს ესაუბრა. გოგიტა ცუცქირიძის შეფასებით, ბიზნესის დაკრედიტების პრობლემა მცირე კაპიტალი და აქტივებია. მისი თქმით, კომერციულმა ბანკებმა ბიზნესსესხებზე საპროცენტო განაკვეთები დასწიეს, მაგრამ სიტუაციას ვერც ამან უშველა, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს მცირე კაპიტალი: „ბიზნესს ბანკიდან სესხის ასაღებად […]
არჩილ იაკობაშვილი: დემოკრატიის ხარისხი და ეკონომიკური განვითარება
დემოკრატია გაზომვადია, ხოლო დემოკრატიის ხარისხი – დათვლადი. მიუხედავად ამისა, მაისის თვიდან “ქართული ოცნების” ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობისა და ავტორიტარულ-ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში ძალიან უცნაური ფორმულირებით გვთავაზობს თავსებადობის შეფასებას ე.წ. “ეკონომიკურ განვითარებასა” და “დემოკრატიის ხარისხს” შორის. უპირველესად, ნამდვილად არათანამედროვე მცდელობაა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საკუთარი თვითკმაყოფილობის წარმოჩენის მიზნით ასეთი მეთოდოლოგიის გამოყენება. მეოცე საუკუნეში წარჩინებული ორთოდოქსი მარქსისტი უნდა ყოფილიყავი, რომ ოცდამეერთე […]
400 მედიკამენტი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიაფდეს
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 400-მდე დასახელების მედიკამენტი მალე შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიაფდეს. ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი რეგულაციების გასატარებლად უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროცესის დასრულებას სექტემბრამდე შეძლებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, მედიკამენტების ფასის რეგულირება მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვნად დაეხმარება. „უნდა გავაფართოვოთ წრე, ვინც მოიხმარს ამ პროგრამით მიღებულ მედიკამენტებს და ასევე დავარეგულიროთ ის ფასები რაც […]
ახალი ვალდებულება ბიზნესს – კომპანიათა ნაწილს ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს
2018 წლის ოქტომბრამდე ზოგიერთ კომპანიას სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს. კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ. კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებულნი. ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება […]
შიდა ფრენებს წლის ბოლომდე ისევ “აკ ეარი” განახორციელებს
შიდა ფრენებს წლის ბოლომდე ისევ “აკ ეარი” განახორციელებს – შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და შიდა ფრენების დროებით განმახორციელებელ კომპანიას “აკეარს“ შორის იდება. საუბარია მილიონ 662 ათასი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებაზე, რომელსაც სახელმწიფო კომპანიასთან უტენდეროდ აფორმებს. მომსახურების გაწევა ხდება 2 ტიპის საჰაერო ხომალდით: 30 და 15-ადგილიანი საჰაერო ხომალდებით. კომპანია ფრენებს განახორციელებს: ბათუმის, მესტიის, ქუთაისის და ამბროლაურის […]
რომან გოცირიძე – “ბანკებზე შეტევა ძალიან საშიშია – პრობლემა ჭარბვალიანობა კი არა, ვალგადაუხდელობაა”
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჭარბვალიანობას, ბანკების თემას და ასე შემდეგ. ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანაო. როგორ გაიგეთ მისი ეს განცხადება და რატომ მიადგა ბანკებს მაინცდამაინც ახლა? – ეს ჭარბვალიანობა არის გამოგონილი ლეგენდა და როგორც ირკვევა, ეს წინასწარ იყო […]










