13 სექტემბრიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია. აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2.800.000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.
კატეგორია: ეკონომიკა
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ციტადელი“ საქმიანობას აფართოებს
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ციტადელი“ საქმიანობას აფართოებს. კომპანია მომხმარებელს 30-მდე კატეგორიის, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო-სარემონტო მასალებსა და ტექნიკას სთავაზობს, მათ შორის: საყალიბე სისტემებს, კოშკურა ამწეებს, ჰიდროიზოლაციას, თბო და ხმის იზოლაციას, უსაფრთხოების სისტემებს/აქსესუარებს, ელექტროობას, განათების სისტემებს, ლამინირებული იატაკის ფილებს, ბაღის აქსესუარებს, ფანერებს და ა.შ. „ციტადელს“ მომხმარებელთან ურთიერთობის რამდენიმე მიმართულება აქვს არჩეული, ესენია: დისტრიბუცია, […]
საქართველოში ემიგრანტებს უცხოელ ინვესტორებზე მეტი ფული შემოაქვთ
ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობას აღმავალი ტენდენცია აქვს. უცხოეთიდან გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა – 1,886 მლრდ აშშ დოლარი. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მაღალი იქნება მიმდინარე წელსაც, რადგან 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში ემიგრანტებმა უკვე 1,291 მლრდ აშშ დოლარი გამოგვიგზავნეს. ის ფაქტი, რომ ფულადი გზავნილების მაჩვენებელი მაღალი ტემპით იზრდება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ […]
საქართველოს ბანკმა EBRD-ისგან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის 90 მლნ. ლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის დაახლოებით 90 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. 5 წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებული იყოს ადგილობრივ ვალუტაში, აღნიშნული ბიზნესების გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესებს დააკმაყოფილონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) […]
ლარის იპოთეკური სესხები გაძვირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია. ივლისის მდგომარეობოთ, ლარის იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.86%-ია, რაც იანვარში არსებულ საპროცენტო განაკვეთს 3.76 პპ-ით აღემატება. დოლარსა და ევროში კი პირიქით, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია. ამჯამად ევროს იპოთეკების საშუალო ღირებულება 4.7%-ია, რაც იანვართან შედარებით 0.6 პპ-ით ნაკლებია. დოლარში კი იპოთეკური […]
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2021 წელს საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა. გამოცემამ ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კიდევ 5 ქვეკატეგორიაში ცნო საუკეთესოდ. ესენია: ინვესტიციების მართვის ონლაინსერვისები, ვაჭრობის დაფინანსება, ხაზინის ონლაინსერვისები, მობილურზე ადაპტირებადი პლატფორმა, საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო […]
საქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნილი სოციალური საწარმოს პროდუქცია ამაზონზე გაიყიდება
საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიზნესის, მათ შორის სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერაა. ბანკი უკვე წლებია აფინანსებს სოციალურ საწარმოებს. „ბაბალეს წინდა“ კი ერთ-ერთია იმ სოციალურ საწარმოთა შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. დღეს მისი პროდუქციის შეძენა უკვე amazon.uk-ის საშუალებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არის შესაძლებელი. „ბაბალეს წინდა“ ქართველი მხატვრების, ეროვნული მემკვიდრეობის და დაუნის სინდრომის მქონე […]
შოთა ბურჯანაძე -” სარესტორნო ბიზნესისთვის სამუშაო დროის შემცირება სრულიად უგუნური გადაწყვეტილებაა”
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ 50-დან 60 პროცენტამდეა სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, ვინც ერთხელ ან ორჯერადად არიან აცრილი. „დაახლოებით 50-დან 60 პროცენტის ფარგლებშია სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, ვინც ერთხელ ან ორჯერადად არიან აცრილი. ასოციაციის წევრ რესტორნებში ჩავატარეთ გამოკითხვა, თუ რამდენი პროცენტი და რა რაოდენობის ადამიანები არიან აცრილები. ეს არა მარტო ციფრებით, […]
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად წელს კიდევ ერთხელ დაასახელა. World’s Best Consumer Digital Banks in Central & Eastern Europe 2021- ის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე ქვეკატეგორიაში დასახელდა საუკეთესოდ. ესენია: პროდუქტების ონლაინ შეთავაზება, ციფრული გადახდები და განაცხადები, ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი და საკრედიტო […]










