“ახალი თაობის” კითხებას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, გაერთიანებულ ოპოზიციაში 16 დეკემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. გაუგებრობა გამოიწვია სალომე სამადაშვილის განცხადებამაც, რომელიც რომ არ აპირებს ისეთ აქციებში მონაწილეობას, სადაც გრიგოლ ვაშაძეს როგორც პრეზიდენტს ისე შეხვდებიან. როგორია თქვენი პოზიცია? – მე მესმის სალომეს პათოსი ამ შემთხვევაში. აქ […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
კახა მიქაია – “გრიგოლ ვაშაძეს ხმას “ოცნების” ჩინოსნებიც აძლევდნენ”
რატომ არ მისცა ივანიშვილმა “ოცნების” წევრებს ზეიმის უფლება, რა პასუხისმგებლობა აიღო მან საკუთარ თავზე, როდის დასრულდებიან ნაცები და ქოცები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება. – “ოცნება” არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისშია, გაერთიანებული ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს. ქვეყანა ფაქტიურად ორად გაიყო. ეს ამბავი ცუდად ხომ არ დამთავრდება? – ეს ამბავი აუცილებლად […]
გიგლა ბარამიძე – “ოცნება” სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ უკვე იმპიჩმენტზე ფიქრობს”
რატომ დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი მინისტრების ნაწილს, რა გეგმა მზადდება “ოცნებაში” მის წინააღმდეგ, რას უნდა ველოდოთ თელავში ჩატარებული ინაუგურაციიდან? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება დედაქალაქში. საქართველოშიც ასე იყო, მაგრამ ახლა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში უნდა გაიმართოს. რატომ აირჩიეს თელავი? აქ “ოცნების” ნებიერამ ორივე ტური წააგო. […]
შალვა შავგულიძე – “ჩვენი მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა”
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შალვა შავგულიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება თავად ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს მაშველი რგოლი. – ბატონო შალვა, თავისუფალ დემოკრატებს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნა გაქვთ. თქვენი პოზიცია როგორია? – ხელისუფლებამ ცუდი არჩევნები ჩაატარა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატულობის თვალსაზრისით, რასაც საერთაშორისო საზოგადოებისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. […]
“ოცნებამ” ან საკადრო რევოლუცია უნდა მოახდინოს ან ხელისუფლებიდან წავიდეს”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პროპორციულ საარჩვნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან უსინდისობაა პროპორციულ სისტემაზე საუბარი, როცა თვითონ იყვნენ ხელისულებაში, არც მაშინ მიიღეს და არც ჩვენთან ჩაერთვნენ განხილვების პროცესშიო. – ხელისუფლების მხრიდან დღეს ამის მტკიცება იგივეა, რომ ორჯერ […]
„სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ სხვანაირ ხასიათს გამოავლენს”
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 28 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტი ქალი იქნება. ოპოზიციის ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა ეს ფაქტს არ ცვლის. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს ლომის წვლილი აქვს შეტანილი და სავარაუდოა, რომ მმართველ გუნდს რიგ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიში გაუწიოს არჩეულმა პრეზიდენტმა ან […]
ლადო სადღობელაშვილი – “ციხეში ბადრაგები ბაჩო ახალაიას მისტირიან”
რატომ არ აღდგა სამართლიანობა, როგორ ინაწილებენ რუსეთში წასული საქართველოს მოქალაქეების ხმებს ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ ვერ დაუპირისპირდება პატრიოტთა ალიანსი ივანიშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: – რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავიგეთ, რომ უკრაინელებმა ცნობილი ჯალათი მეგიზ ქარდავა ფაქტიურად გაათავისუფლეს. შინაპატიმრობის მისჯა თავისუფლების ტოლფასია. ცოტა ხნის წინ […]
ლევან ალაფიშვილი – “ხელისუფლება წინასაარჩევნო კორიდის ეიფორიიდან უნდა გამოვიდეს”
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, არ სცნობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არ აღიარებს არჩეულ პრეზიდენტს. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? – ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან ჯერ-ჯერობით ჯდება კანონიერებისა და დემოკრატიის ფარგლებში. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა წარიმართოს. – არჩევნების შედეგებს არ […]
ვახტანგ ძაბირაძე – “სალომე ზურაბიშვილი ეს 6 წელი თავისთვის იქნება”
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორი პრეზიდენტი შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილი. – ბატონო ვახტანგ, ელოდით მეორე ტურში ასეთ პროცენტულ განსხვავებას ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის? – ასეთ პროცენტულ სხვაობას არ ველოდი. თუმცა, ველოდი, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებდა. – ასეთი შედეგი რამ განაპირობა? – მიზეზი რამდენიმეა: პირველი, ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის, რომელიც არჩევნების პირველ […]
სოსო ცინცაძე – “მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, სალომე ზურაბიშვილი მე-5 პრეზიდენტი გახდა. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, თქვენ რას ელოდებით? – უცნაური იყო, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ივანიშვილი და სააკაშვილი და ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. ქართული პოლიტიკის ახალი ეტაპი ხვალიდან იწყება. ავტომატურად სალომე ზურაბიშვილი უკანა პლანზე გადავა. ჩატარდება ინაუგურაცია, შევა […]










