რატომ დაიშაქრა ივანიშვილი, შეცვლის თუ არა მისი 6 წუთიანი მიმართვა საზოგადოების განწყობას, რატომ გაუჩინარდა სალომე ზურაბიშვილი, რატომ არ იქნება რევანში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მოძრაობა “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. მურმან დუმბაძე: – ვუსმინე ბიძინა ივანიშვილს და ძალიან შემეცოდა. ის ჰგავდა დაჭრილ ფრინველს, რომელიც სისხლისგან იცლება. ის სულ მარტო დარჩა და, როგორც ძველი […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
ალექსანდრე ბარამიძე პოლიტიკაში წასვლაზე ფიქრობს – ”პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს მხარს არ დავუჭერ”
ბიძინა ივანიშვილმა ძველ თანამებრძოლებს მოუწოდა, რომ გუნდს კიდევ ერთხელ დაუდგნენ მხარში. ერთ-ერთი პირველი, ვინც „ქართულ ოცნებას“ 2011-12 წლებში შეუერთდა, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე იყო, რომელიც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე სასამართლოში მისი ინტერესების ერთ-ერთი დამცველიც იყო. აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ გუნდში დაბრუნებას და რა პრეტენზიები აქვს ხელისუფლების მიმართ? ამის შესახებ „ახალ თაობასთან“ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე […]
მამუკა გამყრელიძე – “ვაშაძე თუ გაიმარჯვებს, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და ერთი პარტიის დიქტატი აღარ იქნება”
“ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, საზოგადოების ნაწილი “ოცნების” შემხედვარე ხუმრობის ხასიათზეც დადგა. ერთი წელი რომ გახანგრძლივდებოდეს მეორე ტური, ალბათ ხელისუფლება აფხაზეთსაც დაგვიბრუნებსო. რას იტყვით თქვენ, შეეშინდა “ოცნებას”? – რა თქმა უნდა, შეშინდნენ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ გინდ ერთი წელი გაგრძელდეს წინასაარჩევნო კამპანია […]
ანზორ აბრალავა – “ქართულ ოცნებას” მეორე ტურში ძალიან გაუჭირდება – “ოცნებაში” გაერთიანებული მედროვეები ნაცმოძრაობას წინააღმდეგობას ვერ უწევენ”
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ანზორ აბრალავას. ანზორ აბრალავა: – საუბედუროდ, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურით გამოაშკარავდა, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიურმა მანქანამ იმუშავა. ის პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის პარტიას კონტრშეტევებისთვის ჰქონდა არჩეული, ნაციონალებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. – “ქართული ოცნება” სუსტი იყო? – “ქართული ოცნება” ისევ არ სცემდა საკადრის პასუხს ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ვაშაძის შტაბი გაავსო […]
დავით ბერძენიშვილი – “შეშინებულმა ივანიშვილმა გვიანი შევარდნაძე გამახსენა”
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარებაზე და იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო. – ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, კოალიციის ძველი წევრები შემოირიგოს. თავის მიმართვაში ის ძველ გვარდიელებად მოიხსენიებს მათ და გეუბნებათ, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი გამოცდილება. რას უპასუხებთ, როგორც ერთ-ერთი ძველი კოალიციელი? – […]
“სააკაშვილი მუდმივი ლურსმანი იქნება ვაშაძის სავარძელში”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს 28 ოქტომბერს მიღებული შედეგების შემდეგ? რას შეცვლის “ქართული ოცნება”? – არაგადამწყვეტი არჩევნები, არჩევნები, რომელიც რეალურად ძალთა ბალანსს არ ცვლის, იქცა გადამწყვეტ არჩევნებად. ამ არჩევნებმა ასეთი სიმბოლური დატვირთვა სწორედ “ქართული ოცნების” მეცადინეობით შეიძინა და რა მიიღო – პირველი […]
ვახტანგ ხმალაძე: „პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს” – რა უფლებამოსილებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს
რა უფლებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და რა შეიძლება გააკეთოს პოტენციურმა პრეზიდენტმა ? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. _ ბატონო ვახტანგ, მეხუთე პრეზიდენტი იქნება ნომინალური ფიგურა თუ პირველი პირი იერარქიაში? _ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი. იერარქიულად ის არის […]
დიმიტრი ბიძინაშვილი – “როცა მურუსიძე და ზარდიაშვილი გვერდით გიზის, 9 წელი სხვას არ უნდა წამოაძახო”
რატომ ვერ დაბრუნდებიან ნაციონალები ხელისუფლებაში, რატომ შეწყვიტა ხალხმა “ოცნება”, ვის აწყობს ქვეყანაში არეულობა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება. დიმიტრი ბიძინაშვილი: – რამდენჯერაც რაიმე აქციის მოწყობა გადავწყვიტეთ, ხელისუფლებამ იმდენჯერ განაცხადა, რომ აქციები ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს. ახლა ვხედავთ რომ “ოცნების” მომხრეები გამოვიდნენ და ვერის ბაღში საპროტესტო შეკრება გამართეს. ამ […]
რამაზ საყვარელიძე – “საზოგადოება ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს. – ბატონო რამაზ, არაერთი შეფასება მოვისმინეთ არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ. ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები. რას იტყვით თქვენ? – ეს კითხვა უფრო საფუძვლიან ანალიზს ითხოვს, იმიტომ, რომ ორი დღის წინ არ მომხდარა ეს შეცდომა და შეცდომების მთელმა კასკადმა განაპირობა ის, რაც ჯამში […]
ხათუნა ხოფერია – “ნაციონალებმა ამდენი ხმა ვანო მერაბიშვილის სქემის საშუალებით მიიღეს”
“ახალი თაობის” კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს. – ქალბატონო ხათუნა, საზოგადოება ორადაა გახლეჩილი და პროცესი დიდი ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. როგორია თქვენი შეფასებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით? – მე ასე არ ვიტყოდი, რომ საზოგადოება ორად არის გახლეჩილი. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ სამად. იმიტომ, რომ აღმოჩნდა ნაწილი, ვისაც გააჩნია გარკვეული პროტესტის გრძნობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და აი ამ გრძნობის […]










