საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც […]
კატეგორია: ეკონომიკა
აჭარაში ტურისტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა
აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23%-ითაა გაზრდილი. აჭარის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის, ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების 808, 437 ვიზიტი განხორციელდა. ვიზიტორების მატებაა რეგიონში არსებულ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, საბაგირო, მტირალას ეროვნული პარკი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემი აჭარაში იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. […]
რუსეთის მოქალაქემ აუქციონზე ტაბახმელაში მდებარე სახელმწიფო მიწა იყიდა
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახმეტ მალსაგოვმა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 9.275 კვ.მ. არასასოფლო მიწის ნაკვეთი 808.000 ლარად იყიდა. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 112.000 ლარი იყო. აუქციონში ოთხი სუბიექტი მონაწილეობდა, 2018 წლის 6 ივლისს კი გამარჯვებულად ახმეტ მალსაგოვი გამოცხადდა. საჯარო რეესტრის […]
დახურულ რესტორნებში აღარავინ შედის – რა შედეგი მოიტანა სიგარეტის აკრძალვამ
სარესტორნო დაწესებულებებში დახურული სივრცეები თითქმის ცარიელია. მათი მეპატრონეები bm.ge-თან ამბობენ, რომ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის გამო სტუმრების უმრავლესობა დახურულ რესტორნებში აღარ შედის და ღია სივრცეებში მომსახურების მიღებას არჩევს. რესტორატორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ ბიზნესმა დაკარგა როგორც მომხმარებელი, ისე შემოსავლები. მისი თქმით, კანონს არ შეიძლება ორ თვეში გამოეწვია საზოგადოების გაჯანსაღება, რადგან ვინც ეწეოდა, ისევ […]
არჩილ იაკობაშვილი – რატომ ვერ გაართვა თავი „ქართულმა ოცნებამ“ საპენსიო რეფორმას?
არჩილ იაკობაშვილმა საპენიოს რეფორმის შესახებ სტატია დაწერა. პრობლემატიკა როგორც გასულ კვირას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების მიერ მასმედიით გავრცელდა ინფრომაცია, ხელისუფლებამ 2019 წლამდე გადადო საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომლის დაწყება ჯერ კიდევ მიმდინარე 2018 წლის ზაფხულიდან თავადვე ჰქონდა დაანონსებული. ყოველი დღე აღნიშნული და ამ მეტად მნიშვნელოვანი საუკუნის პროექტის გარეშე არის დაკარგული ქვეყნისთვის, მაგრამ ამ რეფორმის დაწყებიდან […]
საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამებში 98 მლნ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს
„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს“-ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ჯამში, პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. პიარ აქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის […]
დავით საგანელიძე – “ბორჯომი-ლიკანი ყაზახებისგან 5 მილიონით იაფად გამოვისყიდეთ”
“სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანი” ყაზახი ინვესტორებისგან 5 მილიონით იაფად გამოვისყიდეთ, ვიდრე მისი თვითღირებულება იყო” – ამის შესახებ “ანალიტიკის“ ეთერში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს იყო ფონდისთვის საკმაოდ კარგი გარიგება, რადგან რეალურად იმაზე ნაკლები თანხა გადაუხადეს ინვესტორს, ვიდრე მან ამ სასტუმროს მშენებლობა-განვითარებაში ჩადო. “ჩვენ მიწის ღირებულებაშიც კი ჩავუთვალეთ ის თანხა, რაც თავიდან ჰქონდათ მათ […]
პეტრე დევრიშაძის კომპანიის მიერ მოგებული ტენდერი შს სამინისტრომ გააუქმა
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანიის მიერ მოგებული კიდევ ერთი ტენდერი შს სამინისტრომ გააუქმა. “შს სამინისტრომ ის ტენდერი გააუქმა, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანიამ ფასის მიხედვით გაიმარჯვა,” – ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დევრიშაძის კომპანია ჯერჯერობით პოლიციელების ეკიპირების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული დევრიშაძის კომპანია 2012 […]
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მე-6 დღეა, შეფერხებით მუშაობს
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მე-6 დღეა შეფერხებით მუშაობს. ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში 240-მდე მანქანას ატარებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა. “ქართული მხარის შეთავაზების მიუხედავად, დღე-ღამის განმავლობაში, სატვირთო მანქანების გადაადგილების […]
დავით ჭიჭინაძე – ”ტურიზმის ზრდა ყველაზე ნაკლებადაა მთავრობის დამსახურება”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის აზრით, ტურიზმის გიგანტური ზრდა ყველაზე ნაკლებად არის მთავრობის დამსახურება. როგორც დეპუტატმა BM.ge-ის განუცხადა, ტურიზმის ზრდაში მთავრობის დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემოა. „დანარჩენს მთავრობა ნუ დაიბრალებს. ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის, სამზარეულოს, ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სტუმართ-მასპინძლობის დამსახურება“, – ამბობს პარლამენტარი. მისივე თქმით, სწორედ ტურიზმში არსებული „გიგანტური […]










