კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”

ზაალ კასრელიშვილი – “კრემლი საქართველოში თავისი მონების საქმიანობით უკმაყოფილოა”

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა“

რისთვის ემზადება რუსეთი, რას აპირებენ საქართველოში პრორუსული ძალები, როგორ უნდა ელაპარაკებოდეს ჩვენი ხელისუფლება სეპარატისტებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. ზაალ კასრელიშვილი: – ჩვენ გარშემო ძალიან, ძალიან ცუდი ამბები ტრიალებს. სამწუხაროდ ჩვენთვის და საუბედუროდ თავისი სახელმწიფოსთვის, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვერაგი მეზობელია და მისი ნდობა არ შეიძლება. […]

მამუკა გამყრელიძე – “ევროპული საქართველო” ხელისუფლების თამაშს თამაშობს”

მამუკა გამყრელიძე - "ევროპული საქართველო" ხელისუფლების თამაშს თამაშობს"

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები მზადებას იწყებენ. კულუარულად კანდიდატებიც სახელდება. საუბარია იმის თაობაზეც, რომ “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იქნება. რას იტყვით თქვენ? – შეიძლება ქალიც იყოს პრეზიდენტი. რატომაც არა, ეს საინტერესო იქნება და სრულიად მისაღები იქნება დასავლეთისთვისაც. ეს ერთგვარი რევერანსი იქნება იმ ტრენდისა, რომელიც ახლა […]

განახლდება თუ არა ომი მთიან ყარაბაღში?

განახლდება თუ არა ომი მთიან ყარაბაღში?

გახშირდა კავკასიელი ექსპერტების პროგნოზები მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების თაობაზე. ახალ ომს წინასწარმეტყველებენ იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა განაცხადეს მოლაპარაკებათა პროცესის ინტენსიფიკაციის აუცილებლობის შესახებ. არსებული მონაცემებით, მოლაპარაკებები გააქტიურდება ორივე ქვეყანაში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ს მხრიდან ენდრიუ შეფერი აღნიშნავს, რომ დღევანდელი სტატუს-კვო დიდხანს ვერ შენარჩუნდება, […]

რატომ ხტებიან ბავშვები მაღალი სართულებიდან

რატომ ხტებიან ბავშვები მაღალი სართულებიდან

ბოლო სამი დღის განმავლობაში მოზარდების მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია, რომ აღნიშნული ფაქტები ინტერნეტ თამაშს, ლურჯ ვეშაპს უკავშირდება. “ახალი თაობის” კითხვებს აღნიშნულთან დაკავშირებით ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს. – ბატონო რამაზ, მოზარდებში კვლავ გახშირდა თვითმკვლელობის მცდელობები. ისინი მაღალი სართულებიდან ხტებიან. საუბარია, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტ თამაშს, ე.წ. ლურჯ ვეშაპს უკავშირდება. რას იტყვით თქვენ, როგორც […]

სალომე სამადაშვილი – “რუსეთთან დათმობის პოლიტიკამ კრახი განიცადა”

სალომე სამადაშვილი - "რუსეთთან დათმობის პოლიტიკამ კრახი განიცადა"

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკაზე საუბრობს. – ქალბატონო სალომე, პარლამენტი რამდენიმე დღეა რაც რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი რეზოლუციის მიღებაზე მსჯელობს. რამდენად ქმედითი და მნიშვნელოვანია მსგავსი რეზოლუციები? – ზოგადად, მსგავსი რეზოლუციების მიღება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ რეზოლუციაში ჩადებული იყოს ისეთი პუნქტები, რომლებიც […]

გიგლა ბარამიძე – “ლომჯარია და ჩუგოშვილი “ოცნებას” აშანტაჟებენ”

"ახლა პარლამენტში გამოაჩინეს კვირიკაშვილის წინააღმდეგ ბიჭებმა კიჭები"

რა ხდება “ოცნების” კულუარებში, ვის ლობირებს აშშ-ს ელჩი, რა კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრება ჩუგოშვილი-ლომჯარიას ტანდემი, რატომ არ უნდა დავუშვათ კიდევ ერთხელ პრეზიდენტის დანიშვნა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, როგორც ამბობენ, თეა წულუკიანის და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურები განიხილება. თქვენი ინფორმაციით კი, […]

გოჩა მირცხულავა – “პუტინს სურდა, ქართველი ხალხი რუსეთის ტანკებს ყვავილებით დახვედროდა”

გოჩა მირცხულავა - "პუტინს სურდა, ქართველი ხალხი რუსეთის ტანკებს ყვავილებით დახვედროდა"

რა კავშირშია ტატუნაშვილის მკვლელობა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან, ვინ უწყობს მოსკოვს ხელს ჰიბრიდული ომის წარმოებაში, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტმა საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია – ომი გრძელდება. როგორ შეაფასებდით თავად ამ ფაქტს და რას მიიჩნევთ მის უმთავრეს მიზეზად?  – მე ვიზიარებ იმ […]

თეა წულუკიანი თუ სალომე ზურაბიშვილი? – ვინ იქნება “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი

თეა წულუკიანი თუ სალომე ზურაბიშვილი? - ვინ იქნება "ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი

“ქართულ ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატურის შესარჩევად სერიოზული კასტინგია გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის კანდიდატი ქალი იქნება. ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა “ახალ თაობასთან” საუბარში, რომ ერთ-ერთ კანდიდატურად წულუკიანი მოიაზრებოდა. მისივე თქმით, “ოცნებაში” მეორე ქალი კანდიდატურაც განიხილებოდა და ეს სალომე ზურაბიშვილი იყო. სადღობელაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ […]

მამუკა გვაძაბია – “ოკუპაციის კანონის შერბილება აბსოლუტური უზნეობაა”

მამუკა გვაძაბია - "ოკუპაციის კანონის შერბილება აბსოლუტური უზნეობაა"

დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ წინააღმდეგია ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისა და გარკვეული პუნქტების შერბილებისა. მამუკა გვაძაბია: – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი ფრაქციის ინიციატივით გაიმართა გაფართოებული ხდომა, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე განიხილებოდა დეოკუპაციის კანონის ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლითაც უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტს. მსჯელობა იყო კანონის […]

შოთა მალაშხია: ”ვინც ხელი მოაწერა ნატოს წინააღმდეგ მიმართვას, ან ჩამორჩენილია, ან რუსეთიდან ფულს იღებს”

შოთა მალაშხია: ”ვინც ხელი მოაწერა ნატოს წინააღმდეგ მიმართვას, ან ჩამორჩენილია, ან რუსეთიდან ფულს იღებს"

ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ყოფილ თავმჯდომარე შოთა მალაშხიას, რომელიც ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერია – პარლამენტი აპირებს, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღოს რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის ციხეში მოკვლასთან დაკავშირებით. პროექტის თანახმად, ამ მკვლელობაში პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში უცხოელი დამკვირვებლების შეშვებას. – მომხდარზე პასუხისმგებელი ნამდვილად […]