კატეგორია: ეკონომიკა

ივა ჭყონია – ”ფასების ზრდა გამორიცხული არ არის”

ივა ჭყონია - ”ფასების ზრდა გამორიცხული არ არის”

– იმ შემთხვევაში თუ ლარის კურსი დღეს არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება, – ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია და ძირითადად პროდუქტებზე ფასები არ გაზრდილა. თუმცა, ფასის ზრდა უკვე აისახა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და მათი ნაწილი სუპერმარკეტებში უკვე გაძვირდა. – გამომდინარე იქიდან, […]

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

წლის პირველ 8 თვეში საქართველოს რკინიგზამ 6.988.580 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 919.000 ტონით შემცირებული მაჩვენებელია. აქედან ადგილობრივ ტვირთებზე 1.252.229 ტონა მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე – 696.127 ტონა. იმპორტირებულმა ტვირთებმა საანგარიშო პერიოდში 1.677.170 ტონა შეადგინა, ტრანზიტულმა კი – 3.363.054 ტონა. წლის პირველ 8 თვეში რკინიგზამ 23.447 TEU ერთეული კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა […]

საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს, გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა

საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს, გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციას, რომელიც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაური შეფასებით, პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. – ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის […]

დავით მათიკაშვილი: „ლარი აუცილებლად დასტაბილურდება“

დავით მათიკაშვილი: „ლარი აუცილებლად დასტაბილურდება“

დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ლართან დაკავშირებით სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილი ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს გამოეხმაურა. – რამდენიმე ხნის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როცა ლარი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, აუცილებლად განახორციელებს ინტერვენციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული […]

ქართული ვირის რძე ევროპაში გავა – 1 კგ ყველის ღირებულება 1.500 ლარია

ქართული ვირის რძე ევროპაში გავა - 1 კგ ყველის ღირებულება 1.500 ლარია

საქართველოში წარმოებული ვირის რძე, შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს. ვირების პირველი ფერმის ’’სახე-დარი“-ს დამფუძნებელი თემურ ლომიძე „საქმის კურსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ექსპორტზე შეთავაზება უკვე მიიღეს, თუმცა ევროპულ ბაზარს დიდი მოცულობით პროდუქცია სჭირდება, რისი საშუალებაც ჯერჯერობით არ აქვთ. – თუ ევროპის რომელიმე ქარხანას დავუდებთ ხელშეკრულებას, მათ დღეში დაახლოებით 20 ლიტრი მაინც დასჭირდებათ, რისი საშუალებაც ჩვენ ჯერ არ გვაქვს. […]

ლევან დავითაშვილი: „ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის“

ლევან დავითაშვილი: „ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის“

ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ლარის გაუფასურება ადგილობრივი პროდუქციის ფასებზე. – ლარის გაუფასურება ფასებთან ბმაში პირდაპირ არ არის. საუბარია ამ შემთხვევაში ინფლაციის ტემპზე და ინფლაციის ტემპის კონტროლს ახორციელებს ეროვნული ბანკი. ინფლაციური კუთხით ჩვენ არ გვაქვს […]

“ნიკორა” – “პროდუქციის გაძვირების ტალღა მოდის”

"ნიკორა" - "პროდუქციის გაძვირების ტალღა მოდის"

“ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორის დავით ურუშაძის განცხადებით, ლარის კურსის ცვლილების გამო “ნელნელა რაღაცები ძვირდება”. საქმის კურსთან საუბრისას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ გაძვირება პირველადი მოხმარების პროდუქციას ჯერ არ შეხებია, მაგრამ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა გაძვირება შესამჩნევი გახდება. – ვერ ვიტყვი, რომ ტოტალურად ძვირდება პროდუქცია, თუმცა, ტალღა მოდის. კურსი ახლა, უხეშად რომ ვთქვათ, არის 2,7 მანამდე […]

“ნუგეშის” ბრენდი მხოლოდ ჯიხურებში დარჩება

"ნუგეშის" ბრენდი მხოლოდ ჯიხურებში დარჩება

“ნუგეშის” ბრენდი მხოლოდ ჯიხურებში დარჩება. გადაწყვეტილება “ნუგეშის” ქსელის მფლობელმა “ნიკორა ტრეიდმა” მიიღო. საქმის კურსს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ განუმარტა, რომ ამჟამად “ნიკორაში” ბრენდებისა და მაღაზიების სტანდარტიზაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, გადაწყდა, რომ სუპერმარკეტების ფორმატში მუშაობას მხოლოდ “ნიკორა” გააგრძელებს, ჯიხურებში, რომლებიც კომპანიამ “ნუგეშის” შესყიდვის შემდეგ მიიღო, მხოლოდ “ნუგეშის” ბრენდი დარჩება, ასევე გაფართოვდება დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი “ნიკორა XL”-ის […]

კახა ოქრიაშვილი – ”ლარი 2.65-ზე ჩამოვა”

კახა ოქრიაშვილი - ”ლარი 2.65-ზე ჩამოვა"

ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით დღეს პარტია “ქართული ოცნების” ოფისში ეკონომიკის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ არსებობს ეროვნული ვალუტის გამყარების მოლოდინი. – არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.7-დან 2.65-მდე ჩამოვა, – აღნიშნა მან. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში ლარზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს, ოქრიაშვილის […]

ლარი ისევ გაუფასურდა

ლარი ისევ გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7039 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0229 ლარი შეადგინა. 1 ევრო ღირებულება 3.2176 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა  3.1836 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.034 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.