კატეგორია: მოზაიკა

19 აპრილს დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის

19 აპრილს დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის

19 აპრილს, დედამიწასთან ახლომდებარე, საკმაოდ მოზრდილი ასტეროიდი, ჩვენს პლანეტას 1,8 მილიონ კილომეტრის მანძილზე უსაფრთხოდ ჩაუვლის. ამის შესახებ ინფორმაციას ნასა ავრცელებს. აღნიშნული ასტეროიდი 2014 JO25 სამი წლის წინ, 2014 წლის მაისში აღმოაჩინეს. მისი ზომა დაახლოებით 650 მეტრია, ზედაპირი კი მთვარეზე ორჯერ მეტად ამრეკლავია. მის შესახებ სხვა ინფორმაცია მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც ნასა იტყობინება, მიუხედავად იმისა, […]

11 საინტერესო პროგნოზი, რომელიც ახდა

11 საინტერესო პროგნოზი, რომელიც ახდა

1. მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მდებარე „Morgan Stanlay“-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გაითვალისწინა შენობაზე თვითმფრინავით თავდასხმა. მან შეადგინა ევაკუაციის დეტალური გეგმა, რომლის მეშვეობით, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს გადაარჩინა დაწესებულების 2700 თანამშრომელი და თვითონ შენობის ჩამონგრევისას დაიღუპა. 2. 1917 წელს, ტელეფონის ერთ-ერთმა გამომგონებელმა – ალექსანდრე გრეჰემ ბელმა იწინასწარმეტყველა, რომ „ნავთობის პროდუქტების წვა გამოიწვევს სითბურ ეფექტს“ და მოუწოდებდა ალტერნატიული, […]

ჩინელმა მძინარე კენგურუებს ქვები დაუშინა

ჩინელმა მძინარე კენგურუებს ქვები დაუშინა

ჩინეთის იანჩჟოუს ოლქში მდებარე ზოოპარკში ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მძინარე კენგურუებს რამდენიმე ქვა ესროლა, რათა შემდეგ ისინი სურათზე ნახტომის გაკეთების მომენტში აღებეჭდა. ზოოპარკის სხვა დამთვალიერებლები შეეცადნენ, მამაკაცი, რომლის სახელი უცნობია, შეეჩერებინათ, მაგრამ მან უარი თქვა ეღიარებინა, რომ მისი ქცევა სასტიკი მოპყრობა იყო ცხოველებთან მიმართებაში. მას შემდეგ, როდესაც შემთხვევის თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები ინტერნეტში მოხვდა, მამაკაცს სოციალური ქსელების […]

100 წლის პენსიონერი საკუთარ იუბილეზე დაასაქმეს

100 წლის პენსიონერი საკუთარ იუბილეზე დაასაქმეს

ყოფილმა დამსაქმებელმა პენსიაზე მყოფი უმუშევრობისგან მოწყენილი 100 წლის მამაკაცი ერთი დღით ადრინდელ თანამდებობაზე აღადგინა. 3 წლის წინ ამერიკის ნიუ-ჯერსის შტატის მცხოვრები ბილ ჰანსენი წავიდა კომპანიიდან, რომელიც მილების გაყვანითა და გათბობა-კონდიცირების სისტემის დამონტაჟებითაა დაკავებული. პენსიაზე გასვლის შემდეგ ჰანსენი მიხვდა, რომ სახლში ჯდომას ვერ იტანდა. ის ოცნებობდა, კვლავ ეხილა თავისი სამუშაო ადგილი. ის 32 წლის მანძილზე კოორდინირებას უწევდა […]

ვინ იყო ქალი, რომელსაც პიკასო მთელი ცხოვრება პატრონობდა?

ვინ იყო ქალი, რომელსაც პიკასო მთელი ცხოვრება პატრონობდა?

პიკასოს ჰყავდა ძალიან ახლო მეგობარი – კასაჯემესი. ისინი ერთად ჩავიდნენ პარიზში. კასაჯემესი მატერიალურად უფრო შეძლებული იყო, ვიდრე პიკასო, მაგრამ პიკასოს ტოლს ვერ უდებდა ვერც მხატვრობაში და ვერც სასიყვარულო ურთიერთობებში. გოგონებთან ურთიერთობაში კასაჯემესმა განიცადა მარცხი, რამაც პიკასოს მეგობარი დიდ დეპრესიაში ჩააგდო და ამას ძალიან განიცდიდა პაბლოც. პარიზიდან ისინი ერთად დაბრუნდნენ ბარსელონაში, მაგრამ შემდეგ კასაჯემესმა მიიღო გადაწყვეტილება, […]

