ლევან ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თეა წულუკიანის მსგავსი კლოუნი საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია. – მის მოქმედებაში კონკრეტულად რაში დაინახეთ კლოუნადა? – მაგალითად, მიკროფონის გამოტაცებაში ჟურნალისტის ხელიდან, მის ვითომ არდაბრუნებაში, მის უაზრო ღიმილში, მის გაუმართლებელ მეტყველებაში და ა. შ. მას ჰგონია, რომ რეზო მიშველაძე და რეზო ამაშუკელი უშველიან. სინამდვილეში წულუკიანმა მწერლების მარტივად მოთვინიერება განიზრახა […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
რამაზ საყვარელიძე – “ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები არ აწყობს”
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო სოციოლოგიური კვლევებით ისევ “ქართული ოცნება” გადის პირველ ადგილზე. – ამიტომ, გაუგებარია, რატომ თვლიან, რომ ვადამდელი არჩევნებით შეცვლიან პოლიტიკურ რეალობას. საერთოდ აწყობს კი დღეს ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები?! – შეიძლება იმ პარტიებმა, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, პროცესი 2024 წლამდე გადადეს? – არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვერსია აბსოლუტურად სწორია. […]
“გახარიას პარტიიდან თბილისის მერად გახდომის შანსი მხოლოდ თავად გახარიას აქვს”
“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკა მელიას თბილისის მერად გახდომის ძალიან დაბალი შანსები აქვს. – გახარია თავის კანდიდატურას არ აყენებს და სხვა ვინც არ უნდა დააყენოს, ომას ვერ ექნება მაღალი შანსები. – გეცოდინებათ, ვისაც აყენებს. – ლევან დოლიძე ითქვა, აჩი არველაძე ითქვა… არ ვიცი, მაგრამ თუ თვითონ არ დადგება, ვის […]
“კობახიძე თავისიანებსაც აგინებს, ძალიან უზრდელია, ნერონის ფსიქოტიპია” – გედი ფოფხაძე
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება აინტერესებს: – “ქართული ოცნებისთვის” ვადამდელი არჩევნები მიუღებელია. ის უკვე აგონიურ მდგომარეობაშია. ყველა მოცემულობით ეს ფაქტია. უკვე კითხვებს აღარ იწვევს ავტოკრატიული რეჟიმის მმართველობის ნიშნები. ამის შემდეგ საზოგადოება “ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან აგრესიულ ნაბიჯებს უნდა ელოდოს. – შეიძლება ეს მოცემულობა შიდა […]
“რუსეთი ივანიშვილის შემცვლელად გახარიას ამზადებს” – მირიან მირიანაშვილი
პოლიტიკური გაერთიანება “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია რუსული პროექტია, ოღონდ მას დასავლელად წარმოაჩენენ. – რუსეთის დავალებით, აქაურ ტროლებსა და ბოტებს დავალებული აქვთ გახარიას დასავლელ ლიდერად გასაღება. საერთოდ, საქართველოში ვინც მეინსტრიმშია, სააკაშვილი იქნება თუ გახარია, მედასავლეთედ უნდა წარმოაჩინონ. სინამდვილეში, მათ დასავლეთთან საერთო არაფერი აქვთ. გახარია მოსკოვიდან ჩამოვიდა და ჯერ ბიზნესომბუდსმენად დაამტკიცეს. […]
დავით კირკიტაძე – “აგიხსნით, რატომ დარჩა ნაცმოძრაობა პარლამენტში”
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმ მოტივაციაზე, თუ რატომ დარჩა პარლამენტში პარტია: – ნიკა მელია ტოვებს პარლამენტს, მაგრამ პარტია რჩება, რადგან პარლამენტს საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს. საქართველოს მოქალაქეებს სურთ პროპორციული სისტემა, რომელიც ასახავს იმ არჩევანს, რომელსაც ისინი გააკეთებენ. ეს არის გასაკეთებელი პარლამენტში. – ეს […]
“ქართულ ოცნებას” პრობლემებს გახარია შეუქმნის” – ვახტანგ ძაბირაძე
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დღეს თუ 43%-ს ვერ იღებს და პრობლემა შეექმნა, ეს პრობლემა მას შეუქმნა არა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, არამედ გახარიამ. – რომ გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები, აქ არ ვგულისხმობ, ცხადია, ივანიშვილს, დიდად იქნებიან მოხარულები გახარიასთან კოალიციით, რასაკვირველია, ეს ასე არ არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” ეცდება […]
“ოცნება” – გახარიას ტანდემს გამარჯვების დიდი შანსი აქვს” – მამუკა გამყრელიძე
“ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია უფრო “ოცნებასთან” მოხვდება კოალიციაში, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან სხვა რომელიმე ღიად ოპოზიციურ პარტიასთან: – აქედან გამომდინარე იმ კოალიციას – “ოცნება” პლუს გახარია – ძალიან სერიოზული ძალა ექნება. რა თქმა უნდა, მოახერხებენ მთავრობის დაკომპლექტებას. თუ მოხდა რაღაც კონტაქტები ივანიშვილსა და გახარიას შორის, მე ვიტყოდი, […]
ვახტანგ კალოიანი – „1937 წლის სტილში გამოთქმულ თენგიზ ცერცვაძის ბრალდებებს არ ვუპასუხებ“
ვახტანგ კალოიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აფასებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, კოვიდისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადე და დისტანციის დაცვაა, ხოლო იმუნიზაცია დამატებითი ბერკეტია. – ეს არის არაკვალიფიციური, არაპროფესიონალური განცხადება. ვაქცინაცია ნაკლებად იცავს ინფექციისგან, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხით გვიცავს მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალებისაგან. შესაბამისად, როდესაც მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მეორე ნაწილიც უნდა თქვას. კერძოდ კი […]
„ოცნებას“ მხოლოდ 2 რეიტინგული პერსონა ჰყავს – ღარიბაშვილი და კალაძე”
„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისის მერობის კანიდატებს შორის ყველაზე ძლიერია კახი კალაძე: – მის კონკურენტად განვიხილავ ნიკა მელიას. არ გამოვრიცხავ მეორე ტურს. „ქართული ოცნებისა“ და მისი წევრების ამომრჩეველი არა ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში. ის ახლაც მერია და მართლა მუშაობს. ის არის რეიტინგული. „ოცნებას“ ამჟამად სულ ორი […]