იცით, როგორი გაკვირვებული ვარ? აი, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ! ისეთი რამ შემემთხვა, იმდენად ვარ გაოცებული, სიბრაზის თავიც კი არ მაქვს. ხან მეცინება, ხან ცრემლები მომდის, მოკლედ, არაადეკვატური ვარ. ზოგჯერ მეშინია, ასე დიდხანს არ გაგრძელდეს და არ შევიშალო. სულ რაღაც ერთი თვის წინ მეზობლის ქალმა ქმარი წამართვა. საოცრება ის არის, რომ ამ ქალს არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა, ძალიან კარგი […]
კატეგორია: გულახდილი
“საყვარელი მამაკაცი ჩემი პრობლემებით დაიღალა და მიმატოვა”
სადღაც წავიკითხე, რომ არაბულად მე შენ მიყვარხარ, ჟღერს ასე: “მე შენს ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ”. ნამდვილი სიყვარულის ყველაზე ზუსტი განმარტება ალბათ სწორედ ეს არის. უნდა შეგეძლოს, საყვარელი ადამიანის დარდი გაითავისო. თუ ასე მოქცევა არ შეგიძლია, ესე იგი არც გიყვარს. მე სწორედ ასე მიყვარდა. თამამად შემეძლო მეთქვა: “მე შენ მიყვარხარ”, ანუ შენს ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ-მეთქი. […]
“ქმარი უპატრონოს მეძახის და ეს ძალიან მაბრაზებს”
ყველა ადამიანს სიამოვნებს, როცა ოჯახის წევრებით თავს იწონებს და ეამაყება, რომ ასეთი ნათესავები ჰყავს. ლელასაც ძალიან ეამაყება თავისი ოჯახი და ნათესავები, თუმცა საპირისპიროს უმტკიცებს ქმარი და ეუბნება, ვინ გითხრა, რომ საერთოდ ვინმე გაგაჩნია, შენ უპატრონო ხარო. ლელა: – ძალიან დავიღალე, ამდენის მოთმენა აღარ შემიძლია. ხანდახან ვფიქრობ, ხელი მოვკიდო ჩემს შვილს და სადმე გადავიკარგო. უკვე არც […]
“ცოლი ზოგჯერ დედას მაგინებს”
52 წლის დავითი ასეთ ამბავს ყვება: – 25 წელია, დაქორწინებული ვარ. მე და ჩემს მეუღლეს სამი ვაჟი გვყავს: 24, 22 და 8 წლის. ჩვენს ოჯახში კონფლიქტი და ჩხუბი სისტემატურად ხდება. ეს უკვე ჩვევაში გადაგვივიდა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩხუბობს ცოლი, ყვირის, ილანძღება, იწყევლება და ხანდახან დედასაც კი მაგინებს. მას ჩემი არაფერი მოსწონს, გამუდმებით […]
“ყოფილი ქმარი თავის მოკვლით იმუქრება, როცა ჩემს ცხოვრებაში სხვა კაცი ჩნდება””
რამდენიმე წლის წინ გავიცანი ახალგაზრდა კაცი. ერთმანეთი მოგვეწონა და ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვხვდებოდით. შემდეგ უკვე ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ერთი თვის შემდეგ დავფეხმძიმდი. ჩვენი ურთიერთობა ძლიერ ვნებაზე იყო დამყარებული. გარკვეული ხნის შემდეგ კი მივხვდი, რომ მასთან ცხოვრება გამიჭირდებოდა, რადგან სულ სხვანაირი ადამიანი აღმოჩნდა – სვამდა, ძმაკაცებთან დროს ატარებდა, არ მუშაობდა, ბავშვის მოვლაში საერთოდ არ მეხმარებოდა. […]
“ჩემს მომავალ ცოლს ყოფილი ქმრისგან შვილი ჰყავს, ძალიან ვნერვიულობ, როგორი იქნება ბავშვთან ჩემი პირველი შეხვედრა”
34 წლის ახალგაზრდა კაცი ასეთ რამეს წერს: ”მიყვარს ქალი, რომელსაც ყოფილი მეუღლისგან ექვსი წლის გოგონა ჰყავს. დაქორწინება გადავწყვიტეთ. რამდენიმე თვეში ურთიერთობას ოფიციალურად გავაფორმებთ. ამჟამად ჩემი საცოლე ბავშვთან ერთად სხვა ქალაქში ცხოვრობს. როცა ჩემთან გადმოვა, ბავშვს საკუთარ მამასთან ურთიერთობის საშუალება იშვიათად ექნება. მას ჰყავს ასევე მოყვარული ბებია-ბაბუა, დეიდა, მამიდა, რომლებთან განშორებაც, ალბათ, გაუჭირდება, მაგრამ ბავშვისთვის ყველაზე […]
“მგონი, ჩემი ქმარი მის ძმაკაცს ქალებში დაჰყავს, სულ ნემსებზე ვზივარ”
38 წლის მარინა ასეთ რამეს ყვება: – ორი წლის წინ გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ. თავიდან ძალიან მიხაროდა, რომ ჩვენი საკუთარი ბინა გვექნებოდა და ხელს არავინ შეგვიშლიდა, ახლა კი ვნატრობ, დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობდე. საქმე ის არის, რომ ჩემს ქმარს ერთი ლოთი მეგობარი ჰყავს, რომელმაც მოსვენება დამაკარგვინა. იმ ბიჭს ვატო ჰქვია და ლოთობის გამო […]
“ჩემი შვილი კინაღამ საკუთარი ხელით მოვკალი – ჩემი მოქნეული ჩანგალი შიგ თვალში მოხვდა”
გაბრაზება და ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა საკმაოდ ადვილია, თუმცა, განრისხებულმა ადამიანმა ამ დროს, მთავარია, თავზე კონტროლი არ დაკარგოს და რამე ისეთი არ ჩაიდინოს, რომ მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდეს. ქალბატონი მარინა თავის გულისტკივილზე გულწრფელად საუბრობს. თავი დამნაშავედ მიაჩნია და ამბობს, რომ შვილს ყველაზე დიდი ტკივილი მიაყენა და სამუდამო დაღი დაასვა. ქალბატონი მარინა: – რამდენი წელიც არ […]
“ქმარს ღალატი ვაპატიე”
ჩვენმა რესპონდენტმა თავის მეუღლეს 3 წელი საყვარელთან ცხოვრება და ამ წლებში მიყენებული ტკივილი აპატია. თუ რატომ და როგორ აპატია, ამას ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ. მარინა დ., 38 წლის: – ოჯახი ცოტა გვიან შევქმენი, 28 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე ჩემზე 2 წლით უფროსია. დიდი სიყვარული გვაკავშირებდა. გაგიკვირდებათ და თემურს ჯერ კიდევ პირველი კლასიდან ვიცნობდი. ჩვენ კლასელები ვიყავით, […]
სიდედრმა ცოლ-შვილი დამაკარგვინა
რამაზი ორი თვეა ცოლს დაშორდა. ამ ამბავს მწარედ განიცდის და ყველაფერში ყოფილ სიდედრს ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ სწორედ დედამ აუმხედრა ცოლი და სწორედ მისი დამსახურებით არის ახლა სრულიად მარტო. რამაზი: – უკვე ორი თვეა, რაც მარტო ვარ. ჩემი ცოლი და ჩემი ანგელოზივით შვილები სიგიჟემდე მენატრება, მაგრამ მათი ნახვის საშუალება არ მეძლევა. ჩემს ცოლს ვეღარ ვცნობ, […]