კატეგორია: ეკონომიკა

ლარი გამყარდა

ლარი გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6890 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6890 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0378 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1717 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2176 ლარს შეადგენდა. […]

თბილისის მერია ჩუღურეთში, ცაიშის N36-ში, მცხოვრებლებს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს

თბილისის მერია ჩუღურეთში, ცაიშის N36-ში, მცხოვრებლებს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს

ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის, ვისაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებთ, ეტაპობრივად დაიწყება ამის მოგვარება. – მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ ადამიანებს, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში ბიუროკრატიული პროცედურების, თუ სხვა მიზეზების გამო, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა […]

ზურაბ ლალაზაშვილი – “ავანსის დღგ-თი დაბეგვრა გასაუქმებელია”

ზურაბ ლალაზაშვილი - "ავანსის დღგ-თი დაბეგვრა გასაუქმებელია"

– ავანსის დღგ-თი დაბეგვრა ბიზნესისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილია. ამის შესახებ საქმის კურსს BDO-ს მმართველმა პარტნიორმა საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილმა განუცხადა. ის ახალ ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს ურჩევს, აღნიშნული რეგულაცია გააუქმოს და დატოვოს მხოლოდ კონკრეტული ბიზნესისთვის, რომლებსაც გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ, მაგალითად, სამშენებლო კომპანიებისთვის. ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს, რომ ავანსის დღგ-თუ დაბეგვრის ადმინისტრირება ძალიან გართულებულია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე შემოსავლების სამსახურისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე […]

მამუკა ბახტაძემ ქუმსიშვილის მოადგილეები არ შეცვალა

მამუკა ბახტაძემ ქუმსიშვილის მოადგილეები არ შეცვალა

ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოადგილეები არ შეცვალა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი თაბუაშვილი დარჩა. ასევე მოადგილის თანამდებობები შეინარჩუნეს – გიორგი კაკაურიძემ, ნიკოლოზ გაგუამ, ცოტნე ყავლაშვილმა, ლაშა ხუციშვილმა და ლერი ბარნაბიშვილმა.

თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს

თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს

თბილისის მთავრობა ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ხმალაძე იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ თბილისის ბიუჯეტის არსებულ პროექტს საკრებულოდან გამოითხოვენ და მის ხარჯვით ნაწილში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება. – რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო […]

ბილაინი 30.000 ლარით დააჯარიმეს

ბილაინი 30.000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ერთიანი მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია „SIGOS“-ის მიერ წარმოდგენილი სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციის ანალიზიდან გამოირკვა, რომ შპს „მობიტელის“ სატელეფონო ნომრებიდან ხორციელდებოდა საერთაშორისო ზარების „ა“ ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრებით, საიდანაც, როგორც სატესტო, ასევე სხვა ზარები სრულდებოდა მხოლოდ შპს „მობიტელის“ ქსელში. კომისიამ კომპანიას მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი […]

ექსპორტიორების სადაზღვევო კომპანია ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება

ექსპორტიორების სადაზღვევო კომპანია ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება

ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ამოქმედება 2-3 თვეში იგეგმება. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა ამბობს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია და მას პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. თავდაპირველად სააგენტოს ფარგლებში ფინანსური გარანტიების კომპონენტი ამოქმედდება, ხოლო რამოდენიმე თვეში კი ექსპორტიორების სადაზღვევო კომპანია შეიქმნება. – ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო დაეხმარება ჩვენს ექსპორტიერებს, რათა უკეთ აითვისონ თავისუფალი ვაჭრობით მინიჭებული უპირატესობები […]

ცოტნე გამსახურდიამ “კოლხური კოშკის მარანი” დააფუძნა – ”ექსკლუზიურ ღვინოებს ჩამოვასხამთ მცირე პარტიებად”

ცოტნე გამსახურდიამ "კოლხური კოშკის მარანი" დააფუძნა - ”ექსკლუზიურ ღვინოებს ჩამოვასხამთ მცირე პარტიებად”

დღეს ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: ”ახლა ვკრეფთ ოჯალეშს მარტვილში ? წელს ცოტა იყო მოსავალი და საკმაოდ ძვირიც ღირდა… ცოტა ხნის უკან მეგობრებთან ერთად დავაფუძნე “კოლხური კოშკის მარანი”, სადაც ექსკლუზიურ ღვინოებს ჩამოვასხამთ მცირე პარტიებად, საუკეთესო მეღვინეების დახმარებით და ჩემი გემოვნებით. ჰო, კიდევ გარანტია იქნება: მხოლოდ სუფთა წვენი და აფერი სხვა ;)”

„ჩვენ ვცხოვრობთ ევროპული ფასებით და ქართული ხელფასით“ – შემოსავლები და ხარჯები ევროპასა და საქართველოში

„ჩვენ ვცხოვრობთ ევროპული ფასებით და ქართული ხელფასით“ - შემოსავლები და ხარჯები ევროპასა და საქართველოში

ევროპის ბაზართან შედარებით ადგილობრივ ბაზარზე ხელფასების თანაფარდობა და მსყიდველთუნარიანობა საკმაოდ დაბალია. კერძოდ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტმა“ ადგილობრივი სამომხმარებლო ფასები და ხელფასები შეადარა პრაღის, ბერლინის, ბრიუსელის და ტალინის ფასებსა და ხელფასებს. აღმოჩნდა, რომ საშუალო ხელფასი ეროვნულ ვალუტაში ასე გამოიყურება: ბრიუსელი – 9.800 ლარი, ბერლინი – 7.677 ლარი, ტალინი – 2.769 ლარი, პრაღა – 2.400 ლარი, […]

შალვა ხეცურიანი: „ყველაზე დიდი გამოწვევა არის მევენახეობა – დარგი, რომელშიც გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ექსპერტიზა“

შალვა ხეცურიანი: „ყველაზე დიდი გამოწვევა არის მევენახეობა - დარგი, რომელშიც გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ექსპერტიზა“

მეცნიერების დასკვნით მსოფლიოს უძველესი ღვინო საქართველოში, 8000 წლის წინანდელ ჭურჭელშია აღმოჩენილი. ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დასკვნის თანაავტორი სტივენ ბატიუკი აცხადებს, – „ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის უძველესი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოხდა ევრაზიული, ველურად მზარდი ყურძნის კულტივირება მხოლოდ ღვინის წარმოების მიზნისათვის”. სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს აღიარება საქართველოს უცხო […]