“კობახიძე თავისიანებსაც აგინებს, ძალიან უზრდელია, ნერონის ფსიქოტიპია” – გედი ფოფხაძე

"კობახიძე თავისიანებსაც აგინებს, ძალიან უზრდელია, ნერონის ფსიქოტიპია" - გედი ფოფხაძე“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ  “ქართულ ოცნებას” მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება აინტერესებს:

– “ქართული ოცნებისთვის” ვადამდელი არჩევნები მიუღებელია. ის უკვე აგონიურ მდგომარეობაშია. ყველა მოცემულობით ეს ფაქტია. უკვე კითხვებს აღარ იწვევს ავტოკრატიული რეჟიმის მმართველობის ნიშნები. ამის შემდეგ საზოგადოება “ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან აგრესიულ ნაბიჯებს უნდა ელოდოს.

– შეიძლება ეს მოცემულობა შიდა სოციოლოგიურ კვლევებს უკავშირდებოდეს, “ოცნების” მხარდამჭერების გახარიასკენ წასვლას?

– რეალურად ივანიშვილი პოლიტიკური სცენიდან გაქრა. ადამიანები ვერ ხედავენ ივანიშვილისგან სიკეთეს. გაქრა გახარია. გახარიას “ოცნებიდან” წასვლამ ბევრი მოვლენის ლუსტრაცია გამოიწვია. როდესაც კობახიძე გახარიაზე ცინიზმითა და შეურაცხყოფით საუბრობს, ამით პირველ რიგში საკუთარ თავს ამცირებს და არა გახარიას. ამდენსაც ვერ ხვდება.

– მეტსახელები და მსგავსი შეურაცხყოფა იყო გუნდში?

– კობახიძის მხრიდან შეურაცხყოფა და აგდებული საუბარი კოლეგების მიმართ ახალი არ არის.

– თქვენც მოგისმენიათ? მსგავსი სტილი აქვს?

– კი, კი. ძალიან უზრდელი პიროვნებაა. თავის თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს და სხვა არაფრად უღირს. ასე იქცეოდა და, რაც მთავარია, მის ამ ქცევას ივანიშვილი ახალისებდა. არაერთხელ შეუქმნია გუნდში ამის გამო კონფლიქტური და დაძაბული სიტუაცია. თუ არ მოსწონდათ გახარია პრემიერად, რას ირჩევდნენ?!

კობახიძისთვის არსებობა ძალაუფლების გარეშე წარმოუდგენლად რთული იქნება. ძალიან შეტოპა. ადამიანურ ურთიერთობებში, პოლიტიკურ სტანდარტებში.

ეს კაცი ნერონის ფსიქოტიპია.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა