წლევანდელი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი უკვე ცნობილია. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ალექსანდრე ონიანი ორი წლით Bentley University-ში გაემგზავრება. ის სწავლას აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. წელს Fulbright-ს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია. „აშშ-ს მთავრობასა და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა
საქართველოს ბანკთან ერთად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის პრო ბონო ვებინარი: სოციალური მედიის მართვა ჩატარდა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის თანამშრომელმა სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ვებინარი პრო ბონოდ ჩაატარეს. ვებინარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: კამპანიების დაგეგმვა სოციალურ მედიაში და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვა, კამპანიების შედეგების ანალიზი, კონტენტის ფორმატები და ა.შ. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მეორე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება
„საქართველოს ბანკთან” პარტნიორობით, ხვალ მზიურის პარკში „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ რიგით მეორე ფლიმარკეტი გაიმართება. ფლიმარკეტზე მისულ სტუმრებს, როგორც კერძო პირების პირადი ბიბლიოთეკის, ასევე ბუკინისტების მეორეული წიგნების გადაცვლა შეუძლიათ. ასევე, ახალი გამოცემების წიგნების, წიგნის თემატიკის სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. მეორე წიგნის ფლიმარკეტი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც დასასვენებლად გამგზავრებას აპირებს და საკითხავს ეძებს. […]
საქართველოს ბანკმა Euromoney-სგან საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney-მ, საქართველოს ბანკი “Best Bank in Georgia 2021“-ის კატეგორიაში „Euromoney Award for Excellence” – ის გამარჯვებულად დაასახელა. გადაწყვეტილების მიღებისას, Euromoney-ს რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა: ბანკის საბაზრო პოზიცია და წილი, მომსახურების ხარისხი, ახალი პროდუქტები, ინოვაციები და სხვ. “მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ Euromoney-მ საქართველოს ბანკი წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა […]
Miami Ad School Europe- ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. Miami Ad School-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა კრეატიული მიმართულებით. საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კი ყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა გერმანიაში სრულად უფინანსდება. პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი: Art Direction, Copywriting, Creative Technology. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 31 […]
„გალტ ენდ თაგარტმა“ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 12 მილიონი აშშ დოლარის და 3 მილიონი ევროს 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა
„გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 12 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება და განთავსება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროში დენომინირებული ობლიგაციების განთავსება – 3 მილიონი ევროს მოცულობით და 2 წლის ვადით პირველად მოხდა. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეექვსე და მეშვიდე ემისიებია, რაც პანდემიის პირობებში კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის […]
საშემოსავლო გადასახადი შეიძლება განახევრდეს
საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა პარლამენტს მიმართა. კერძოდ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივაში ვკითხულობთ, დოკუმენტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს. მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ საშემოსავლო […]
თელმიკომ თუ ზედმეტი თანხა დაგარიცხათ, სემეკი ამას გაასწორებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ „თელმიკოს“ მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაკორექტირდება. როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მიმართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც მოითხოვეს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის სემეკის მიერ შესწავლა. კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება
საქართველოს ბანკისა და ProductTank Tbilisi-ს თანამშრომლობით, 12 ივლისს, მორიგი შეხვედრა სახელწოდებით- „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება. ღონისძიება იმ 3 ქართულ სტარტაპს უმასპინძლებს, რომელთაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში გაიარეს. ისინი დამსწრეებს სწორედ საქართველოდან სან-ფრანცისკომდე განვლილ გზაზე დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრას Payze-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი – გეგა წურწუმია, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი […]
SOLO-ს მხარდაჭერით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი მთის თემატიკის საერთაშორისო ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ფესტივალი 15-19 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალი ერთმანეთში 2 საკონკურსო სექციას გააერთიანებს. ესაა: მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მთის თემატიკის ფილმები. საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს სპეციალური სექცია ექნება. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი“, რომელიც წელს ახლადაღდგენილი, უნიკალური […]










