მადრიდის ქუჩებში 7.000 სანტა კლაუსი გამოვიდა

მადრიდის ქუჩებში 7.000 სანტა კლაუსი გამოვიდამადრიდში საახალწლო მართონი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 7.000-მდე სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა მიიღო.

ორგანიზატორების ცნობით, მართონი მადრიდის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართა და მონაწილეებს ესპანელი ოლიმპიური ჩემპიონი ფერმინ კაჩოც შეუერთდა.

ღონისძიება წელს მეექვსედ ჩატარდა. შემოსული თანხა კი კიბოსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.