კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”

“კახა კალაძე “ქართულ ოცნებას” გაემიჯნა”

"კახა კალაძე "ქართულ ოცნებას" გაემიჯნა"

რა ამოძრავებს დედაქალაქის მერს, რა უფეშქაშა მას ივანიშვილმა, ვისი დავალებით არიგებს მმართველი პარტია საქართველოს ტერიტორიებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება. – თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერია, განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს ჩვენს პარტიასთან ნუ გააიგივებთო. გაემიჯნა კალაძე პრეზიდენტს თუ რამე სხვა ამბავია? – კალაძე ზურაბიშვილს […]

ბექა ნაცვლიშვილი – “ქართულმა ოცნებამ” თვითლიკვიდაციის პროცესი დაიწყო”

ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წინააღმდეგ - "ეს იყო გედი ფოფხაძის დასჯა"

პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო ბექა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. თქვენ ხელისუფლებას მიმართეთ – დისკრედიტირებულ მოსამართლეების გადაწყვეტილებას რამდენად ექნება საზოგადოების ნდობა. როგორ შეაფასებთ პროცესს? – პარლამენტმა მიიღო ის კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობის მიერ იყო მომზადებული. ალტერნატიული კანონპროექტი ჯეროვნად განხილულიც კი […]

დიდი დაჭერები იწყება – ვისი დაკვეთით ჩააბარეს გახარიას უსაფრთხოების საბჭო

პარლამენტში 3 მაისს შს მინისტრს მოუსმენენ

საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. ახლო მომავალში მრავალგზის დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები და დაჭერების დიდი სერია გველოდება. ეს დაჭერები შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან იყოს დაკავშირებული. რომელიც გუშინ, 1 მაისს, უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც გახდა და ამიერიდან ყველა ძალოვან სტრუქტურას ის გააკონტროლებს. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოვალეობას განახლებული კონსტიტუციით პრემიერი უნდა ასრულებდეს. გახარია პრემიერი ჯერ არ არის, […]

“ოცნებამ” ვადამდელი არჩევნებისთვის დაიწყო მზადება

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს - კიდევ ვინ ტოვებს მმართველ გუნდს

– შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ “ოცნების” მამები რამდენიმე დღის წინ, ვნების კვირაში (24 აპრილს) გამართულ საიდუმლო სერობაზე. რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მმართველი პარტიის ნაწილი კარგა ხანია ივანიშვილს უმტკიცებს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებშია. აქამდე მთავარი მეოცნებე ყოყმანობდა. “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ახლა პარტიის ლიდერი დათანხმდა. […]

სოსო ცინცაძე – “აზერბაიჯანი დავით გარეჯს შეიძლება პოლიტიკურ იარაღად იყენებდეს”

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებაზე და დავით გარეჯზე საუბრობს. – ბატონო სოსო, რამდენად რეალურია, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს? – მე მაინც ვფიქრობ, რომ ვეროკავშირი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არ აამოქმედებს სადამსჯელო ღონისძიებას, როგორიც არის შეჩერების მექანიზმი. თვითონ ევროკავშირიც მძიმე მდგომარეობაშია. მე არ ვგულისხმობ ლტოლვილების ნაკადს […]

შოთა მალაშხია – “2020 წლამდე “ოცნება” სულს გააფრთხობს”

შოთა მალაშხია - "ქართულ ოცნებაში" მიხვდნენ, რომ ივანიშვილი არაფრის გარანტორი აღარაა"

ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე “ახალი თაობა” ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას. – 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ გრძელდება გამოხმაურებები ამ თემაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კონტექსტში არასამთავრობო სექტორს ნაციონალებთან უნისონში ყოფნას აბრალებენ, კახა კალაძე კი მოღალატეს უწოდებს ყველას, ვინც ჰესების მშენელობის წინააღმდეგია. – მოღალატე არის არა ჰესების მოწინააღმდეგე, არამედ, ის, […]

ევროპაში მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდება – რა ბედი ელის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას

ევროპაში მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდება - რა ბედი ელის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას

ბოლო დღეებში ისევ აქტუალურია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი. მმართველ პარტიაში პრობლემას ვერ ჩქმალავენ, თუმცა, აცხადებენ, რომ არსებული საფრთხე კრიტიკულ ნიშნულზე ჯერ არ დასულა. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი საგანგაშო გახდა. დასავლელი პოლიტიკოსები ასკვნიან, ამის მიზეზია სიდუხჭირე და უმუშევრობა, ასევე – კანონის უზენაესობის შესუსტება. ევროპა იღებს ზომებს მიგრაციის ტალღების, თავშესაფრის მაძიებელი […]

მეგი გოცირიძე – “ივანიშვილი ოპოზიციაში გადადის”

"მიშათ მოძულე რიგითი ქოცი" - მეგი გოცირიძემ მამუკა გამყრელიძეს უსაქმური ბუტაფორია უწოდა

რა ხდება დასავლეთ საქართველოში, რატომ უნდა ივანიშვილს ზუგდიდის მერის არჩევნების მოგება, რა გადაიყოლებს “ოცნებას”, ვინ დაითვლის მაისის თვეში წიწილებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება. მეგი გოცირიძე: – ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში ვიყავი, იქ ნანახმა გამაოგნა და საშინელ ხასიათზე დამაყენა. აჭარას, გურიას და სამეგრელოს ფაროსანა ჰყავს შესეული. ეს სამი რეგიონი სრულად […]

ლევან ალაფიშვილი – “მეშინია, კორცხელი არ განმეორდეს”

ლევან ალაფიშვილი - "მეშინია, კორცხელი არ განმეორდეს"

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, 19 მაისს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირდებით ხელისუფლება იმედიანად არის განწყობილი. პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე ამბობს, რომ 19 მაისს დაითვლიან წიწილებს. თქვენი მოლოდინი როგორია? – ეს არ იქნება მარტივი არჩევნები. სად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელ რეგიონებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია ყველაზე ცხელ რეგიონებზე. ტრადიციულად ზუგდიდსა […]

დიმიტრი მედოევი თბილისს ქისტების გენოციდში სდებს ბრალს

დიმიტრი მედოევი თბილისს ქისტების გენოციდში სდებს ბრალს

საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა რუსი ოკუპანტების საყმოს ცხინვალში სალაპარაკო გაუჩინა. პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოსური დიპლომატიის მამამ – დიმიტრი მედოევმა ისტერიკები მოაწყო. მან საქართველოს ხელისუფლება ლამის ქისტების გენოციდში დაადანაშაულა და 21 აპრილს განვითარებული მოვლენები გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს შეადარა. მისი თქმით, საქართველოს ყველა ხელისუფლება ნაციონალისტური განწყობისაა და ისინი ასეთი ლოზუნგით მოქმედებენ – საქართველო […]