კატეგორია: ეკონომიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 3 თვეში მივლინებებზე 359.905 ლარი დახარჯა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 3 თვეში მივლინებებზე 359.905 ლარი დახარჯა

წლის პირველ კვარტალში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ვიზიტებისთვის გაწეულმა სამივლინებო ხარჯმა 359.905 ლარი შეადგინა. აქედან ქვეყნის შიგნით ვიზიტებისათვის 10 065 ლარი დაიხარჯა, ხოლო საზღვარგარეთ ვიზიტებისათვის 349.840 ლარი. გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მივლინებებზე ჯამში 442.503 ლარი დახარჯა. ბიემჯი

პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს ვერ აიღებს

პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს ვერ აიღებს

პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი  სესხის აღებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ახალ დებულებაში. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ვარცელებს. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელის/თანამსესხებელის გადამხდელუნარიანობის ანალიზია ჩატარებული და სესხით დაინტერესებულ პირს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ აქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს. „როდესაც მსესხებელს/თანამსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები, ან/და სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მსესხებლის თანამსესხებლისგადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი არ არის ჩატარებული, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის […]

ემზარ ჯგერენაია – “ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია მევახშეობას გააძლიერებს”

ემზარ ჯგერენაია - "ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია მევახშეობას გააძლიერებს"

ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები ძალაში შევიდა. რეგულაციების მიხედვით, კომერციულ ბანკებს ეზღუდებათ სესხების გაცემა. ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ რეგულაციები სიტუაციას გააჯანსაღებს, თუმცა აღნიშნულ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია “ახალ თაობას” აღნიშნულ ინიციატივაზე ესაუბრება და ამ პროცესს უარყოფითად აფასებს. – ბატონო ემზარ, ეროვნული ბანკის რეგულაციები კომერციული ბანკებისადმი უკვე ძალაში შევიდა. ძირითადად უარყოფითი […]

მამუკა ბახტაძე – “ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი”

მამუკა ბახტაძე - "ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი"

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, ოპონენტების მიერ გამოთქმულ არგუმენტს, რომ ახალი რეგულაციებით მოსახლეობის ნაწილს სესხებზე წვდომა შეეზღუდებათ, სუსტს უწოდებს. „ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება მოსახლეობის ნაწილს, კერძოდ მოქალაქეებს, რომლებიც არიან მაგალითად რეპეტიტორები. ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს საგადასახადო რეფორმა ყველა მოქალაქეს შეეხება, ყველა ადამიანს ექნება საშუალება […]

კახა კალაძე ნაციონალურ მოძრაობას მიწისქვეშა საპარკინგე ადგილებს 1 ლარად აძლევს

კახა კალაძე ნაციონალურ მოძრაობას მიწისქვეშა საპარკინგე ადგილებს 1 ლარად აძლევს

თბილისის მერს კახა კალაძეს ნაციონალურ მოძრაობასთან შეთავაზება აქვს. კალაძის თქმით, თბილისის მერია მზად არის ნაციონალურ მოძრაობას ერთ ლარად გადასცეს თბილისში მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები. “რაც შეეხება მიწისქვეშა პარკინგებს, ჩვენ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა და მზად ვართ 1 ლარად გადავცეთ ეს კონკრეტული, გამოყოფილი ადგილები (ინვესტორებს). მინდა ასევე ნაციონალურ მოძრაობას შევთავაზო: ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ 1 ლარად გადავცეთ ეს მიწები და […]

თბილისში ბიტკოინის ორი ბანკომატი მოქმედებს

თბილისში ბიტკოინის ორი ბანკომატი მოქმედებს

თბილისში უკვე მოქმედებს ბიტკოინის ორი ბანკომატი. კრიპტოვალუტის პირველი ტერმინალი კომპანია TPS-მა გახსნა. კომპანია მომხმარებელს ორი ტიპის ტერმინალს სთავაზობს. ერთი მხოლოდ კრიპტოვალუტის ყიდვისთვისაა და მეორე ყიდვა-გაყიდვის. Bitcoin ტერმინალები ამ ეტაპზე  New Yorks Burger-სა (მერაბ კოსტავას ქუჩა) და Nayeb Restaurant-ში(შალვა დადიანის ქუჩა) მდებარეობს.

ირაკლი გურჩიანის ფირმა შსს-ს 180 პიკაპს 10 მილიონად მიაწვდის – მან ტენდერში თემურ კოხოძის ფირმა დაამარცხა

ირაკლი გურჩიანის ფირმა შსს-ს 180 პიკაპს 10 მილიონად მიაწვდის - მან ტენდერში თემურ კოხოძის ფირმა დაამარცხა

შსს-ს 180 სპეციალიზირებულ პიკაპს, კომპანია “ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მიაწვდის. აუქციონზე, მან, კონკურენტ “ტოიოტა ცენტრ თეგეტაზე“ 181 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა შემსყიდველს. “ტოიოტა ცენტრი თბილისი” მზადაა, მანქანები შსს-ს 10 მილიონ 582 ათას ლარად მიჰყიდოს. ამჟამად, ტენდერი შერჩევა/შეფასების სტადიაზეა და თუ კომპანიას დოკუმენტაცია წესრიგში ექნება, მასთან ხელშეკრულებაც გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ პიკაპები, შპს “მექანიზატორს” თავდაპირველად ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, […]

ამერიკაში გუდის ყველის ექსპორტი გაიზარდა

ამერიკაში გუდის ყველის ექსპორტი გაიზარდა

ამერიკაში თუშური გუდის ყველის ექსპორტი გაიზარდა, ამის შესახებ BM.ge-ს კოოპერატივი “ალაზნისთავის” თანადამფუძნებელმა გიორგი აბულიძემ განუცხადა. კოოპერატივი ნიუ იორკსა და კალიფორნიაში ყოველთვიურად 500 კილოგრამ გუდის ყველს გზავნის, წლევანდელი სეზონიდან კი ექსპორტი 25%-ით გაიზრდება. – ექსპორტის გაფართოებაზე ვართ ორიენტირებული, ყოველწლიურად ვგეგმავთ ზრდას. 2016 წლიდან ვყიდით გუდის ყველს ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკსა და კალიფორნიაში. ჩვენი პროდუქციას ამერიკაში ადგილობრივ […]

ქართული ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

 არის თუ არა ღვინოში ინვესტიცია მომგებიანი?

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა. ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: იაპონია – 139% […]

სერგეენკო – რატომ ღირს საქართველოში წამლები ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში

სერგეენკო - რატომ ღირს საქართველოში წამლები ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სერგეენკოს თქმით, საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს: – ჩვენგან განსხვავებით თურქეთმა, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა […]