100 წლის პენსიონერი საკუთარ იუბილეზე დაასაქმეს

100 წლის პენსიონერი საკუთარ იუბილეზე დაასაქმესყოფილმა დამსაქმებელმა პენსიაზე მყოფი უმუშევრობისგან მოწყენილი 100 წლის მამაკაცი ერთი დღით ადრინდელ თანამდებობაზე აღადგინა.
3 წლის წინ ამერიკის ნიუ-ჯერსის შტატის მცხოვრები ბილ ჰანსენი წავიდა კომპანიიდან, რომელიც მილების გაყვანითა და გათბობა-კონდიცირების სისტემის დამონტაჟებითაა დაკავებული. პენსიაზე გასვლის შემდეგ ჰანსენი მიხვდა, რომ სახლში ჯდომას ვერ იტანდა. ის ოცნებობდა, კვლავ ეხილა თავისი სამუშაო ადგილი. ის 32 წლის მანძილზე კოორდინირებას უწევდა სამუშაო უფლებების მიღებას.
როდესაც ჰანსენს 100 წელი შეუსრულდა, კომპანიის ხელმძღვანელმა ფრედ ჰატჩინსონმა მას სურვილი აუსრულა.

ღვაწლმოსილი პენსიონერი კომპანიაში მიიწვიეს. დირექტორმა მისთვის მთელი დღის დავალებების სია შეადგინა, ხოლო ყოფილმა კოლეგებმა იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს და ტორტი მიუტანეს.

თავისი სამუშაოს სანაცვლოდ ჰანსენმა სიმბოლური ანაზღაურება _ 1 დოლარი მიიღო.