აშშ-ის კოვიდინფიცირებულმა პრეზიდენტმა საავადმყოფო ცოტა ხნით დატოვა, რომ გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს მისალმებოდა. დონალდ ტრამპი ქუჩაში ავტომობილით გავიდა. პრეზიდენტის მოულოდნელი გასეირნება კლინიკის ექიმმა მკაცრად გააკრიტიკა. “იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ავტომობილი არა მხოლოდ ტყვიაგამძლეა, არამედ ქიმიურ თავდასხმასაც უძლებს, მანქანაში კოვიდ-19-ის გავრცელების შანსი ძალიან მაღალია,” – დაწერა “ტვიტერზე” ექიმმა ჯეიმს ფილიპსმა. მისივე თქმით, ყველა, ვინც ტრამპთან ერთად ავტომობილში იჯდა, 14-დღიან კარანტინში […]
კატეგორია: მსოფლიო
სომხეთი აზერბაიჯანს რაკეტებით ბომბავს
სომხეთის ჯერმუკის, გაფანისა და ბერდის რეგიონებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის ასეთი კრიმინალური ქმედება აზერბაიჯანს აიძულებს, საპასუხო ზომები მიიღოს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, რომელზედაც, მათი მტკიცებით, სომხეთის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის […]
ილჰამ ალიევი – “ჩვენ სომხებს ძაღლებივით ვაძევებთ!”
ფაშინიანი ყოველდღე მსოფლიოს რომელიმე ლიდერს ურეკავს, ყოველდღე! მე კი არავისთვის დამირეკავს, მე მაქვს კონტაქტები და მათ თავად დამირეკეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პროვოკაციული ქმედებების შედეგია. „არ დარჩა მსოფლიოში არც ერთი ლიდერი, რომლისთვისაც ფაშინიანს არ დაურეკავს, აგენტი არ გაუგზავნია, არ შევედრებია და მუხლებზე არ […]
განჯის და სხვა ტერიტორიების დაბომბვას აზერბაიჯანის 22 მოქალაქე ემსხვერპლა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განჯის, ტარტარის, ფორაზიდის და ფუზელის დაბომბვასთან დაკავშირებით ინფორმაციას “ტვიტერზე” ავრცელებს. ოფიციალური ბაქოს ცნობით, სომხეთის საარტილერიო იერიშს აზერბაიჯანის ტერიტორიებზე 22 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვი. დაჭრილია 74 ადამიანი. არც ბაქო და არც ერევანი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი პირობები არ შესრულდება. რუსთავი 2
სომხეთმა დაბომბა განჯის აეროპორტი, რომელიც საქართველოდან 38 კმ-შია
4 ოქტომბერს, მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე სომხეთმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის (დედაქალაქ ბაქოს შემდეგ) – განჯას აეროპორტსა და საცხოვრებელ უბნებს. განჯას აეროპორტზე, რომელსაც აზერბაიჯანი სამხედრო მიზნებისთვისაც იყენებს, სომხური მხარე მას შემდეგ ილესავდა კბილებს, რაც სუ-25 ტიპის მოიერიშე ჩამოუგდეს და პილოტი მოუკლეს – ოფიციალური ერევანი დარწმუნებულია, რომ სწორედ […]
საფრანგეთში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა – 8 ადამიანს ეძებენ
საფრანგეთს ქარიშხალი ალექსი დაატყდა თავს. ქვეყანაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. ამ დრომდე ეძებენ 8 დაკარგულს. სტიქიამ განსაკუთრებით ზიანი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს მიაყენა. ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეები და დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. 80 ათასზე მეტ ადამიანს, ამ დრომდე, არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქარიშხალმა, რომელსაც „ალექსი“ დაარქვეს, პარასკევს ბრეტანში ძლიერი ქარი გამოიწვია, რომლის სიჩქარე საათში […]
ტრამპი – “უკეთესად ვარ, ყველას მადლობა!”
ჯო ბაიდენი – “ვლოცულობთ პრეზიდენტ ტრამპის და მისი ოჯახის ჯანმრთელობისთვის”
დონალდ და მელანია ტრამპებს, რომელთაც კოვიდ 19 დაუდგინდათ, ტრამპის კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ გამოჯანმრთელება უსურვეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ტვიტერში დაწერა: “ჯილი და მე ვუსურვებთ პრეზიდენტ ტრამპს და პირველ ლედი მელანიას სწრაფ განკურნებას. ჩვენ ვლოცულობთ პრეზიდენტის და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.”
დონალდ და მელანია ტრამპებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ – “ვიწყებთ კარანტინის და განკურნების პროცესს”
დონალდ და მელანია ტრამპებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ. ამის შესახებ 2 საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა: “დღეს საღამოს მელანიას და ჩემმა ტესტმა დადებითი აჩვენა. ახლავე ვიწყებთ კარანტინისა და გამოჯანმრთელების პროცესს და ამას ყველაფერს ერთად გავაკეთებთ”. მანამდე კოვიდ 19 დაუდასტურდა ტრამპის მრჩეველ ჰოუპ ჰიქსს: “ჰოუპ ჰიქსის ტესტმა, რომელიც ასე მუყაითად და შესვენების გარეშე მუშაობდა, დადებითი აჩვენა. […]
ილჰამ ალიევი – “ყარაბაღში ჩვენი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს”
ოთხდღიანი ბრძოლის შედეგად აზერბაიჯანმა წარმატებული ოპერაცია განახორციელა, სტრატეგიული სიმაღლეები და რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჩვენ ამ მიწებზე დავბრუნდით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს ვერავინ აიძულებს, დატოვოს ტერიტორიები, სადაც საკუთარი დროშა აღმართა. „ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, […]










