ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი, შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში, რომელიც პანდემიას გადალახავს. „მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ვაქცინაციის გასაოცარი კამპანიის და მეორე მხრივ, „ლოქდაუნის“ კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, კორონავირუსის პანდემიას თავი დავაღწიოთ და ჩვენ, სავარაუდოდ, გავხდებით პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მას გადალახავს,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, იმედი აქვს, მომავალ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო […]
კატეგორია: მსოფლიო
ისრაელი ლოკდაუნს მესამედ აწესებს
კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, ისრაელი “ლოკდაუნს” მესამედ აწესებს. Reuters-ის ინფორმაციით, შეზღუდვები ძალაში კვირას შევა და 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს. შეზღუდვები ითვალისწინებს მაღაზიების დახურვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასა და სკოლების ნაწილობრივ დახურვას. ამასთან, მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან 1 კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება აეკრძალებათ, გამონაკლისი შეეხება მათ, ვინც სამსახურებრივი საჭიროებისთვის იმგზავრებს ან აუცილებელი მოხმარების პროდუქციის შესაძენად გადაადგილდება. ისრაელში, სადაც, […]
თურქეთში გაზეთის რედაქტორს 27 წელი მიუსაჯეს
თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის, Cumhuriyet-ის, ყოფილ მთავარ რედაქტორს, ჯან დიუნდარს, 27 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიუნდარს ბრალი ტერორიზმსა და ჯაშუშობაში დასდეს. ჟურნალისტს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს, ვინაიდან ის ამჟამად გერმანიაში იმყოფება. სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს დიუნდარის ადვოკატებმაც, ვინაიდან, მათი განმარტებით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. ცნობისათვის, ჯან დიუნდარმა […]
ნეთანიაჰუმ კოვიდ 19-ის აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა – “თავს მშვენივრად ვგრძნობ” – ვიდეო
ისრაელის პრემიერმინისტრმა, რომელმაც 19 დეკემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა, აცხადებს, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მის მაგალითს მიბაძონ. „გუშინ მივიღე პირველი ვაქცინა. თავს მშვენივრად ვგრძნობ. მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს გამოვიდეს და აიცრას. თუკი ყველა ჩვენგანი, ან დიდი ნაწილი მაინც აიცრება, ჩვენ ამ ავადმყოფობას დავამარცხებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი […]
იტალიაში კოვიდ 19-ის ვაქცინა 27 დეკემბერს შევა
კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა იტალიაში 27 დეკემბერს შევა. მასობრივი ვაქცინაცია კი საშობაო და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ 2021 წლის იანვრის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. „დავიწყებთ 27 დეკემბრიდან, მაგრამ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება წმინდა ეფიპანეს დღესასწაულის მეორე დღეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ევროკომისარმა პანდემიის საკითხებში დომენიკო არკურიმ მანამდე გააჟღერა ვაქცინაციის გეგმა, რომელიც განხორციელდება რეგიონალური […]
ფაშინიანი – “მთავარი დამნაშავე მე არ ვარ”
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეუძლებელია, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ მისი სურვილითა და გადაწყვეტილებით ჩატარდეს. „აქ საკითხი იმაზე კი არ დგას, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, არამედ საკითხავია, ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ეს ხალხმა საკუთარი არჩევანით უნდა გადაწყვიტოს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ჩემი ნებით და გადაწყვეტილებით ვერ მოხდება, ამაზე თანხმობაა […]
ფილიპინებში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:20 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოსთან ახლოს, 27 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ჯერჯერობით მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ფილიპინები მსოფლიოში სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს. იპნ
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი – “ჩვენ გვინდა, რომ კოვიდის ვაქცინა შობამდე დამტკიცდეს”
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი „ევროპის წამლის სააგენტოს“ მოუწოდებს, ამერიკული კომპანია Pfizer-სა და გერმანული BioNTech -ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შობამდე დაამტკიცოს. „ჩვენი მიზანია, ვაქცინა შობამდე დამტკიცდეს, რაც ვაქცინაციის დაწყებას მიმდინარე წლიდანვე შესაძლებელს გახდის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება „ევროპის წამლის სააგენტომ“ უნდა მიიღოს,“- განაცხადა იენს შპანმა. CNN-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გერმანული […]
აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა
აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს. BBC-ის ინფორმაციით, „დემოკრატმა“ ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი – 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო. კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
ბოლო 24 საათში ჩეჩნეთში 5 მიწისძვრა მოხდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩეჩნეთში 5 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ბოლო მიწისძვრა თბილისის დროით 15:34 საათზე, რუსეთში, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კმ_ში, მოხდა. მისი სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა. პირველი და ყველაზე ძლიერი 5.6 ბალიანი მიწისძვრა მოსკოვის დროით კვირას 00:30 საათზე მოხდა. ბიძგები რამდენიმე წამს გრძელდებოდა. ბიძგები კვლავ განმეორდა 14:40 საათზე (4,1 […]







