კატეგორია: მსოფლიო

ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს. კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება. შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.

იტალიაში გასულ დღე-ღამეში 3,3-ჯერ მეტი ადამიანი განიკურნა, ვიდრე გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.694-ით გაიზარდა და 152.271 შეადგინა. განკურნებულთა რაოდენობა 2.079-ით გაიზარდა და 32.534 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 619-ით გაიზარდა და 19.468-ს მიაღწია. გასულ 24 საათში განკურნებულთა რაოდენობა 3,3-ჯერ აღემატება გარდაცვლილთა რიცხვს.

ესპანეთში განკურნებულთა რაოდენობა წინა 24 საათთან შედარებით 1,1%-ით გაიზარდა და 36,5% გახდა

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.830-ით გაიზარდა და 161.852 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 3.441-ით გაიზარდა და 59.109 შეადგინა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 36,5%-ია, რაც გუშინდელ მონაცემებს 1,1%-ით აღემატება. გარდაცვლილთა რაოდენობა 510-ით გაუზარდა და 16.353 გახდა

იტალიაში კოვიდ 19-გან 30.455 ადამიანია განკურნებული

იტალიაში, ამ დროის მონაცემებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 147.577-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 30.455 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 20,6%-ია. გარდაცვლილია 18.849 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,7%-ია.

ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა 35,4% განიკურნა – ამ მაჩვენებლით ქვეყანა ევროპაში ისევ ლიდერობს

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულია 157.022 ადამიანი. მათგან განიკურნა  55.668 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 35,4%-ს შეადგენს. გარდაცვლილია 15.843 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,09%-ია. დარჩენილი 85.511 შემთხვევის 91%, ანუ 78.140 – მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, 9% კი, ანუ 7.371 – რთული ან კრიტიკული.

მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს კოვიდ 19 დაუდგინდა

მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ მღვდელს აღენიშნება, თუმცა მათი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფის განმარტებით, რისკის ქვეშ მოსკოვის 6 ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. მათ ყურადღების გამოჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ. შეგახსნებთ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა მრევლს არაერთხელ მოუწოდა, […]

ბორის ჯონსონი უკეთ გახდა – ის პალატაში დააბრუნეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, თავს უკეთ გრძნობს, თუმცა კვლავ საავადმყოფოში რჩება. BBC-ის ინფორმაციით, პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. „იგი შესანიშნავ განწყობაზეა, ის პალატაში დაბრუნდა, სადაც ყურადღებით დააკვირდებიან გამოჯანმრთელების ადრეულ ფაზაში“, – აღნიშნა პრესსპიკერმა. ამ ამბავს „ტვიტერზე“ უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „მშვენიერი ახალი ამბავია: პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახლახანს ინტენსიური […]

პრემიერი კონტე – “აპრილის ბოლოს იტალია კარანტინს შეარბილებს”

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე მისი მთავრობის მიმართ არსებულ კრიტიკას გამეხმაურა, რომ ქვეყანამ სათანადოდ მკაცრი ზომები ვერ მიიღო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. „დრო რომ უკან დაბრუნდეს იგივეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. ჩვენ მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, […]

პრემიერი სანჩესი – “ესპანეთი ვირუსის დამარცხებას იწყებს, ომი სრული გამარჯვებით დასრულდება!”

ესპანეთის ბოლო მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით იმედისმომცემია და ქვეყანა ეპიდემიის დამარცხებას იწყებს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. „ცეცხლი კონტროლირებადი ხდება. ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. მან ქვეყნის მოსახლეობას და ყველა რეგიონს ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა დროულად მოხდეს კრიზისიდან გამოსვლა. „გთავაზობთ ეკონომიკური და სოციალური რეკონსტრუქციის პაქტს. ყველა პოლიტიკური […]

აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა 35% ნიუ იორკზე მოდის

აშშ-ში ამ დროისთვის კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 422.800-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 22.187, რაც ინფიცირებულთა 5,2%-ს შეადგენს. გარდაცვლილია 14.473, რაც ინფიცირებულთა 3,4%-ს შეადგენს. საყურადღებოა, რომ ინფიცირებულთა 35%, ანუ 149.316 ადამიანი, ნიუ იორკზე მოდის.