ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ გასულ დღე-ღამეში 6.740-ით მოიმატა და 219.764 გახდა. ეს მატების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია წინა დღეებთან შედარებით. განკურნებულთა რაოდენობამ 3.105-ით მოიმატა და 92.355 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა 367-ით გაიზარდა და 22.524 გახდა. ეს გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო კვირეების განმავლობაში.
კატეგორია: მსოფლიო
საფრანგეთში გასულ 24 საათში ახლად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ დაიკლო
ტრამპი – “ვაქცინასთან ძალიან ახლოს ვართ, სოციალური დისტანცირება ზაფხულამდე გახანგრძლივდება”
ვაქცინასთან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს აშშ-ში, გერმანიაში, გართიანებულ სამეფოსა და ჩინეთში. „ჩვენ გვყავს ბევრი დიდი, ბრწყინვალე ტვინი, რომელიც ამაზე მუშაობს“, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. „სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ძალიან ახლოს ტესტირებასთან, რადგან ტესტირების დაწყებას გარკევული დრო […]
ესპანეთში კოვიდ 19-გან განიკურნა 89.250 ადამიანი
საფრანგეთში განკურნებულთა რაოდენობა გარდაცვლილებისას თითქმის 2-ჯერ აღემატება
საფრანგეთში, ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულია 158.183 ადამიანი. მათგან განკურნებულია 42.088 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 26,6%-ია. გარდაცვლილია 21.856 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13,8%-ს შეადგენს. ამ დროისთვის განკურნებულთა რაოდენობა გარდაცვლილებისაზე თითქმის 2-ჯერ მეტია.
ევროპაში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა ნახევარი მოხუცთა თავშესაფრის ბინადარი იყო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი, მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრებლები იყო. „ჩვენს ხელთ არსებული გათვლებით, ევროპის რეგიონში, იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, ვინც კორონავირუსით დაიღუპა, თავშესაფრებში ცხოვრობდა. ძალიან შემაშფოთებელი სურათია. ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა“,-აღნიშნა ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორმა, ჰანს კლიუგემ. იპნ
საფრანგეთში 11 მაისიდან სკოლები და საცალო გაყიდვის მაღაზიები გაიხსნება
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცალო გაყიდვების მაღაზიები 11 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ბიზნესი ერთობლივად ვერ შეძლებს საქმიანობის განახლებას, მათ შორის ჯერჯერობით დახურული რჩება ბარები და რესტორნები. ამასთან, საფრანგეთში 11 მაისიდან სკოლის მოსწავლეებიც დაუბრუნდებიან სასწავლო დაწესებულებებს. ცნობისთვის, საფრანგეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 159.877 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 21.340 ადამიანის […]
ტრამპმა აშშ-ში იმიგრაცია 60 დღით შეაჩერა – ვის არ ეხება ეს აკრძალვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი“ ავრცელებს. “ჩვენი დიდი ამერიკელი მუშების დასაცავად ხელი მოვაწერე განკარგულებას აშშ-ში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც ჩვენი ეკონომიკა კვლავ გაიხსნება, უმუშევარი ამერიკელები დასაქმების რიგში პირველები იყვნენ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, იმიგრაციის […]
ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის ვიცეპრემიერობა შესთავაზა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის მთავრობაში დაბრუნდეს და რეფორმების მიმართულება ჩაიბაროს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა liga.net წერს და ასახელებს კონკრეტულ თანამდებობასაც, როპმელიც, შესაძლოა, სააკაშვილმა დაიკავოს: ვიცეპრემიერი რეფორმების კუთხით. გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს პოსტი მთავრობაში, ჯერჯერობით კი თავად საქართვ ელოს მესამე პრეზიდენტს თავისი პოზიცია […]
ესპანეთი კარანტინს მაისის მეორე ნახევრიდან მოხსნის, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება 9 მაისამდე გაგრძელდეს
ესპანეთის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ქვეყანაში კორონავიუსის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის მოხსნა მაისის მეორე ნახევრიდან იგეგმება. მისი თქმით, ზომების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება. ამასთან ესპანეთის პრემიერ აპირებს პარლამენტს თხოვნით მიმართოს, საგანგებო მდგომარეობა 9 მაისამდე გახანგრძლივდეს. ცნობისთვის მკაცრი კარანტინი ქვეყანაში 14 მარტს დაწესდა. ესპანეთში, მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი 204.178 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ვირუსს 21.282 […]









