კატეგორია: მსოფლიო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გამარჯვება 4 შტატში არ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტექსასის შტატის გენერალური პროკურორის, კენ პაქსტონის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ოთხ შტატში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში, სადაც გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა. ტექსასის შტატის მტკიცებით, ამ შტატებში შედეგები უკანონო იყო, რადგან ხმის მიცემის პროცედურებში ცვლილებები შეიტანეს. უზენაესი სასამართლოს განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტექსასს საქმის აღძვრის სამართლებრივი […]

აშშ-ში პფაიზერის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს – ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია პფაიზერისა და მისი გერმანული პარტნიორის ბიონტექის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია 16 წლის და უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესის დაწყება აშშ-ში ორშაბათს იგეგმება და პირველ ეტაპზე მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი პირები აიცრებიან. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ 19-ით დაღუპულთა […]

პაოლო როსი გარდაიცვალა

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, მსოფლიოს 1982 წლის მსოფლიოს პირველობის გმირი პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბრაზილიის ნაკრებთან მეორე ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც 3 გოლი გაიტანა. იმ შეხვედრაში ბრაზილიას ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ იტალიამ, პაოლო როსის წყალობით, 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პოლონეთი დაამარცხა, ფინალში კი დასავლეთ გერმანიას […]

ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე მის რჩეულად ოფიციალურად დაასახელა. ”მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე თავდადებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს- და მრავალი საათის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთად გავატარეთ თეთრ სახლში და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, გენერალმა ოსტინმა აჩვენა სამაგალითო ხელმძღვანელობა, ხასიათი და სარდლობა”, – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ის […]

გარეგინ II – “ფაშინიანი უნდა გადადგეს”

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ II-მ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. „ყარაბაღის ომის შემდეგ ჩვენ განვიცდით ტკივილის, დარდისა და შფოთვის მძიმე დღეებს. მრავალმა მსხვერპლმა, ისტორიული ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ, ომის კატასტროფულმა შედეგებმა და კიდევ უფრო დიდმა საგარეო საფრთხემ მოიცვა ჩვენი სულები და დაარღვია სამშობლოსა და დიასპორის სოლიდარობა, ეროვნული […]

პირველი მოქალაქე, რომელიც კოვიდ 19-ზე აცრეს, 90 წლის მარგარეტ კინანი გახდა

პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს 90 წლის მარგარეტ კინანი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მარგარეტ კინანს ვაქცინაცია კოვენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს […]

თურქეთში, ანტალიაში, 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ანტალიის სანაპიროზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის გაზიფაშას რაიონში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერის სიღრმე 77.58 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

საფრანგეთის მთავრობა 76 მეჩეთის დახურვას აპირებს

საფრანგეთის მთავრობამ, შესაძლოა, 76 მეჩეთის დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. ამის მიზეზად რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლა სახელდება. მთავრობის ინფორმაციით, ეს მეჩეთები სეპარატიზმში არიან ეჭვმიტანილები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ამ მეჩეთებს შეამოწმებენ და თუ მათი ეჭვი დადასტურდება, დახურავენ. ამასთან, “რადიკალიზაციაში” ეჭვმიტანილი 66 პირი ქვეყნიდან უკვე დეპორტირებულია. – არსებობს ღვთისმსახურების ადგილები, რომლებიც აშკარად ანტირესპუბლიკურია, სადაც იმამებს […]

დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან კოვიდ 19-ზე საყოველთაო აცრა დაიწყება – “პფაიზერის 800.000 დოზას ველოდებით”

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 800 000 დოზის მიღებას ელოდება, რომელიც მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ბიზნეს მდივანმა, ალოკ შარმამ განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მილიონობით ვაქცინის დოზას მიიღებს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია წარმოების სისწრაფეზე. ალოკ შარმამ დარწმუნებით ისიც აღნიშნა, რომ პირველი პარტია – 800 000 […]

იტალია 2021-ის იანვრიდან კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაციას იწყებს

იტალია მომავალი წლის დასაწყისიდან საკუთარი მოსახლეობისთვის კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაციის პროგრამას იწყებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი ჯანდაცვის მუშაკებსა და ხანდაზმულებს მიეცემათ. რობერტო სპერანზამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას სხვადასხვა კომპანიისგან ვაქცინების 202 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობა აქვს. იტალიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე ინფიცირების 1 […]