შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზოგიერთი კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა 2020 წლის ბოლომდე შეაჩერა. ამ პერიოდამდე გახანგრძლივდა მწვანე ბარათზე დაწესებული შეზღუდვაც. დონალდ ტრამპის განკარგულების თანახმად, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დროებით აღარ გაიცემა ის ვიზები, რომლებიც სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებისთვის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავეებისთვის, ასევე კულტურული და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისაა განკუთვნილი. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სამუშაო ვიზებზე დროებითი შეზღუდვა კოვიდ-19-ის […]
კატეგორია: მსოფლიო
ჩინეთში მდინარეში 8 ბავშვი დაიღუპა
ჩინეთში, მდინარეში ჩავარდნილი მეგობრის ამოყვანის მცდელობისას 7 მოზარდი დაიღუპა. უბედური შემთხვევა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჩუნცინთან ახლოს, ადგილობრივი დროით 4-ის ნახევარზე მოხდა. დაღუპულები 10-დან 12 წლამდე ბავშვები არიან.მოხდა. ბავშვები სიჩუანის პროვინციიდან ადგილობრივი დაწყებითი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეები მდინარე ფუძიანის სანაპიროზე, კაშხალთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა, დანარჩენები კი მის საშველად გადახტნენ, თუმცა ყველა მათგანი დაიღუპა. […]
იტალიის ქალაქში სახლები 1 დოლარად იყიდება
ბოლო ერთი წლის განმავლობაში იტალიის არაერთმა პატარა ქალაქმა გადარჩენისა და სრული დაცარიელებისგან თავის დაღწევის მიზნით მიზნით უცნაური და დაუჯერებელი კამპანია წამოიწყო – სხვადასხვა კრიტერიუმების მიუხედავად ისინი სახლებს მხოლოდ და მხოლოდ 1 დოლარად ყიდიან! მათ შორის ერთ-ერთი იტალიის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა და ულამაზესი ქალაქი ჩინკუფრონდი, რომლის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება. ქალაქი ძვ. წ. მე-7 საუკუნეში […]
კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – 2 ადამიანი დაიღუპა
კიევში დარნიცკის რაიონში, გრიგორენკოს ქუჩა #41-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იყო. შემთხვევა ცხრა სართულიან კორპუსში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ სახლის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება როგორც ბუნებრივი გაზის აფეთქება, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის ნიკოლაი ჩიჩოტკინის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიცია ყველა ვერსიას განიხილავს. მისი თქმით, აფეთქება კორპუსის მე-6, […]
ინგლისში მამაკაცმა 3 ადამიანი დანით მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა
ინგლისის ქალაქ რედინგში 20 ივნისს დანით თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, სამი კი გარდაიცვალა – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, კიდევ ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ერთი მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველები მომხდარს ჯერ-ჯერობით შემთხვევით თავდასხმად განიხილავენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. Sky News იტყობინება, რომ შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც მანამდე […]
21 ივნისს ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა მთავრდება
21 ივნისს ესპანეთში მთავრდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მთავრობამ 14 მარტს შემოიღო კოვიდ 19-ის პანდემიის გამო და რომელიც 6-ჯერ გაგრძელდა. 21 ივნისიდან ქვეყანაში იხსნება პროვინციებსა და ავტონომიებს შორის მოძრაობის შეზღუდვა. ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ქვეყნის შიგნით მოძრაობისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ. 21 ივნისიდან ესპანეთი ხსნის საზღვრებს შენგენის ზონის ქვეყნებთან. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან […]
საფრანგეთში 21 ივნისიდან კინოთეატრები, 22 ივნისიდან კი კაზინოები იხსნება
საფრანგეთში ხვალიდან კინოთეატრები, ორშაბათიდან კი კაზინოები იხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გარდა ამისა, 11 ივლისიდან ქვეყანაში სტადიონებისა და იპოდრომების გახსნაც იგეგმება, თუმცა ერთდროულად 5 000-ზე მეტი ადამიანის შეკრება ნებადართული არ იქნება. ცნობისათვის, საფრანგეთში ღია კაფები და რესტორნები უკვე გაიხსნა, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ჯერჯერობით აკრძალულია. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 159.452 შემთხვევაა […]
აშშ რამდენიმე ტიპის სამუშაო ვიზის გაცემას შეაჩერებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში რამდენიმე ტიპის სამუშაო ვიზის გაცემის შეჩერების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს. გამოცემის მტკიცებით, შესაბამის ბრძანებას ხელს დონალდ ტრამპი მოაწერს, რის შედეგადაც ამერიკულ კომპანიებში უცხოელთა დასაქმება უფრო რთული გახდება. გადაწყვეტილება შეეხება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც უმაღლესი განათლება აშშ-ში აქვთ მიღებული. გარდა […]
ცუკერბერგმა ტრამპს ფეისბუქში პოსტები და რეკლამები წაუშალა
კომპანია „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ის წინასაარჩევნო რეკლამები და პოსტები წაშალა, რომლებსაც თან ახლდა ამობრუნებული წითელი სამკუთხედი – სიმბოლო, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ,– ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „ფეისბუქის“ განმარტებით, წითელ სამკუთხედს ნაცისტები პოლიტიკური პატიმრების ამოსაცნობად იყენებდნენ და ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამებსა და პოსტებში აღნიშნული სიმბოლოს გამოყენება ორგანიზებული სიძულვილის მიმართ კომპანიის პოლიტიკის დარღვევას წარმოადგენს. კომპანიის ინფორმაციით, თანდართული ტექსტი […]
ფაუჩი – “აშშ-ში კარანტინის საჭიროება აღარ არის”
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში კარანტინი საჭიროება აღარ არის. „ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების მასშტაბები შემცირდა. ვფიქრობ, რომ უკან, მკაცრი კარანტინის პირობებში დაბრუნების აუცლებლობა აღარ არის. ახლა ჩვენი მიზანია უკეთ გავაკონტროლოთ ის არეალები, სადაც ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული,“ – განაცხადა ფაუჩიმ. მისი თქმით, ქვეყნის იმ შტატებში, სადაც კორონავირუსის […]










