პუტინის არმია ისევ უდანაშაულო ხალხს ხოცავს. ოკუპანტებმა ამჯერად ვინიცა დაბომბეს. დაღუპულია ათობით ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვია. მინიმუმ 15 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კიდევ 52 ადმაიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საავადმყოფოში ასობით მოქალაქე გადაიყვანეს. ქალაქი კვამლშია გახვეული. ცენტრი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. იწვის შენობები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები. რუსეთის საოკუაპციო ძალებმა, პრაქტიკულად, ვინიცას ცენტრზე კალიბრის ფრთოსანი რაკეტებით დარტყმები […]
კატეგორია: მსოფლიო
ესტონეთის მთავრობა გადადგა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი, ქვეყანაში ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის მიზნით, გადადგა. მედიის ინფორმაციით, ის ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს, რათა მოითხოვოს მანდატი ახალი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად კონსერვატიულ პარტია „სამშობლოსა“ და ოპოზიციურ “სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან”. კალასის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, მოქმედი უნდა გადადგეს. შეგახსენებთ, “ესტონეთის რეფორმის პარტიამ”, პარტია „სამშობლომ“ და “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” სამთავრობო კოალიციის შექმნის […]
ნასამ ვების ახალი კოსმოსური ტელესკოპის ფოტო გაავრცელა
ნასა-მ ჯეიმს ვების ახალი კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო გაავრცელა. მიიჩნევენ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ინფრაწითელი ხედია. ფოტოზე ჩანს სამყაროს პატარა მონაკვეთი, სახელწოდებით სმაკს 0723, მოციმციმე გალაქტიკების, მათ შორის უძველესი გალაქტიკების, სინათლე. აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ფოტო თეთრ სახლში ბრიფინგზე წარუდგინეს. ”გამაოგნებელია. ეს არის ისტორიული მომენტი მეცნიერებისა და […]
ამერიკა იყიდება კუნძული, რომელზეც მხოლოდ 1 სახლი დგას
აშშ-ში, უოჰოას ყურეში მდებარე კუნძული იყიდება. ამის შესახებ Business Insider-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კუნძულის ფართობი 6 ათასი კვადრატული მეტირა, მისი ღირებულება კი $339 ათასი. კუნძულის მფლობელი, 52 წლის ბილი მილიკენი ამბობს, რომ კუნძულზე შეიძლება ქალაქის „სინათლისა და ხმაურისგან“ სრული იზოლირება. მილიკენი აცხადებს, რომ კუნძულს მხოლოდ იმას მიჰყიდის, ვინც კუნძულზე ღამეს გაატარებს და მისადმი სიყვარულს გამოამჟღავნებს. ასეთი პირობა კუნძულზე […]
„პუტინი 69 წლის ასაკში ისევ მამა გახდება“
უცხოური ტაბლოიდი ექსკლუზიურად იტყობინება, რომ 69 წლის ვლადიმერ პუტინი მალე ისევ მამა გახდება. იგი საყვარელი ქალისგან, ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასგან ბავშვს ელოდება. როგორც ამბობენ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტს კაბაევასგან უკვე შეეძინა ორი შვილი. ახლა წყვილი ქალიშვილს ელოდება. წყარო ირწმუნება, რომ როდესაც პუტინს ამის შესახებ უთხრეს, მან თქვა: „მე მყავს საკმარისი შვილი, და უკვე მყავდა საკმარისი ქალიშვილი დიდი ხნის […]
დედამიწას უზარმაზარი კომეტა უახლოვდება
დედამიწას უზარმაზარი კომეტა 2017 K2 უახლოვდება. ამის შესახებ watchers.news იუწყება. კომეტა დედამიწას მინიმალურ მანძილზე 14 ივლისს მიუახლოვდება. მისი დანახვა მხოლოდ ტელესკოპით იქნება შესაძლებელი, რადგანაც სავსე მთვარე ხილვადობას ხელს შეუშლის.. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ კომეტა დედამიწას 270 მლნ კილომეტრით მიუახლოვდება. კომეტის ბირთვის დიამეტრი 30-დან 160 კმ-მდე შეადგენს, ხოლო მისი „კუდის“ სიგრძე 130 ათასი კილომეტრია. 2017 K2-ის ორბიტა იმაზე […]
ესტონეთის პრემიერი გადადგება
“ესტონეთის რეფორმის პარტიამ”, პარტია „სამშობლომ“ და ესტონეთის “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” მიაღწიეს შეთანხმებას სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კი დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ სააგენტო Delfi იუწყება. კალასმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს, მან თავად შესთავაზა პარტიებს გადადგომა კოალიციაზე შეთანხმების მისაღწევად. „ეს წინადადება მე წამოვაყენე, რადგან ახალი მინისტრები რომ დამენიშნა, დიდი ხმაური და უკმაყოფილება იქნებოდა“, […]
იაპონიის ყოფილი პრემიერი შინზო აბე მოკლეს
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე გარდაიცვალა, – ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ქალაქ ნარაში ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. შინზო აბემ იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად იმსახურა. პირველად ის 2006 წელს აირჩიეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა 2007 წელს […]
ბორის ჯონსონი გადადგა
დიდი ბრიტანეთის პრემერმინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგა. მისი თქმით, ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერმინისტრი სჭირდება. მისი თქმით, დანიშნა კაბინეტი, რომელიც იმუშავებს და ის შეასრულებს მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე. ჯონსონი ამბობს, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
საფრანგეთში კორონავირუსის მეშვიდე ტალღა იწყება
საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა შედის კოროვირუსული პანდემიის მეშვიდე ტალღაში მას შემდეგ, რაც ინფექციების ყოველდღიურმა რაოდენობამ დიდი ხნის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 200 000-ს. ამის შესახებ BFMTV-ი იუწყება. გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში 206 000-ზე მეტი ახალი პაციენტი დაფიქსირდა. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის ეპიდემიის მეშვიდე ტალღაში. Omicron BA.4 და BA.5 შტამების ქვეტიპები იწვევს ეპიდემიის ზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით”, […]