კატეგორია: მოზაიკა

აშშ-ში ხვლიკი პოლიციის ოფიცერი გახდა

აშშ-ში ხვლიკი პოლიციის ოფიცერი გახდა

ამერიკის არიზონის შტატის ქალაქ ეივონდიელის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელებმა სამსახურში აიყვანეს ხვლიკი ამის თაობაზე ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე განათავსეს. წვეროსანმა აგამამ, სახელად აირომ, ფიცი დადო და პოლიციის სამკერდე ნიშანი მიიღო. რეპტილია არიზონის პოლიციის დეპარტამენტში 2016 წლის აპრილში მოხვდა, რათა მას ყნოსვით მიეგნო ზოგიერთი სახის ნარკოტიკისთვის. ექსპერტების აზრით, ამ ხვლიკებს მახვილი ყნოსვა […]

ცოლ-ქმარი 69 წლის შემდეგ ერთად გარდაიცვალნენ

ცოლ-ქმარი 69 წლის შემდეგ ერთად გარდაიცვალნენ

91 წლის ისააკ ვატკინი და მისი 89 წლის მეუღლე ტერეზა ვატკინი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთად იყვნენ. ცოლ-ქმარი, რომელიც ჩიკაგოს გარეუბანში ცხოვრობდა, 40 წუთის ინტერვალით გარდაიცვალნენ. როდესაც ტერეზა გარდაიცვალა, ისინი ერთმანეთის გვერდით ხელიხელჩაკიდებულები იწვნენ კლინიკის საწოლებზე. 40 წუთის შემდეგ კი ისააკიც გარდაიცვალა, როდესაც ნათესავებმა ტერეზას ცხედარი პალატიდან გაიტანეს. ცოლ-ქმარმა ერთად 69 წელი იცხოვრეს. მათ ერთმანეთი არგენტინაში გაიცნეს. […]

ჩინეთში გაუდის სტილის ტუალეტები გამოჩნდა

ჩინეთში გაუდის სტილის ტუალეტები გამოჩნდა

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში განათავსეს საზოგადოებრივი ტუალეტები, რომლებიც ცნობილი ესპანელი არქიტექტორის ანტონიო გაუდის სტილშია შესრულებული. ტუალეტი შემოფარგლულია ხეებით, ამასთან ზოგიერთი თავად კონსტრუქციიდან იზრდება. საერთო ჯამში ათასამდე ტუალეტის კაბინა იქნს განთავსებული. ანტონიო გაუდი XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქალაქ ბარსელონაში. მან თავის ქალაქს აჩუქა პარკი გუელი, სახლი ბალიო, სახლი კალვეტი, ასევე სახელგანთქმული […]

ამერიკელმა დიპლომატებმა სამი თვის “ტერორისტი” დაკითხეს

ამერიკელმა დიპლომატებმა სამი თვის "ტერორისტი" დაკითხეს

ლონდონში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა დაკითხვაზე გამოიძახეს 3 თვის ბავშვი. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც ბავშვი პაპამ სავიზო ანკეტის შევსებისას დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას მისი ტერორიზმთან კავშირის თაობაზე. ბავშვის ჰარვი კენიონ-კეირნსის პაპამ ბლანკის შევსების დროს შემთხვევით აირჩია ვარიანტი “დიახ” შეკითხვაზე: “გაქვთ თუ არა შეხება ტერორისტულ საქმიანობასთან, ჯაშუშობასთან, დივერსიასთან ან გენოციდთან?”. ამის შედეგად კი ბავშვი საელჩოში გასაუბრებაზე […]

ბრიტანელი მეცხვარე რეივერებს შავ მაგიაში სდებს ბრალს

ბრიტანელი მეცხვარე რეივერებს შავ მაგიაში სდებს ბრალს

ბრიტანელი მეცხვარე ამტკიცებს, რომ მის ფერმაში მოწყობილი იატაკქვეშა რეივის სტუმრები შავი მაგიით იყვნენ დაკავებულები და მათ ბატკანს თავი მოაჭრეს. რეივზე, რომელიც დაახლოებით ღამის 3 საათზე დაიწყო, დაახლოებით 600-მა ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ 11 მათგანი დააკავა და გზა გადაკეთა, თუმცა ღონისძიების მიმდინარეობისთვის ხელი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შეუშლია. ფერმერი ამტკიცებს, რომ ახალდაბადებულ ბატკანს თავი რიტუალის შესრულების დროს […]

