კატეგორია: მსოფლიო

15 წლის კარლო კუტისი შეიძლება წმინდანად შერაცხონ

ვატიკანში მსჯელობენ იმაზე, რომ 15 წლის კარლო კუტისი წმინდანად შერაცხონ და “ინტერნეტის წმინდა მფარველად” აღიარონ. კარლო კუტისი ლონდონში დაიბადა, იტალიურ მორწმუნე ოჯახში. დადიოდა ეკლესიაში, ესწრებოდა წირვებს, ეხმარებოდა უსახლკარო ადამიანებს და სკოლაშიც ყველას მოსარჩლე და მშვლელელი იყო, ვისაც ჩაგრავდნენ. გარდა ამისა, იყო ძალიან მხიარული, ფეხბურთი უყვარდა და ვიდეოთამაშები. განსაკუთრებით უყვარდა ინტერნეტი, ისე, როგორც ყველა მის თანატოლს. […]

რა სჭირს პრინც უილიამს? – საუკეთესო ექიმები მკურნალობენ, თუმცა პროგნოზი არაკეთილსაიმედოა

ბრიტანული ყვითელი პრესა პრინც უილიამის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების შესახებ წერს. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს მხედველობა სწრაფად აკლდება და რამდენიმე წელიწადში მისი დაავადება შესაძლოა, სრული სიბრმავით დასრულდეს. ამის შესახებ გამოცემა Gossipcop სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს თქმით, პრინცის საუკეთესო ექიმები მკურნალობენ, თუმცა ექსპერტების პროგნოზი არცთუ კეთილსაიმედოა. ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, უილიამი შეიძლება […]

ფრანგმა ექიმებმა, მედდებმა, მომვლელებმა და სანიტრებმა ხელფასის მომატება მოითხოვეს

16 ივნისს, პარიზში ჯანდაცვის სამინისტროსთან საავადმყოფოების თანამშრომელთა აქცია გაიმართა მედდების, ექიმების, მომვლელებისა და სანიტრების მონაწილეობით. ისინი ქვეყნის ხელისუფლებისგან მყარ ფინანსურ გარანტიებს, ხელფასის მომატებას და საავადმყოფოების რეორგანიზაციას ითხოვენ. ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტი და ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები პანდემიის პირობებში საჯარო გამოსვლებში ხაზგასმით უწოდებენ მედიკოსებს Covid 19-ის კრიზისის გმირებს, პერიოდულად ყველაზე რთულ დღეებში, იტალიის, […]

ტრამპი – “პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – ანარქია” – პრეზიდენტმა პოლიციის რეფორმას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ ხელი მოაწერა. ბრძანება ითვალისწინებს სამართალდამცავების მიერ არასათანადო ქმედებების აღრიცხვას და მათი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, პოლიციელებს „მახრჩობელა ილეთების“ გამოყენება ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლიციის ოფიცრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. „ამერიკელებმა იციან სიმართლე: პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – […]

ზელენსკის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკაია ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელენა ზელენსკაიას საშუალო სიმძიმის პნევმონია აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. შეგახსენებთ, უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. იპნ

მაკრონი – “15 ივნისიდან საფრანგეთი მწვანე ზონად ცხადდება”

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ორშაბათიდან კარანტინის რეჟიმის სრულად მოხსნა დაიწყება. ამის შესახებ განცხადება მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, 15 ივნისიდან მთელი საფრანგეთი კორონავირუსისგან თავისუფალ „მწვანე ზონად“ გამოცხადდება. მისივე თქმით, ორშაბათიდან საფრანგეთის მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას შეძლებენ, ხოლო პირველი ივლისიდან ისინი შენგენის ზონის გარეთაც შეძლებენ გამგზავრებას, თუმცა „იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“. […]

პრეზიდენტი დუდა – “პოლონეთში გეი ქორწინება არ იქნება და მათ ბავშვის აყვანის უფლება არ მიეცემათ”

პოლონეთის პრეზიდენტმა ლგბტ პირების უფლებების დაცვის „იდეოლოგიას“ კომუნიზმზე დესტრუქციული უწოდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ანჯეი დუდამ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას გააკეთა. დუდას თქმით, მისი მშობლების თაობა კომუნისტურ იდეოლოგიას 40 წელიწადი ებრძოდა და „არა იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი და უფრო დესტრუქციული იდეოლოგია“. თავის გამოსვლაში პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ბავშვების სექსუალურ განათლებაზე პასუხისმგებლობა მათ მშობლებს ეკისრებათ” და „შეუძლებელია ყველა […]

თურქეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა.მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთით, ბინგოლის პროვინციაში მოხდა. ქვეყნის გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში გაგზავნეს სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ვითარებას შეისწავლიან. მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. 1 ადამიანი სოფელ კაინპარნარში, საპოლიციო განყოფილების კუთვნილი სადამკვირვებლო კოშკის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამასთან, როგორც ბინგოლის პროვინციის გუბერნატორმა […]

ატლანტაში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

აშშ-ში, ატლანტაში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც პოლიციელის ნასროლ ტყვიას, აფროამერიკელი ემსხვერპლა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პარასკევს აფროამერიკელ რეიშარდ ბრუკსს ესროლა. პოლიციის ცნობით, მათ მიიღეს შეტყობინება მძღოლის შესახებ, რომელსაც შეკვეთების გასაცემ სარკმელთან ჩაეძინა. ეს იყო რიშარდ ბრუკსი, რომელმაც მანამდე ალკოტესტი გაიარა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. გაჩნდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ […]

სომხეთში ოპოზიციის აქციაზე 91 პირი დააკავეს

სომხეთში სამართალდამცველებმა 91 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ. სამსახურში ოპოზიციის ლიდერის გაგიკ ცარუკიანის დაკითხვა მიმდინარეობს. „91 ადამიანი დაკავებულია საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო. ისინი სამ საათს დაყოფენ პოლიციის განყოფილებებში და შესაბამისი ოქმის გაფორმების შემდეგ გათავისუფლდებიან“ , – განაცხადეს პოლიციაში. კვირას დილით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცარუკიანის კერძო ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით განაცხადეს, […]