ქირურგებმა ჩინელს მისივე ხელზე გამოყვანილი ყური გადაუნერგეს

ქირურგებმა ჩინელს მისივე ხელზე გამოყვანილი ყური გადაუნერგესჩინეთის ქალაქ სიანში ქირურგებმა პაციენტისთვის ყურის გადანერგვის ოპერაცია გააკეთეს, რომელიც მისივე ხელზე იქნა გამოყვანილი.
მამაკაცმა, გვარად ცზიმ, ყური ერთი წლის წინ საავტომობილო ავარიის შედეგად დაკარგა. სიანის უნივერსიტეტთან არსებული საავადმყოფოს ექიმებმა მას დაკარგული ორგანო მკლავზე აღუდგინეს. ამისთვის მათ ნეკნის ხრტილი და 3დ პრინტერი გამოიყენეს.
ოპერაცია, რომელიც 7 საათი გრძელდებოდა, პლასტიკურმა ქირურგმა გო შუჩჟუნმა თავის კოლეგებთან ერთად 29 მარტს ჩაატარა.

მან წარმატებით ჩაიარა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.