საფრანგეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.861-ით გაიზარდა და 56.989 შეადგინა. განკურნებულთა რაოდენობა 1.490-ით გაიზარდა და 10.934 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა 509 ადამიანით გაიზარდა და 4.032-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 1 დღე-ღამეში განკურნებულთა რაოდენობა თითქმის 3-ჯერ აღემატება ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობას.
კატეგორია: მსოფლიო
ესპანეთში გასულ დღე-ღამეში განიკურნა 3.388 ადამიანი – ეს 4-ჯერ მეტია გარდაცვლილების ოდენობაზე
ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7.762-ით გაიზარდა და 102.179-სმიაღწია. განკურნებულთა რაოდენობა 3.388-ით გაიზარდა და 22.647-ს მიაღწია გარდაცვლილთა რაოდენობა 862-ით გაიზარდა და 9.131-ს მიაღწია. საყურადღებოა, რომ განკურნებულთა რაოდენობა თითქმის 4-ჯერ აღემატება გარდაცვლილთა რაოდენობას.
საფრანგეთში კორონავირუსისგან სულ 9.444 ადამიანი განიკურნა
ესპანეთში გასულ 24 საათში 2.479 ადამიანი განიკურნა, 929 გარდაიცვალა
იტალიაში გასულ 24 საათში 1.109 ადამიანი განიკურნა, 837 გარდაიცვალა
ექიმ პრიცენკოს, რომელსაც პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა
საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. „ძვირფასო მეგობრებო, დიახ, მე დამიდგინდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ. იზოლირებული ვარ საკუთარ კაბინეტში“,- წერს ექიმი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. გასულ კვირას აღნიშნული საავადმყოფო ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და შეხვედრა გამართა ექიმებთან, მათ შორის ინფიცირებულ დენის პრიცენკოსთან. თემაზე კომანტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. […]
ევროპის 4 ძირითად ქვეყანაში კორონავირუსისგან 52.827 ადამიანი განიკურნა
ესპანეთში გასულ 24 საათში 2.071 ადამიანი განიკურნა
იტალიაში გასულ 24 საათში წინა დღეზე 1.167-ით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა
იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4.050-ით გაიზარდა. ეს წინა დღე-ღამის მონაცემებზე 1.167-ით ნაკლებია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 101.739-ს მიაღწია. განკურნებულთა რაოდენობა 1.590-ით გაიზარდა და 14.620-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 812-ით გაიზარდა და 11.591-ს მიაღწია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაშია
ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაშია – ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. მედიის ცნობით პრემიერი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის ერთ-ერთ თანაშემწეს COVID-19 დაუდგინდა. პრემიერს და მის გარემოცვას შესაბამისი ტესტები უკვე ჩაუტარდათ და პასუხს ელოდებიან. ნიუპოსტი








