კატეგორია: მსოფლიო

ესპანეთში გასულ დღე-ღამეში განკურნებულთა რაოდენობამ 5,5-ჯერ გადააჭარბა გარდაცვლილთა რიცხვს

ესპანეთში გასულ დღე-ღამეში კოვიდ 19-ით ინფიცირების რაოდენობა 6.180-ით გაიზარდა და 146.690 გახდა. განკურნებულთა რაოდენობამ 4.813-თ მოიმატა და 48.021 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 875-ით გაიზარდა და 14.673 გახდა. გასულ 24 საათში განკურნებულთა რაოდენობამ 5,5-ჯერ გადააჭრბა გარდაცვლილთა რიცხვს.

იტალიაში 24 საათში რეკორდულად ბევრი ადამიანი განიკურნა – 2.099, გარდაიცვალა 542

გასული 24 საათის მანძილზე იტალიაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3.836-ით გაიზარდა და 139.422 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 2.099-ით გაიზარდა და 26.491 გახდა. ეს იტალიაში 1 დღე-ღამეში განკურნებულთა საუკეთესო შედეგია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 542-ით მოიმატა და 17.669 გახდა

ევროპაში კოვიდ 19-ის შემთხვევები იკლებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუჯემ ევროპაში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე ონლაინ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, გარკვეულ ქვეყნებში ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, თუმცა აღნიშნული ქვეყნები კარანტინის მოხსნის საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. მისივე თქმით, დადებითი დინამიკა შეინიშნება ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჰოლანდია და დანია. კლუჯემ გარდაცვლილთა სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ვირუსის […]

იტალიაში კოვიდ 19-ით ინფიცირება ისევ შემცირდა – გასულ 24 საათში 3.039 ადამიანი დაინფიცირდა

იტალიაში გასულ დღე-ღამეში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3.039-ით გაიზარდა და 135.586 გახდა. ეს 24 საათში ინფექციის მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბილო კვირეების მანძილზე. გუშინდელ, ასევე რეკორდულ მაჩვენებელს, ის 560-ით ჩამორჩება. განკურნებულთა რაოდენობამ 1.555-ით მოიმატა და 24.392 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 594-ით გაიზარდა და 17.127 გახდა.

23 იანვრიდან ჩაკეტილი უხანიდან მოსახლეობას გასვლის უფლება მისცეს

ჩინეთის ხელისუფლებამ უხანიდან, რომელიც კოვიდინფექციის ეპიდემიის კერა იყო და 76 დღის განმავლობაში გარესამყაროს იყო მოწყვეტილი, გამოსასვლელი გზები გახსნა. ხელისუფლებამ გახსნა ქალაქიდან გამოსასვლელი მაგისტრალები და მოქალაქეებს ნება დართო, ავტომანქანებით დატოვონ ქალაქი. მომხდარს პირდაპირ ეთერში ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა. უხანი 23 იანვრიდან გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ქალაქთან სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდა. არ მუშაობდა მეტრო და ავტობუსები. ქალაქში არ […]

ესპანეთში გასულ 24 საათში განიკურნა 2.771, გარდაიცვალა 629 ადამიანი

ესპანეთში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5,478-ით გაიზარდა და 140.510 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 2.771-ით გაიზარდა და 43.208 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 629-ით მოიმატა და 13.798 გახდა.

ესპანეთში გასულ დღე-ღამეში წინა 24 საათზე 1.750-ით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა

ესპანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4.273-ით მოიმატა და 135.032 გახდა. ეს 1.750-ით ნაკლებია წინა 24 საათის მონაცემებზე. განკურნებულთა რაოდენობამ 2.357-ით მოიმატა და 40.437 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 751-ით გაიზარდა და 13.169 გახდა.

იტალიაში გასულ 24 საათში ინფიცირებამ რეკორდულად მცირე რაოდენობით მოიმატა

იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3.599-ით გაიზარდა და 132.547 გახდა. ეს ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა მატების ყველაზე მცირე რაოდენობაა ბოლო პერიოდში. განკურნებულთა რაოდენობამ 1.022-ით მოიმატა და 22.837 გახდა გარდაცვლილთა რაოდენობამ 636-ით მოიმატა და 16.533 გახდა

მოსკოვში სამ მართლმადიდებელ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მართლმადიდებელი ეკლესიის სამ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი შეიძლება კიდევ ორ სასულიერო პირს ჰქონდეს და ახლა მათი გამოკვლევის პასაუხს ელიან. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 300-ს გადააჭარბა, დაღუპულია 45 ადამიანი.

იტალიაში კორონავირუსისგან 100-ზე მეტი ექიმი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა ფიქსირდება სამედიცინო პერსონალშიც- ბოლო ინფორმაციით, დაავადებისგან უკვე 80 ექიმი და 21 ექთანი დაიღუპა. იტალიის ჯანდაცვის უწყების მიერ გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, საავადმყოფოებში დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დროს სულ 12 000-მდე მედიკოსი იქნა კორონავირუსით დაინფიცირებული. მხოლოდ ერთ საავადმყოფოში, ბრეშიაში 300-მდე ექიმი იქნა კოვიდ 19-ით დაავადებული. იტალიის ინფექციური დაავადებების უწყების განცხადებით, აღნიშნულ მოვლენებს ძალზე […]