ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ დადებითი ტენდენციებით მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ტურისტული სექტორის განვითარების მიზნით ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში 200 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც სრულად მოხმარდება ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. – პირველ რიგში კი ეს ხელს შეუწობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, […]
კატეგორია: ეკონომიკა
„მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას იწყებს“ – დავით ტაბიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მომავალი წლის ბიუჯეტი ისეთ საკითხებს ეთმობა, როგორიცაა სოციალურად დაუცველთა დახმარება, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფა, დასაქმების პროგრამა და განათლების რეფორმა. ბიუჯეტი დღეს, 30 ნოემბერს, პარლამენტს წარედგინება. განათლების რეფორმა საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს. იმის გასარკვევად თუ როგორ განხორციელდება ახალი […]
„2023 წლიდან იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემელი, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, საჯარო მოხელეების ხელფასები…”
სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემლის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამისა და დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების გაზრდის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ სიახლეებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია საუბრობს. – როგორც პრემიერმა დააანონსა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემელი 150 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები 2022 წლის ივნისიდან […]
ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის – სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება “მთავარი არხის“ ეთერში გასულ ცრუ ინფორმაციას დეკემბერში ბუნებრივი გაზის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, “მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „სემეკის ხელმძღვანელი ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს“არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. „მიმდინარე წლის ივლისიდან სემეკში მიმდინარეობს გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ტარიფის […]
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 247 ლარია – საქსტატი
2022 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 31 ლარით გაიზარდა და 247.3 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეს საქართველოში საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხაა, რომელიც ერთმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა თვის განმავლობაში უნდა იმყოფინოს. მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 50 თეთრით არის გაზრდილი. ამასთან, სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 219.1 ლარი იყო, რაც 27.5 ლარით აღემატება […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მინი აგურმა“ სამშენებლო აღჭურვილობის უნიკალური სათამაშო შექმნა
საქართველოს ბანკი საინტერესო წამოწყებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანია „მინი აგურმა“ ბავშვებისთვის უნიკალური სათამაშო შექმნა, რომელიც სამშენებლო მასალებისგან იწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 40 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 30 000 ლარს შეადგენს. „სათამაშოს შექმნის იდეა სამეგობროში ლეგოს კონსტრუქციების აწყობით დაიბადა. თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე გავაკეთეთ. პოზიტიური გამოხმაურების შედეგად კი რეალურ ბიზნესად ვაქციეთ. ჩვენს სათამაშოებს 4 წლის […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე გაიხსნება
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტის მხარდაჭერის მიზნით ბანკის მხრიდან 1 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1.7 მლნ ლარია. „მუზეუმის მთავარი მისია, ქალაქ გორში მაღალი დონის კულტურული, საგანმანათლებლო და სარელაქსაციო სივრცის შექმნაა, სადაც არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი სტუმრებიც შეძლებენ […]
500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადი 30 ქვეყნიდან შემოვიდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია. 500 Global-ში მონაწილეობის მისაღებად 30 ქვეყნიდან 239 განაცხადი შემოვიდა. 500 Global-ის მთავარი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ […]
საქართველოს ბანკისა და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ ერთობლივი ტრენინგი თელავში გაიმართება
საქართველოს ბანკი ბუღალტრების განვითარებისთვის საჭირო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ პარტნიორობით თელავში ტრენინგი ჩატარდება. ღონისძიება 16 სექტემბერს, 18:00 საათზე, Holiday Inn Telavi-ში გაიმართება. შეხვედრა ისეთ თემებს დაეთმობა, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებები. ტრენინგს თეა გორგოძე გაუძღვება, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობის პროცედურულ საკითხებში მრავალწლიანი […]
საქართველოს ბანკმა MSME ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD -ისგან 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა, მის ერთგული და სანდრო პარტნიორისგან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოზიდული თანხა საქართველოს ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს, რათა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, განახორციელონ ინვესტიციები […]