ხაშურის მფრინავი ჰამაკი 25 მილიონზე მეტმა უცხოელმა ნახა

ხაშურის მფრინავი ჰამაკი 25 მილიონზე მეტმა უცხოელმა ნახა

ხაშურის ცაზე გამოჩენილი მფრინავი ჰამაკი მსოფლიო პოპულარობას იძენს. ვიდეო, სადაც კარგად ჩანს როგორ დაფრინავს მამაკაცი ჰამაკით ხაშურის ცენტრში, საერთო ჯამში, ფეისბუქის გვერდზე ამ ეტაპისთვის უკვე 25 მილიონზე მეტმა უცხოელმა ნახა. მფრინავ ჰამაკზე ასევე წერენ ისეთი საერთაშორისო გამოცემები, როგორებიცაა „დეილი მეილი“ და „მირორი“.

სპილომ სპლიყვი ნიანგისგან იხსნა

სპილომ სპლიყვი ნიანგისგან იხსნა

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ალექსანდრ მაკანგამ ვიდეოზე გადაიღო ნიანგის სპლიყვზე თავდასხმის მომენტი. მის მიერ იუთუბიში განთავსებული ვიდეორგოლი 270 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ინციდენტი მალავიში ლივონდეს ეროვნულ პარკში მოხდა. მტაცებელმა პატარა სპილოს პირი ხორთუმში სტაცა, რომელიც სპილოების ჯოგთან ერთად იყო მისული წყალსატევთან. სპილოებმა ჯერ შეშინებულებმა უკან დაიხიეს და პატარები ზურგს უკან დამალეს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთი მოზრდილი სპილო […]

ამერიკის პორნომსახიობს შიდსის ვირუსი აღმოაჩნდა

ამერიკის პორნომსახიობს შიდსის ვირუსი აღმოაჩნდა

ამერიკის პორნოინდუსტრიის პროფესიონალურმა ასოციაციამ პროდიუსერებს მას შემდეგ მოუწოდა შეეჩერებინათ გადაღებები, როდესაც მსახიობების გეგმიური შემოწმებისას ერთ-ერთ შიდსის ვირუსი აღმოაჩნდა. ამ ინფორმაციას ორგანიზაცია საკუთარ გვერდზე ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რომელ მსახიობზეა საუბარი, ასევე უცნობია, ის მამაკაცია თუ ქალი. ასოციაცია სურს, ტესტი განმეორებით ჩაატაროს და დარწმუნდეს, რომ შედეგები სინამდვილეს შეესაბამება. გარდა ამისა, ის შეატყობინებს […]

ქირურგებმა ჩინელს მისივე ხელზე გამოყვანილი ყური გადაუნერგეს

ქირურგებმა ჩინელს მისივე ხელზე გამოყვანილი ყური გადაუნერგეს

ჩინეთის ქალაქ სიანში ქირურგებმა პაციენტისთვის ყურის გადანერგვის ოპერაცია გააკეთეს, რომელიც მისივე ხელზე იქნა გამოყვანილი. მამაკაცმა, გვარად ცზიმ, ყური ერთი წლის წინ საავტომობილო ავარიის შედეგად დაკარგა. სიანის უნივერსიტეტთან არსებული საავადმყოფოს ექიმებმა მას დაკარგული ორგანო მკლავზე აღუდგინეს. ამისთვის მათ ნეკნის ხრტილი და 3დ პრინტერი გამოიყენეს. ოპერაცია, რომელიც 7 საათი გრძელდებოდა, პლასტიკურმა ქირურგმა გო შუჩჟუნმა თავის კოლეგებთან ერთად 29 […]

პრუთ-იგო – დანგრეული „საოცნებო“ კვარტალი

პრუთ-იგო – დანგრეული „საოცნებო“ კვარტალი

– ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ადამიანები ასეთი დამანგრევლები არიან, – აღნიშნა იამასაკიმ  „The Architectural Review“-ს ინეტერვიუში 1960-იან წლებში პრუთ-იგოში გამეფებული ვანდალიზმის შესახებ. მანვე დაამატა: „ ეს არის სამუშაო, რომელსაც ვინატრებდი, არ შემესრულებინა.“ 1950 წელს აშშ-ს ქალაქ სენტ-ლუისის ხელისუფლებამ პრუთ-იგოს კვარტლის პროექტირება მინორუ იამასაკის (მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ავტორი) დაუკვეთა. თავდაპირველი პროექტი შერეულ-სართულიანი იყო, თუმცა შეძღუდული ბიუჟეტის გამო […]