მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლაზარეს“ რეგისტრაცია გაუუქმდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. განკარგულების შესაბამისად, ორგანიზაციაში ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო და ლიკვიდატორად ედიშერ ჩოკორაია დაინიშნა.