ბრაზილიელმა ონკოლოგმა პაოლო უბირატანმა, რომელმაც ადგილობრივ გაზეთს ინტერვიუ მისცა ცხოვრების ჯანმრთელი წესის გავრცელებული მითების შესახებ , მეორე დღეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სახელგანთქმულმა გაიღვიძა. ის ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა და დღეს მასთან პაციენტები კონსულტაციისთვის მთელი მსოფლიოდან ჩადიან . მაინც რა თქვა ასეთი ექიმმა უბირატანმა?. შევეცდებით, მოკლე თეზისების სახით მოგაწოდოთ მისი თეორია. – უნდა შევზღუდოთ თუ არა […]
კატეგორია: მედიცინა
რა არის ქოლესტერინი
ქოლესტერინი ცხიმის ნაირსახეობაა. ქოლესტერინის დაახლოებით 80% გამომუშავდება ორგანიზმში ღვიძლის, ნაწლავების, თირკმელის, თირკმელზედა ჯირკვალის, სასქესო ჯირკვლების მიერ, ხოლო დანარჩენ 20%–ს ადამიანი საკვებით იღებს. ქოლესტერინის დონე ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით იცვლება. წლების მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი მეტ ქოლესტერინს გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ სასურველია, ზრდასრულმა ქოლესტერინის დონე რეგულარულად შეიმოწმოს. ბავშვებს მაღალი ქოლესტერინი თითქმის არ აწუხებთ, ზრდასრულებში კი მაღალი […]
ტკბილი სასმელები ბავშვების კბილებისთვის მავნებელია
ის სასმელები, რომელსაც სკოლის მოსწავლეები სვამენ, მავნებელია კბილებისთვის. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ყოველი 3 სასმელიდან 2, რაც ბავშვებს უყვართ, უარყოფითად აისახება კბილების ჯანმრთელობაზე. ნაშრომი წარმოადგინეს ორგანიზაციის The Natural Hydration Council მეცნიერებმა. „მნიშვნელოვანია ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ დიეტური სასმელებიც ვნებს კბილებს. შესაძლოა ამ სასმელებში შემავალმა ინგრედიენტებმა, მაგალითად, ფოსფორის მჟავამ, ლიმონის მჟავამ და ღვინის მჟავამ კბილის ეროზია გამოიწვიოს, – […]
პროფესორი რეზო გაგუა თოდუას კლინიკაში გარდაიცვალა – საოპერაციოდან გამოვიდა და საოპერაციო ფორმას რომ იცვლიდა, დავარდა და ადგილზე გარდაიცვალა
ცნობილი ონკოლოგი და პროფესორი, რეზო გაგუა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელიც თოდუას კლინიკის სახელითაა ცნობილი, დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ კლინიკის ხელმძღვანელმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ფრიდონ თოდუამ დაუდასტურა. – ოპერაციას აკეთებდა. დაამთავრა, საოპერაციოდან გამოვიდა და საოპერაციო ფორმას რომ იცვლიდა, დავარდა და ადგილზე გარდაიცვალა, – განაცხადა თოდუამ. ცნობილი ონკოლოგის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი […]
ჯანმრთელი ნაწლავები – ძლიერი იმუნიტეტი
ხშირად ავადმყოფობთ, სისუსტეს გრძნობთ, კანზე გამონაყარით იტანჯებით? ნაწლავები შეამოწმეთ. ჯანმრთელ ნაწლავებზე დამოკიდებულია მთელი ორგანიზმის მდგომარეობა. ის არა – უბრალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, არამედ ორგანიზმის ყველაზე დიდი იმუნური ორგანოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი “სწორი” მიკროფლორა. მთავარია ბალანსი ნაწლავების მიკროფლორა მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი მონაწილეა. ის ნაწლავების ეპითელიუმს დაზიანებისგან იცავს, შთანთქმულ საკვებს ხლეჩს და ამუშავებს, ბევრ ვიტამინსა და ამინომჟავას წარმოქმნის, პათოგენური […]
