საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მე-6 დღეა შეფერხებით მუშაობს. ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში 240-მდე მანქანას ატარებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა. “ქართული მხარის შეთავაზების მიუხედავად, დღე-ღამის განმავლობაში, სატვირთო მანქანების გადაადგილების […]
კატეგორია: ეკონომიკა
დავით ჭიჭინაძე – ”ტურიზმის ზრდა ყველაზე ნაკლებადაა მთავრობის დამსახურება”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის აზრით, ტურიზმის გიგანტური ზრდა ყველაზე ნაკლებად არის მთავრობის დამსახურება. როგორც დეპუტატმა BM.ge-ის განუცხადა, ტურიზმის ზრდაში მთავრობის დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემოა. „დანარჩენს მთავრობა ნუ დაიბრალებს. ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის, სამზარეულოს, ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სტუმართ-მასპინძლობის დამსახურება“, – ამბობს პარლამენტარი. მისივე თქმით, სწორედ ტურიზმში არსებული „გიგანტური […]
მერიამ “სვეტს” სამშენებლო ნებართვა მისცა
თბილისის მერიამ კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი შეითანხმა. შესაბამისი ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია ა.მირცხულავას ქუჩაზე 9-11-ში მდებარე #5, #6, #7, #8 ბლოკებზე. როგორც „სვეტი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა, გივი ჯიბლაძემ ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე მისვლის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც მერია კომპანიას სამშენებლო ნებართვებს მისცემდა, ისინი მშენებლობის განახლებას 72 საათში შეძლებდნენ. […]
კომუნიკაციების კომისიის ტენდერში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც TI-მ საეჭვოდ მიიჩნია
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ, ინტერნეტის ხარისხის გასაზომი სისტემის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში ერთი კომპანია Visualware, Inc. მონაწილეობს. წინადადებების მიღების ვადა დღეს ამოიწურა და გამარჯვებულიც ეს კომპანია გახდა. მარეგულირებელმა ამ შესყიდვაზე ტენდერი რამდენიმე თვის წინ ჩაშალა, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა-საქართველომ” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მათი აზრით ტენდერი წინასწარ იყო მორგებული კომპანია Visualware, Inc.-ზე. “მიუხედავად იმისა, რომ […]
1 სექტემბერს 263.700 მართვის მოწმობას ვადა ეწურება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების გოგა გულორდავას, გიორგი ხატიძის და მერაბ ქვარაიას საკანონმდებლო ინიცაიტივით წარმოდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ითვალისწინებს 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობების შეცვლის ვადის გადაწევას 2019 წლის […]
ნათია თურნავა – “საქართველოში კერძო კაპიტალის მოზიდვა კვლავ პრობლემად რჩება”
“საქართველოში სესხის მოზიდვა არ არის დიდი პრობლემა, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საკმაოდ მიმზიდველი და შეღავათიანი პირობებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლავ პრობლემად რჩება კაპიტალის მოზიდვა” – ამის შესახებ “საპარტნიორო ფონდის” დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, “საპარტნიორო ფონდი” ითავსებს ამჟამად ამ ფუნქციას და ერთგვარად განვითარების ინსტუტუტის როლს ასრულებს, გრძელვადიან საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის […]
„საქართველოს ბანკი“ საბანკო აქტივს ყიდის და მფლობელები სხვა ბიზნესში მიდიან“
„საქართველოს ბანკი“ როგორც ვიცი, გაიყო, ყიდის საბანკო აქტივს და გადის საბანკო სისტემიდან“ – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ცვლილებების გავლენების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მეპატრონეები ვინც არიან, ისინი გადიან და რჩებიან სხვა ბიზნესში. ”მათ წარმატებულ ბიზნესს ვუსურვებ, მთავარია, ბანკირები აღარ იყვნენ,“ – აღნიშნა ჭიჭინაძემ. შეგახსენებთ, […]
კახა კიკნაველიძე – “მოგების გადასახადის რეფორმა ცალსახად პოზიტიური იყო”
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის აზრით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში საქართველოში განხორციელებული ცვლილებებიდან აღსანიშნავი მოგების გადასახადის რეფორმა. ,,რაც შეეხება საქართველოში გაკეთებულ ინიციატივებს, მე აღვნიშნავდი მოგების გადასახადს, რაც წინა მთავრობამ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს ეს ცვლილება პირდაპირ არ შეგვეხო, ცალსახად პოიზიტიური რეფორმა იყო, რომელმაც გააჩინა კაპიტალი კერძო სექტორში და მნიშვნელოვნად გაზარდა პოტენციალი” – განაცხადა […]
მამუკა ბახტაძე – ”2013 წლის პირველ იანვრამდე ყველა გადამხდელს საგადასახადო დავალიანებას ჩამოვაწერთ”
„სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე,“ – ეს ინიციატივა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში გაახმაურა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2011 და 2012 წლებში კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები, რასაც მისი გუნდი შეცვლის. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული […]
შპს ფოთის ნავთობგადამამუშავებელი გაკოტრებულად გამოცხადდა
შპს ფოთის ნავთობგადამამუშავებელი გაკოტრდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას გადახდიუუნარობის შესახებ საქმის წარმოებაზე უარი ეთქვა. კომპანიას დავალიანება „საქართველოს ბანკის“ მიმართ აქვს. კრედიტორის განცხადების თანახმად, შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებელის’’ მიმართ არსებული მოთხოვნა შეადგენს 18 717 897,41 აშშ დოლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით – 46 122 771,01 ლარს. „მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების […]










