“დაქალმა ჩემზე იჭორავა, ბიუსტჰალტერში ქსოვილის ნაჭრებს იტენისო”

"დაქალმა ჩემზე იჭორავა, ბიუსტჰალტერში ქსოვილის ნაჭრებს იტენისო"გამარჯობა. ამ წერილს 16 წლის გოგო გწერთ. დაქალი ძალიან ცუდად მომექცა და ეჭვი მაქვს, რომ ეს ჩემი შურით გააკეთა. თვითონ ამბობს, ვიხუმრეო, მაგრამ მისი არ მჯერა. რა საჭირო იყო იმაზე ლაპარაკი, რაც იცოდა, რომ არ მესიამოვნებოდა?
ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შურით გასკდა. კარგი გარეგნობა მაქვს, ბევრ კომპლიმენტს ვიღებ და ახლა ცდილობს, ხალხის თვალში როგორმე დამაკნინოს და რა ნაკლიც მაქვს, იმას ხაზი გაუსვას.
დაქალმა ჩემზე იჭორავა, ბიუსტჰალტერში ქსოვილის ნაჭრებს იტენისო. იმიტომ გავმწარდი, რომ სიმართლე თქვა. რამდენჯერმე მართლა დამჭირდა ასე მოქცევა, რადგან ისეთ კაბას ვიცვამდი, რომ შევსება სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველამ არ იცოდა და არც იყო საჭირო, ჩემმა დაქალმა კი ვითომ “იღადავა” ამაზე, სინამდვილეში კი დამცინა.
რამდენჯერმე შევნიშნე, რომ ბიჭებიც ქილიკობდნენ და ამაზე ლამის ჭკუიდან შევიშალო. ეს ჩემს დაქალს როგორ ვაპატიო?
ჟურნალი “სარკე”