რა განაპირობებს ორსულობის შეწყვეტას
ორსულობა ნებისმიერი წყვილისთვის ყველაზე სასიხარულო მოვლენაა, თუმცა ყოველთვის ორსულობა ბოლომდე ვერ მიდის და სხვადასხვა მიზეზების გამო წყდება. რა განაპირობებს ორსულობის შეწყვეტას და რას ნიშნავს გენეტიკური პათოლოგია, ინფექციური პათოლოგია და ენდოკრინული პათოლოგია, ამ თემებზე კლინიკა მეან-გინეკოლოგი ნანი მარსაგიშვილი საუბრობს. ნანი მარსაგიშვილი: _ ორსულობის შეწყვეტას საფუძვლად უდევს რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში ეს არის გენეტიკური დარღვევები, შემდეგ არის […]
რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა ბავშვის განვითარების დროს
ყველა მშობელს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ბავშვის ნორმალური განვითარების ე.წ. ტრაექტორიის შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის სიცოცხლის პირველი წლებია. რას ნიშნავს ბავშვის განვითარება, რას გვასწავლის ბრონფენბრენერის თეორია და როდის უნდა იყოს მშობელი ყურადღებით, ამ თემებზე იაშვილის კლინიკის ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ეკა კანდელაკი საუბრობს. ეკა კანდელაკი: _ მშობლები ყოველთვის უნდა იყვნენ ყურადღებით, რათა არ გამორჩეთ რაიმე […]
ნატა გაგუას რეცეპტი – როგორ დავიცვათ სწორად დიეტა
ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ნატა გაგუა წონაში სწრაფად კლებას მონოდიეტების დახმარებით უარყოფითად არ აფასებს, თუმცა, მათი დაცვის შემდეგ სწორი კვების მიყოლას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. დიეტოლოგი გვირჩევს თუ როგორ დავიკლოთ წონაში სწორად და შევინარჩუნოთ შედეგი: – ცილოვანი დიეტა ეფექტურია ყველასთვის, მაგრამ ექიმის ჩარევის გარეშე საშიშია. მისი ხანგრძლივად გაგრძელება არ შეიძლება. მაქსიმუმ ათი დღე დაიცვათ. როცა გონებრივი დატვირთვა დიდია, მაშინ […]
მობილურზე დამოკიდებული ადამიანები დეპრესიის რისკის წინაშე არიან
თუ ტელეფონს საჭიროზე დიდ დროს უთმობთ, ეს სტატია ყურადღებით წაიკითხეთ. დეპრესიის რისკი ქალბატონებში უფრო მაღალია. მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ თანამედროვე მოწყობილობების წყალობით, ორგანიზმში სწრაფად გამოიყოფა ჰორმონები, რომელიც თავს კარგად გვაგრძნობინებს და კმაყოფილების შეგრძნებაც არ აყოვნებს. სწორედ ამის გამო ადამიანი დამოკიდებული ხდება მობილურზე. ბინგემტონის უნივერსიტეტის მკვლევარები თვლიან, რომ მსგავსი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში უარესდება. კვლევაზე მუშაობდა მეცნიერი, […]
ქირურგებმა ჩინელს მისივე ხელზე გამოყვანილი ყური გადაუნერგეს
ჩინეთის ქალაქ სიანში ქირურგებმა პაციენტისთვის ყურის გადანერგვის ოპერაცია გააკეთეს, რომელიც მისივე ხელზე იქნა გამოყვანილი. მამაკაცმა, გვარად ცზიმ, ყური ერთი წლის წინ საავტომობილო ავარიის შედეგად დაკარგა. სიანის უნივერსიტეტთან არსებული საავადმყოფოს ექიმებმა მას დაკარგული ორგანო მკლავზე აღუდგინეს. ამისთვის მათ ნეკნის ხრტილი და 3დ პრინტერი გამოიყენეს. ოპერაცია, რომელიც 7 საათი გრძელდებოდა, პლასტიკურმა ქირურგმა გო შუჩჟუნმა თავის კოლეგებთან ერთად 29 […]










