კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი – „ინტერაქტიული წიგნები“ მიმდინარეობს. „ინტერაქტიული წიგნები“ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ მიერ ხორციელდება. პროექტი 5 თვიან სალექციო კურსებს მოიცავს, სადაც მონაწილეები თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური ჩართულობით ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 17ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1.100.000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი – 473.500 ლარს შეადგენს. ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოცვის ნერგების შეძენა/გაშენებასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა. კოოპერატივს განხორციელებული ინვესტიციის შედეგად 40 ტონამდე მოსავალი მოყავს, რომლის რეალიზაციასაც როგორც ადგილობრივ ბაზარზე, […]
საქართველოს ბანკში სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მიღება გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი კომპანიებს სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიებს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აღნიშნული საბანკო გარანტიების მიღებას მომხმარებელი სულ რაღაც 1 დღეში, გირაოს გარეშე შეძლებს. სატენდერო გარანტია იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღება სურთ. ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტია ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისათვის ნაკისრი ვალდებულებების დროულად […]
კავკასუს ონლაინის ახალ სპეციალურ მმართველად თამთა ტეფნაძე დაინიშნა
29 ივლისიდან „კავკასუს ონლაინს” ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიაში სპეციალური მმართველის პოზიციაზე თამთა ტეფნაძე დაინიშნა, რომელმაც თამარ ბოკუჩავა შეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ ბოკუჩავას პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო, რომელმაც სპეციალური მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. „კავკასუს ონლაინის” ახალი სპეციალური მმართველი საერთაშორისო სამართლის იურისტია და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის ხუთ წლიანი გამოცდილება აქვს. თამთა ტეფნაძე […]
საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა
საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი გახდა. UN Global Compact მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მდგრადი განვითარების ინიციატივაა. ინიციატივის ფარგლებში გაერო ცნობს და მხარს უჭერს იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა და სტრატეგიაც თანხვედრაში მოდის ისეთ უნივერსალურ პრინციპებთან, როგორიცაა: ადამიანისა და შრომის უფლებები, გარემოს […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, რომელსაც ბანკი უკვე რამდენიმე წელია ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ UNESCO-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა რამდენიმე წლიანი შეფასებებისა და […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა
საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ავტორი მიმდინარე წლის სექტემბერში, 2 კვირით ესპანეთში, ლა-კორუნიაში გაემგზავრება, ხოლო ესპანელი ავტორი კი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს. „პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საერთაშორისო […]
1 აგვისტოდან გლდანში, სამგორსა და საბურთალოზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი. საბურთალოს რაიონში ზონალური […]
საქართველოს ბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს
საქართველოს ბანკმა ფინტექ მიმართულების ბიზნესებს მორიგი შეთავაზება მოუმზადა. ამიერიდან საკონსულტაციო კომპანია GEC ბანკის პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ბიზნესმოდელის განხილვის მიმართულებით უფასო კონსულტაციებსა და 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. GEC-ის შეთავაზება ვრცელდება ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: ბიზნესგეგმა და ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია (Investor Pitch), ფინანსური მოდელირება, ბიზნესმოდელირების ვორქშოპი და ზრდის სტრატეგია (Upscaling). შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3y5KPdu „საქართველოს […]
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს სთავაზობს
საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივებული პროცესით არის შესაძლებელი. სიახლის ფარგლებში მომხმარებელი ფილიალში მისვლის გარეშე, ბანკის ციფრულ არხებშივე შეძლებს იხილოს მისთვის ხელმისაწვდომი სესხის ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, (იქნება ეს იპოთეკური სესხი, განვადება, სამომხმარებლო სესხი თუ საკრედიტო ბარათი). საჭიროების შემთხვევაში კი მარტივად […]










