ინგა იმ დღეს წყევლის, როცა მეორედ გათხოვების გადაწყვეტილება მიიღო და თავისი გაუბედურებული ცხოვრება კიდევ უფრო გაიუბედურა. ახლა მეორე ქმართან ცხოვრობს, მაგრამ ყოველდღე იმ იმედით იღვიძებს, რომ ოდესმე შეძლებს და ამ საგიჟეთს გამოასწორებს. ინგა: – ახლა მეორე ქორწინებაში ვიმყოფები და საკუთარ თავს ვწყევლი. ასეთი უბედური იმ მოღალატე ქმრის ხელშიც არ ვყოფილვარ, რომელსაც დიდი მოთმინებით ვუძლებდი. ხანდახან […]
კატეგორია: გულახდილი
“მშობლებმა მომატყუეს, რომ აყვანილი ვყავდი”
“ზედმეტად მგრძნობიარე და გულჩვილი ბავშვი ვიყავი. მშობლებმა ჩემი ხასიათი კარგად იცოდნენ და დღემდე ვერ ვხვდები, ასე რატომ გამეხუმრნენ – მთელი ბავშვობა ეჭვებში გავატარე”, – ასე დაიწყო საუბარი ჩვენმა რესპონდენტმა გოგონამ. – ასეთი რა მოხდა? – ერთხელ სოფელში მივდიოდით მანქანით, გზად სათამაშო მომეწონა, მამამ გაჩერება ვერ მოასწრო და გავცდით. ამის გამო ტირილი დავიწყე, ბევრს ეცადა დედა […]
“საყვარელი მყავს, მაგრამ ქმართან გაყრა არ მინდა”
31 წლის ნანა თავის ისტორიას ყვება: – 10 წელია, გათხოვილი ვარ. ორი შვილი მყავს. თავიდან ძალიან მიჭირდა, ქმარი სვამდა, დროს ატარებდა, მცემდა. მე ყველაფერს ვპატიობდი. მერე გოგონა გაგვიჩნდა. მეუღლე სახლში კვირაობით არ მოდიოდა, სადღაც იკარგებოდა. ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი. როცა ბავშვი ერთი წლის გახდა, მეუღლემ “ჩაიკერა” და უკვე რვა წელია, აღარ სვამს. ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა. […]
დედის კაპრიზმა ოჯახი დამინგრია
ბრძენი კაცის ნათქვამია, ცოლ-ქმარმა ცალკე უნდა იცხოვროს და პრობლემები მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით გადაჭრანო. სამწუხაროდ, მარეხის შემთხვევაში ასე არ მოხდა – მის პირად ცხოვრებაში დედის აქტიურმა ჩარევამ მის ოჯახში ბზარი გააჩინა და საბოლოოდ დაანგრია კიდეც. მარეხი: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ერთი ძმა მყავს, ჩემზე უმცროსი. ჩვენს მშობლებს არასოდეს არაფერი დაუკლიათ ჩვენთვის. ყველაზე კარგადაც გვეცვა და ყველაზე […]
“მამინაცვლის სულ ტყუილად მეშინოდა”
ჟურნალ “სარკეში” ბევრი მოზარდი აქვეყნებს წერილებს და მეც მინდა, ჩემი ამბავი მოგიყვეთ. წელიწადზე მეტია, რაც ჩემს ცხოვრებაში, უფრო სწორად, დედაჩემის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. დედამ მითხრა, რომ გათხოვებას აპირებდა. საშინლად განვიცადე. ისიც კი ვიფიქრე, რომ დედას არ ვუყვარდი და სხვასთან ცხოვრება ამიტომაც გადაწყვიტა. მიხსნიდა, რომ მთელ ქვეყანაზე ჩემზე ძვირფასი არავინ ჰყავდა, მაგრამ მაინც არ ვუჯერებდი. […]
“დაქალმა ჩემზე იჭორავა, ბიუსტჰალტერში ქსოვილის ნაჭრებს იტენისო”
გამარჯობა. ამ წერილს 16 წლის გოგო გწერთ. დაქალი ძალიან ცუდად მომექცა და ეჭვი მაქვს, რომ ეს ჩემი შურით გააკეთა. თვითონ ამბობს, ვიხუმრეო, მაგრამ მისი არ მჯერა. რა საჭირო იყო იმაზე ლაპარაკი, რაც იცოდა, რომ არ მესიამოვნებოდა? ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შურით გასკდა. კარგი გარეგნობა მაქვს, ბევრ კომპლიმენტს ვიღებ და ახლა ცდილობს, ხალხის თვალში როგორმე დამაკნინოს […]
“დედა ბებიაჩემისგან ბევრ დამცირებას იტანს”
მინდა, ჩემი ოჯახის ამბავი მოგწეროთ. ის სიტუაცია, რაც ჩემს სახლში ტრიალებს, ძალიან მაწუხებს, თორემ სხვა შემთხვევაში ჟურნალში დაბეჭდვას არ მოვისურვებდი. 15 წლის გოგო ვარ, ბევრი მეგობარი მყავს, მათ ოჯახებში ხშირად დავდივარ, მაგრამ ის, რაც ჩემს სახლში ტრიალებს, არავისთან მხვდება. დღე არ მახსოვს, ბებიაჩემს სახლში არ ებუზღუნოს, სულ რაღაცით უკმაყოფილოა. არასოდეს არაფერი მოსწონს, შვილიშვილებსაც სულ რაღაცას […]
“ჩემს ძმას ჭორებს უყრიან, რომ გეია”
გამარჯობა. ამ წერილს 15 წლის გოგო გწერთ. შეიძლება არ ვარ იმ ასაკის, რომ ჭკუა დავარიგო ვინმეს, მაგრამ მოთმენაც აღარ შემიძლია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცებზე უნდა მიუთითო, თორემ სხვანაირად ვერ ხვდებიან, რას ამბობენ და როგორ იქცევიან. მყავს 20 წლის ძმა, რომელიც საოცრად კარგი პიროვნებაა. არც კი ვიცი, დედა უფრო მიყვარს თუ ჩემი ძმა. მამასავით არის ჩემთვის, […]
“მამამ დაქალების თანდასწრებით მითხრა, მეძავივით გაცვიაო”
მამამ ძალიან მატკინა გული. მეგონა, რომ თანამედროვედ აზროვნებდა, არაფერს მიშლიდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. 16 წლის ასაკში მივხვდი, რომ მას რაღაცების მიმართ გართულება აქვს. აქამდე არასოდეს დაუშლია ჩემთვის ის სტილი, რაც მე მქონდა, მაგრამ ახლა ჩაცმულობაზე მაკვირდება და არც ჩხუბს ერიდება, თუ რამე არ მოეწონა. გაზაფხულისთვის გეტრები შევიძინე და არცთუ ისე მოკლე კაბაზე ვიცვამდი. ასე […]
“მოძალადე მამას გავექეცი და მოძალადე კაცთან აღმოვჩნდი”
– “ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ, ჩვენ ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში” – მას შემდეგ, რაც ფროიდის ეს სიტყვები წავიკითხე, სულ იმაზე ვფიქრობ, ნუთუ ჩემმა ქვეცნობიერმა მოძებნა ის მამაკაცი, რომელმაც, დღე არ გავა, ჩემზე ხელი არ აღმართოს. არადა მე ხომ ასეთ კაცს გავექეცი… ბავშვობა არ მქონია. ზოგი რომ ყვება, რა ბედნიერი ხანა […]