კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას კვლავ განაგრძობს. ბანკის ჩართულობით, „Chevening“-ის 2022-2023 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 3 სტუდენტს საქართველოს ბანკი დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად დაუფინანსებს. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთი ხარჯების უზრუნველყოფას, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აჭარა ტექსტილე“ წარმოებასა და დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს, ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით „აჭარა ტექსტილე“ სათარგო წარმოებას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ კომპანია, რომელიც თანამშრომლობს და სპორტულ ტანსაცმელს/ფორმებს უკერავს ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა, „ლოტო”, „ნაიკი“, „ადიდასი“ ,,უმბრო“ და ,,ანდერ არმორი“ საკუთარი თარგის წარმოებას შეძლებს. ამ დრომდე სამკერვალო თარგებს თურქეთიდან იღებდა, ყოველწლიურად კი საშუალოდ 150 მლნ ლარის ნაწარმს კერავდა. ახალი […]
სემეკმა თელასი 50.000 ლარით, თელმიკო კი 75.000 ლარით დააჯარიმა
სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო “თელასი” 50.000 ლარით, „თელმიკო“ კი 75.000 ლარით დააჯარიმა. როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის” მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, ხოლო, რაც შეეხება “თელასს”, მის მიმართ შედარებით მსუბუქი ჯარიმა გამოიყენეს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მხრიდან კვლავ ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი, […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მტირალას პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებისთვის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო. დამსვენებლებისთვის განკუთვნილი სამი კოტეჯი 5 000 კვ.მ- ზეა განთავსებული. ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ეზოში მოწყობილია გასართობი სივრცე (ჰამაკები, საქანელები). სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით კი საოჯახო კაფეში უმასპინძლდებიან. „ტურისტების მოზიდვის მიზნით დავიწყეთ თაფლის წარმოებაც, ეზოში 100 მდე ფუტკრის ოჯახი […]
საქართველოს ბანკი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების მიღებას სთავაზობს. გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვინც დაინტერესებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით 70 000 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი. დარჩენილი თანამონაწილეობის თანხისთვის კი ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკისგან […]
Global Banking & Finance Review-მ საქართველოს ბანკს „Decade of Excellence Banking Group Georgia 2021“ -ს ჯილდო გადასცა
საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-მ საქართველოს ბანკი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული სრულყოფილებისთვის “Decade of Excellence” კატეგორიაში საქართველოში გამარჯვებულ ბანკად დაასახელა. 2011 წლიდან მოყოლებული, Global Banking & Finance Review იმ კომპანიებს ავლენს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ინოვაციებით, მიღწევებით, სტრატეგიითა და პროგრესულობით გამოირჩევიან. გამარჯვებულებს მკვლევართა ჯგუფი რედაქტორთან და გამომცემელთან ერთად ასახელებს. „საქართველოს ბანკისათვის დიდი პატივია „Decade […]
ვინ არის 46 წლის მიხეილ ლომთაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია
მიმდინარე წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ფორბსის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. საუბარია, ყაზახური ფინტექპლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელ მიხეილ ლომთაძეზე. იმ პერიოდში ლომთაძე რეიტინგში 804-ე პოზიციაზე იყო და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. დღეის მდგომარეობით კი, მიხეილ ლომთაძე „ფორბსის“ მილიარდერების რეიტინგში 592-ე ადგილზეა და მისი ქონება 5,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბიძინა ივანიშვილის […]
“კალაძე ფერარიდან გადმოვიდეს და ნახოს, კარტოფილი რა ღირს” – თბილსერვისი გაიფიცა
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიაში უამრავი პრობლემაა, თუმცა, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის მატებაა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მძიმე პირობებში მუშაობენ – ავტომობილები მოუწესრიგებელი და გაუმართავია, ასევე კომპანია არ უზრუნველყოფს მათ სეზონური უნიფორმებით და ზაფხულშიც ზამთრის ფორმებით უწევთ მუშაობა. თბილსერვის ჯგუფის წევრებმა კომპანიის შესასვლელი გზა გადაკეტეს, ავტომობილებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ და კახა კალაძესთან შეხვედრას […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოსწავლეები და სტუდენტები ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი – „ინტერაქტიული წიგნები“ მიმდინარეობს. „ინტერაქტიული წიგნები“ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ მიერ ხორციელდება. პროექტი 5 თვიან სალექციო კურსებს მოიცავს, სადაც მონაწილეები თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური ჩართულობით ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 17ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1.100.000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი – 473.500 ლარს შეადგენს. ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოცვის ნერგების შეძენა/გაშენებასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა. კოოპერატივს განხორციელებული ინვესტიციის შედეგად 40 ტონამდე მოსავალი მოყავს, რომლის რეალიზაციასაც როგორც ადგილობრივ ბაზარზე, […]










