კატეგორია: მსოფლიო

რუსეთის პრემიერ მიშუსტინს კოვიდ 19 დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ვიდეოზარის დროს განაცხადა. “ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რომ ტესტმა, რომელიც მე ჩავიტარე კორონავირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა. „როსპოტრებნადზორის“ რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა დავიცვა თვითიზოლაცია, შევასრულო ექიმების მითითებები.ამის გაკეთება აუცილებელია, რათა დავიცვა ჩემი კოლეგები“ , – განუცხადა მიშუსტინმა ვლადიმერ პუტინს. რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციას […]

ესპანეთი ისევ წინ მიდის – განკურნებულთა რაოდენობამ 56,1%-ს მიაღწია

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 236.899-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 132.929 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 56,1%-ია, რაც წინა დღის მონაცემებს 2,8%-ით აღემატება. გარდაცვლილია 24.275 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,2%-ს შეადგენს. ეს წინა დღის მონაცემების იდენტურია. ამ დროისთვის მკურნალობს 79.695 ადამიანი. მათგან 71.931 ადამიანის, ანუ 90%-ის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო […]

იტალიაში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 71.252 გახდა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იტალიაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 203.591-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 71.252 ადამიანი. გარდაცვლილია 27.682 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ გასულ 24 საათში 323 ადამიანია გარდაცვლილი, წინა დღეს კი – 382, ანუ 59-ით ნაკლები.

ედუარ ფილიპი – “საფრანგეთი მწვანე და წითელ ზონებად დაიყოფა”

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების შემსუბუქების ახალი გეგმა წარადგინა. ედუარ ფილიპი აცხადებს, რომ შეზღუდვების შერბილების შემდეგი ეტაპიდან საფრანგეთი წითელ და მწვანე ზონებად დაიყოფა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა, ადგილობრივი ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაძლებლობები და ადგილობრივი ტესტირებისა და კონტაქტების მოკვლევის შესაძლებლობები ის კრიტერიუმებია, რომლებითაც ზონების დაყოფა მოხდება. თუ ადმინისტრაციული რეგიონი წითელ ზონაში მოხვდება, ეს ნიშნავს, რომ […]

ტრამპი – “კორონავირუსი გაქრება, პანდემიის ყველაზე ცუდი დღეები გადავიარეთ”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ყველაზე უარესი დღეები შეერთებულ შტატებში დასრულდა. როგორც პრეზიდენტმა სამშაბათს, თეთრ სახლში განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ვირუსი “გაქრება”. “ჩვენი ექსპერტები თვლიან, რომ პანდემიის ყველაზე ცუდი დღეები ჩვენს უკან არის”, – აღნიშნა ტრამპა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, როგორ შეიძლებოდა დარწმუნებით ამის თქმა, როდესაც ქვეყანა თავიდან იწყებს გახსნას. ”ვფიქრობ, ვირუსი გაქრება. ის აპირებს […]

ესპანეთში განკურნებულთა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232.128-ს მიაღწია. აქედან განკურნებულია 123.903 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 53,3%-ს შეადგენს. გარდაცვლილია 23.822 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,2%-ია. ამრიგად, ესპანეთში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა.

ბარსელონას სეატის ქარხანა მუშაობას იწყებს, ბავშვებს გარეთ გასვლის ნება დართეს – ესპანეთმა ლოკდაუნის შერბილება დაიწყო

6 კვირიანი მკაცრი ლოკდაუნის შემდეგ ესპანეთში ზომების შერბილება იწყება. ესპანელებს შეეძლებათ სეირნობა და სპორტით დაკავება თავიანთი სახლების გარეთ. ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოვიდ 19-ის პანდემია უკვე კონტროლს დაექვემდებარა. მალე ესპანეთის ხელისუფლება წარადგენს მკაცრი ზომების თანდათანობით შერბილების გეგმას. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ დაადასტურა, რომ ესპანეთმა ვირუსის გავრცელების გაკონტროლება მოახერხა. “ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოახერხებს პანდემიის მეორე […]

პრემიერი ფილიპი – “მკაცრი შეზღუდვებით 62.000 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ”

საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა 62.000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა , – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა. მისი თქმით, საკარანტინო შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის რისკის წინაშე დააყენა, რის გამოც რეგულაციები ეტაპობრივად უნდა გაუქმდეს და ეკონომიკური საქმიანობა განახლდეს. ფილიპის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსი ერთბაშად ვერ გაქრება, ამიტომ მოსახლეობამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს და ჰიგიენური […]

უკრაინაში რუსების ნების შემსრულებელი გენერალი „შაიტანი“ დააპატიმრეს

ვის მკვლელობას გეგმავდა მოღალატე გენერალი ბოლო დღეებია, უკრაინაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად უკრაინელი გენერლის ღალატი და ჯაშუშური თამაშები იქცა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარი უწყების მაღალჩინოსანი-გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააპატიმრა. მას ბრალად რუსეთის სპეცსამსახურებზე მრავალწლიან მუშაობას და ტერორისტული აქტის ორგანიზებას  უყენებენ. ბრალდებების გასამყარებლად და ერთ-ერთი სამხილის სახით უკრაინის უსაფრთოხების სამსახურმა აუდი ფაილები გაასაჯაროვა, რომელთა მიხედვითაც, შაიტანოვი რუსეთის […]

ახალ ზელანდიაში კოვიდ 19 დაამარცხეს – ხვალიდან ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

ახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი დაამარცხეს. ქვეყნის პრემირ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის ინფორმაციით, „ამ დროისთვის ბრძოლა მოგებულია“. ცნობისთვის, ბოლო დღეების მანძილზე ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთეული რაოდენობა გამოვლინდა. გუშინ, ვირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ქვეყანა სამშაბათიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საკმაოდ დიდ ნაწილს მოხსნის. ქვეყანაში აღდგება სწავლაც. ახალ ზელანდიაში მთლიანობაში კორონავირუსის 1.469 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში […]