საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა, როგორც ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრული სასესხო პროდუქტების მიმწოდებელი ბანკი. პროექტის ფარგლებში ის ბანკები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც შეძლეს მომხმარებლების ციფრულ ფლატფორმებზე წარმატებულად გადაყვანა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად და ხარჯების შესამცირებლად. ბანკები Global Finance-ის რედაქტორების და პარტნიორი კომპანია Infosys-ის ექსპერტების მიერ შეფასდნენ. შეფასების […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარადჭერით Fuckup Nights ბრუნდება!
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ხვალ Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 4 – “გზა სულ არის“ გაიმართება. Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi ღონისძიებას უკვე ოცდამეექვსედ მასპინძლობენ. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, Fuckup Nights კვლავ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარი მარცხის ისტორიებს გაუზიარებენ. ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან: · მაშო მარგიშვილი, დიზაინერი // Masholand-ის აღმომჩენი; · ზვიად სიჭინავა, Stack-ის ტექნიკური […]
გახარია – “150.000 კომპანია შეძლებს დღგ-ის მომენტალურად დაბრუნებას”
დაახლოებით 150.000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. „კოვიდ 19-თან ბრძოლასთან ერთად გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე […]
საქართველოს ბანკმა – “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა
საქართველოს ბანკმა არსებული და პოტენციური ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის – “ინვესტორთა დღე 2020” ონლაინ რეჟიმში გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში მენეჯმენტის წევრებმა ბანკის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, პანდემიის პერიოდში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საცალო, კორპორაციულ და საინვესტიციო მიმართულებებში […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით აგურის საწარმო „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკმა 1 800 000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო. საწარმოს გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის ჯამური ღირებულება 3 300 000 აშშ დოლარს შეადგენს. ობიექტი 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, პროდუქტის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი დისტანციური ტექ კონფერენცია საქართველოდან გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Digital Summit გაიმართება. ღონისძიება 20 ნოემბერს გაიხსნება. 10 დღიანი ონლაინ კონფერენცია 100-ზე მეტ კომპანიას და 1000-ზე მეტ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გააერთიანებს. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეების სამომავლო პროფესიულ განვითარებას და სასარგებლო კავშირების დამყარებას. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Georgia-ს აქსელერაციის მეორე ნაკადი დაიწყო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აგრძელებს. პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქართული ეკოსისტემის წევრები. აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადი დაიწყო, სადაც 15 კომპანიაა ჩართული. ესენია: Activechat, Agrolabs, Argonavti, […]
გალტ ენდ თაგარტი მომხმარებელს ინოვაციურ ონლაინ საინვესტიციო სივრცეს სთავაზობს
გალტ & თაგარტი მომხმარებლისთვის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ონლაინ სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად საინვესტიციო ბანკმა, პირველად საქართველოში, ონლაინ საინვესტიციო სივრცე-„Client Portal“-ი წარადგინა. პორტალი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და დამოუკიდებლობის მინიჭებას ისახავს მიზნად. სრულიად ახალი ონლაინ სივრცე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს გალტ ენდ თაგარტის ყველა სერვისით. ამ ინოვაციურ სივრცეში მომხმარებელი შეძლებს ფასიან ქაღალდებში ინვესტირების […]
საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს
საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური რესურსით და შპს სიოლტექთან თანამშრომლობით, გორის სოფელ საქაშეთში, 3 ჰა მიწის ფართობზე, ინტენსიური იტალიური ჯიშის ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღები გაშენდა. დაირგო 2600 ძირი ვაშლი, 1600 ძირი მსხალი და 1000 ძირი ბალი. პროექტის ფარგლებში ტერიტორია სარწყავი სისტემით აღიჭურვა. მეწარმეს უკვე მოძიებული ჰყავს პოტენციური პარტნიორი და წარმოებული […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა
საქართველოს ბანკი აგრომიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. ბანკის ინვესტიცია, რომელიც 70,000 ლარს შეადგენს, საკალმახე ავზების მოწყობას, საკალმახის გაფართოვებასა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ამის გარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სამაცივრე მეურნეობაც, რამაც მეწარმეს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ახალი შესაძლებლობები მისცა. საკალმახემ საქმიანობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა […]










