აშშ-ში, კალიფორნიაში ტყუპები 20 წუთის სხვაობით, სხვადასხვა თვესა და წელში დაიბადნენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Mail-ი იუწყება. და-ძმა ხოაკინი და აიტანა 2018 წლის იანვრის ბოლოს უნდა გაჩენილიყვნენ, თუმცა ისინი სამყაროს ცოტა ხნით ადრე, ახალი წლის ღამეს მოევლინენ. ბიჭი შუაღამემდე, 2017 წლის 31 დეკემბერს გაჩნდა, მისი ტყუპისცალი და კი 20 წუთის შემდეგ, უკვე 2018 წელს დაიბადა. […]
კატეგორია: მოზაიკა
შვეიცარიელებმა შაურმა კოსმოსში გაუშვეს
მეზღვაურებმა კოკაინში გახლართული კუ გადაარჩინეს
აშშ-ს სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ზღვის კუ გადაარჩინეს, რომელიც კოკაინით სავსე ბადეში გაიხლართა. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს. სანაპირო დაცვის მცირე ზომის ხომალდის “ფეტიდას” გუნდმა ცხოველი წყნარი ოკეანის აღმოსვალეთ ნაწილში საერთაშორისო წყლებში პატრულირების დროს აღმოაჩინა. კუ გაიხლართა თოკებში, რომლითაც კონტრაბანდისტების მიერ გადაყრილი ტვირთი იყო ერთმანეთზე გადაბმული. რეპტილია თავის განთავისუფლებას უშედეგოდ ცდილობდა რა დროსაც კისერი და […]
ამერიკელი ფერმერი ჯუჯა ძროხების მოშენებითაა დაკავებული
ამერიკის აიოვას შტატის მცხოვრებმა ფერმერმა ჯუჯა ძროხების მოშენებას მიჰყო ხელი, რომელთა სახლში შინაური ცხოველებივით ყოლაა შესაძლებელი. 46 წლის ფერმერი დასტინ პილარდი მრავალი წელია მინიატურული ძროხების გამოყვანაზე მუშაობს. სელექციის დახმარებით მან მოახერხა, ძროხების ზომა ორჯერ შეემცირებინა. ცხოველების სიმაღლე, რომელთა მოშენებითაცაა ფერმერი დაკავებული, 80 სანტიმეტრს არ აღემატება. მისი მტკიცებით, ამის მიუხედავად, მისი ძროხები სრულიად ჯანმრთელები არიან. – […]
ბრიტანელმა იარაღების მოყვარულმა თავი არბალეტით მოიკლა
ბრიტანეთის დევონის საგრაფოს ქალაქ პლიმუთში აღმოაჩინეს 37 წლის მარტინ ბონდის ცხედარი, რომელსაც თავში არბალეტის ისარი ჰქონდა. მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე პოლიციას მისმა მეუღლემ აცნობა. აღსანიშნავია, რომ მეუღლეებს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მამაკაცი აღმოაჩინეს ბინაში, რომელში ის ცხოვრობდა. პოლიციის დასკვნის თანახმად, მან თავი მოიკლა. ბინაში ჩართული იყო მუსიკა, რომელიც მან თვითმკვლელობამდე განმეორებაზე ჩართო. გვერდით ეწყო მისი […]
ამერიკელი ჩანჩქერიდან დაღუპული მეგობრის პატივსაცემად გადმოხტა
ამერიკელმა მამაკაცმა დიდი კანიონის ჩანჩქერიდან ნახტომი ამავე ადგილზე ერთი წლის წინ დაღუპული მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად შეასრულა. მამაკაცი დიდ კანიონში ჩანჩქერ ჰავასუს თავზე ავიდა. ამისთვის მას დაახლოებით ძნელად გასასვლელ ადგილებში 16 კილომეტრის გავლა მოუხდა. მან ხელი დაუქნია მეგობრებს, რომლებიც იქ მასთან ერთად მივიდნენ, დაღუპული მეგობრის სახელი დაიძახა, რის შემდეგაც 30 მეტრის სიმაღლიდან გადახტა. ნახტომის დროს მამაკაცმა […]
აშშ-ში 24 წლის წინ გაყინული ემბრიონით ბავშვი გაჩნდა
ადამიანის ყველაზე დიდხანს გაყინული ემბრიონის გამოყენებით ტენესის შტატში 26 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ CNN-ი წერს. ემა ვრენ გიბსონი 25 ნოემბერს გაჩნდა. ჩვილის ემბრიონი კი, რომლითაც დედა ხელოვნურად გაანაყოფიერეს 24 წლის წინ, 1992 წლის 14 ოქტომბერს გაყინეს. დედის საშვილოსნოში გაყინული ემბრიონის განთავსების პროცედურა National Embryo Donation Center-ის პროფესორმა, ექიმმა ჯეფრი კინენმა ჩაატარა. დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების თქმით, ბავშვის […]
უკრაინელმა მოპარული მობილურით Facebook-ზე სელფი ატვირთა
ოდესაში კაცმა მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევით სმარტფონის მფლობელის Facebook-ზე საკუთარი სელფი ატვირთა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გამოცემის ცნობით, კაცმა თავისი ფოტო მაშინ ატვირთა, როდესაც ტელეფონის განბლოკვას ცდილობდა. მოგვიანებით მან სელფი წაშალა და გაურკვეველი საგნის ფოტო ატვირთა. თუმცა მობილურის მფლობელმა ფოტოს შენახვა და პოლიციისთვის გაგზავნა მოასწრო. იმედინიუსი
ქალმა ერთ დღეში ორჯერ მოიგო ლატარიაში
ამერიკის მისურის შტატის მცხოვრებმა ვერონიკა ბიუკენენმა ერთ დღეში ორჯერ მოიგო ლატარიაში. პირველმა ლატარიის ბილეთმა მას ათასი დოლარის მოგება მოუტანა. მოგების მისაღებად, ის ქალაქ სენტ-ლუისში ჩავიდა, სადაც ლატარიის გათამაშების მომწყობი ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს. უკანა გზაზე ქალი მაღაზიაში შევიდა, სადაც შეიძინა ბედნიერი ბილეთი და კიდევ ერთი იყიდა. დამცავი ფენის გადაფხეკის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ამჯერად მისმა მოგებამ […]
მადრიდის ქუჩებში 7.000 სანტა კლაუსი გამოვიდა
მადრიდში საახალწლო მართონი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 7.000-მდე სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა მიიღო. ორგანიზატორების ცნობით, მართონი მადრიდის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართა და მონაწილეებს ესპანელი ოლიმპიური ჩემპიონი ფერმინ კაჩოც შეუერთდა. ღონისძიება წელს მეექვსედ ჩატარდა. შემოსული თანხა კი კიბოსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.