კატეგორია: მსოფლიო

კონტე – “იტალია ბიზნესის ამუშავებას 4 მაისიდან დაიწყებს, სკოლები სექტემბრიდან გაიხსნება”

კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის ფარგლებში, იტალია სამრეწველო ინდუსტრიის ამუშავებას 4 მაისიდან დაიწყებს, ხოლო სკოლები სექტემბრიდან გაიხსნება, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ, რომ 4 მაისიდან სამრეწველო და სამშენებლო ბიზნესების მნიშვნელოვან ნაწილს ამუშავების საშუალება მივცეთ“, – განაცხადა კონტემ. მისივე თქმით, ქვეყანაში ახალ ზომებს მომდევნო […]

“ნუ ატერორებთ იტალიას კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა ტყუილი ციფრებით” – რას ამბობს დეპუტატი სგარბი

ლუარა ნიჟარაძემ ფეისბუქში დაწერა სიმართლე კორონავირუსის შესახებ რომელიც იტალიის პარლამენტში გააჟღერა ვიტორიო სგარბიმ: “მეცნიერებამ დაამტკიცა რომ კორონავირუსი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი გრიპისგან…. ციფრები იტალიაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ტყუილი და გაბერილია. 20.000 გარდაიცვალა სხვა პათოლოგიებით. ნუ ატერორებთ იტალიელებს ტყუილი ციფრებით…სირცხვილია”

რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვს კოვიდ 19 აღმოაჩნდა

რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას „ინტეფაქსი“ ავრცელებს. კალაშნიკოვის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის. „არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად ჩემი მძღოლი დაინფიცირდა და მე მისგან გადამედო. როგორც კი გავიგე, მას შემდეგ კარანტინში ვიყავი, მაგრამ ვირუსი მეც გამომივლინდა. მაღალი სიცხე მაქვს“, – აღნიშნა კალაშნიკოვმა რუსულ გამოცემასთან საუბარში. ცნობისთვის, ამ […]

ჯო ბაიდენი – “არ დალიოთ მათეთრებელი – არ მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს”

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სადეზინფექციო ხსნარის ინექციის გამოყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „არ მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ არ დალიოთ მათეთრებელი“, – წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერის“ გვერდზე. საინტერესოა, რომ მერილენდის შტატში სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე სადეზინფექციო ხსნარის მოხმარების შესახებ 100 სატელეფონო ზარი მიიღეს. მერილენდის შტატის საგანგებო სიტუაციების […]

იტალიაში განკურნებულთა რაოდენობა 31,3%-მდე გაიზარდა

იტალიაში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 192.994-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 60.498 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 31,3%-ს შეადგენს. გარდაცვლილია 25.969 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13,4%-ია.

ესპანეთში გასულ 24 საათში 6.740 ადამიანი დაინფიცირდა, 367 გარდაიცვალა

ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ გასულ დღე-ღამეში 6.740-ით მოიმატა და 219.764 გახდა. ეს მატების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია წინა დღეებთან შედარებით. განკურნებულთა რაოდენობამ 3.105-ით მოიმატა და 92.355 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა 367-ით გაიზარდა და 22.524 გახდა. ეს გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო კვირეების განმავლობაში.

საფრანგეთში გასულ 24 საათში ახლად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ დაიკლო

საფრანგეთში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1.645-ით გაიზარდა და 159.828 შეადგინა. განკურნებულთა რაოდენობამ 1.405-ით მოიმატა და 43.493 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა 389-ით გაიზარდა და 22.245 გახდა. თვალშისაცემია ახლად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის კლება.

ტრამპი – “ვაქცინასთან ძალიან ახლოს ვართ, სოციალური დისტანცირება ზაფხულამდე გახანგრძლივდება”

ვაქცინასთან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს აშშ-ში, გერმანიაში, გართიანებულ სამეფოსა და ჩინეთში. „ჩვენ გვყავს ბევრი დიდი, ბრწყინვალე ტვინი, რომელიც ამაზე მუშაობს“, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. „სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ძალიან ახლოს ტესტირებასთან, რადგან ტესტირების დაწყებას გარკევული დრო […]

ესპანეთში კოვიდ 19-გან განიკურნა 89.250 ადამიანი

ესპანეთში, ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 213.024-ს მიაღწია. მათგან განკურნებულია 89.250 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 41,9%-ია. გარდაცვლილია 22.157 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,4%-ს შეადგენს.

საფრანგეთში განკურნებულთა რაოდენობა გარდაცვლილებისას თითქმის 2-ჯერ აღემატება

საფრანგეთში, ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულია 158.183 ადამიანი. მათგან განკურნებულია 42.088 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 26,6%-ია. გარდაცვლილია 21.856 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13,8%-ს შეადგენს. ამ დროისთვის განკურნებულთა რაოდენობა გარდაცვლილებისაზე თითქმის 2-ჯერ მეტია.