დონალდ და მელანია ტრამპებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ – “ვიწყებთ კარანტინის და განკურნების პროცესს”

დონალდ და მელანია ტრამპებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ - "ვიწყებთ კარანტინის და განკურნების პროცესს"დონალდ და მელანია ტრამპებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ. ამის შესახებ 2 საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა:

“დღეს საღამოს მელანიას და ჩემმა ტესტმა დადებითი აჩვენა. ახლავე ვიწყებთ კარანტინისა და გამოჯანმრთელების პროცესს და ამას ყველაფერს ერთად გავაკეთებთ”.

მანამდე კოვიდ 19 დაუდასტურდა ტრამპის მრჩეველ ჰოუპ ჰიქსს:

“ჰოუპ ჰიქსის ტესტმა, რომელიც ასე მუყაითად და შესვენების გარეშე მუშაობდა, დადებითი აჩვენა. პირველი ლედი და მე ველოდებით ანალიზის შედეგებს და უკვე კარანტინში ვართ” – დაწერა ტრამპმა ტვიტერში 4 საათის წინ.