როგორ გადაურჩა ტიციანის ნახატები დაწვას

როგორ გადაურჩა ტიციანის ნახატები დაწვას

მაშინ როდესაც ტიციანი 99 წლის იყო, შავმა ჭირმა იმძლავრა ვენეციაში. იმ დროს ტიციანი კანალე გრანდეზე ცხოვრობდა თავის ვაჟიშვილთან, ჰორაციოსთან ერთად. შავმა ჭირმა გადაჭამა ყველაფერი. ტიციანს აღარ აქვს შეკვეთები, მასთან არც სტუმრები ჩამოდიან და სიტუაცია ძალიან მძიმეა. სურათს ისიც ამძიმებს, რომ ვენეციიდან კარგად ჩანს კუნძული, სადაც წვავენ შავი ჭირით გარდაცვლილი ადამიანების გვამებს. ყველგან შავი გონდოლები დადიან […]

აკოცეთ ცოლს და ავარიას არ მოახდენთ

აკოცეთ ცოლს და ავარიას არ მოახდენთ

კოცნის დროს მოქმედებაში მოდის სახის 30 კუნთი. ეს კარგი ვარჯიშია იმისთვის, რომ სახე ტონუსში დარჩეს. კოცნა ნაოჭების წინააღმდეგ – შესანიშნავი სლოგანია. სხვათა შორის, ერთწუთიანი კოცნა დაახლოებით 7-10 კკალორიას წვავს. მამაკაცები, რომლებიც თავიანთ ცოლს, სანამ სამსახურში წავლენ, კოცნიან, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ და ავარიებს იშვიათად ახდენენ. ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კოცნა 46 საათი, 24 წუთი და 9 […]

ამერიკელ მოსწავლეს გამოსაშვებ საღამოზე ბებიასთან ერთად მისვლა აუკრძალეს

ამერიკელ მოსწავლეს გამოსაშვებ საღამოზე ბებიასთან ერთად მისვლა აუკრძალეს

ამერიკის ალაბამას შტატის ქალაქ იუფოლას სკოლის ადმინისტრაციამ ხანდაზმულ ადგილობრივ მცხოვრებ ქალს თავისი შვილიშვილის გამოსაშვებ საღამოზე მისვლის უფლება არ მისცა. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, მოსწავლეს საზეიმო გამოსაშვებ საღამოზე ერთი ადამიანის მიყვანა შეუძლია და აქედან გამომდინარე, 18 წლის ბრაის მეინმა გადაწყვიტა, ბებია მიეყვანა. ეს გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ თავის დროზე მის ბებიას მსგავსი მოვლენა არ ჰქონია და […]

ორი ქართველი ალჟირის სათავეში – მესხი ჰასანი და მეგრელი ალი ხოჯა

ორი ქართველი ალჟირის სათავეში – მესხი ჰასანი და მეგრელი ალი ხოჯა

ეგვიპტეში ქართველი მამლუქების არსებობის ამბავი საკმაოდ ცნობილია, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ქართველების მოღვაწეობა ალჟირსა და ტუნისში. რომელსაც აქტიურად იკვლევს ისტორიკოსი კონსტანტინე ფერაძე. ჩრდილო აფრიკის ამ მხარეს ისლამურ სამყაროში მაღრიბის სახელით იცნობდნენ და XVI საუკუნის დასაწყისიდან ის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქალაქი ალჟირი ოსმალეთის მაღრიბის პროვინციის მთავარ ქალაქად იქცა და მომდევნო სამასი წლის განმავლობაში მას მართავდნენ სულთნის […]

კანადაში ავტომობილების სასაფლაო მილიონ დოლარად იყიდება

კანადაში ავტომობილების სასაფლაო მილიონ დოლარად იყიდება

კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ქალაქ ტაპლენის მახლობლად გასაყიდადაა გამოტანილი ავტომობილების სასაფლაო, რომლის ფართობი 2 ჰექტარს შეადგენს. 340-ზე მეტ მანქანაში, მიწასა და მასზე განთავსებულ შენობაში 1,45 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით მილიონი ამერიკული დოლარი) ითხოვენ. მყიდველი საკუთრებაში მიიღებს გარემონტებულ სახლს, 83 კვადრატული მეტრის ფართობის სარესტავრაციო საამქროს, 110 კვადრატული მეტრი ფართობის ანგარს და უამრავ სამშენებლო მასალას. სასაფლაოზე არის როგორც […]