103 წლის ქალი უხუცესი ადამიანი გახდა კორონავირუსით განკურნებულთა და სახლში გაწერილთა შორის. ჟანგ გუანფენი უხანის საავადმყოფოში სულ რაღაც ექვსდღიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ექიმების განცხადებით, ასწლოვანი ადამიანის ასე სწრაფად განკურნების მიზეზი ის გახდა, რომ მას არ ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადება, გარდა მსუბუქი ქრონიკული ბრონქიტისა. გამოცემა Chutian Metropolis Daily-ს ცნობით, ახალი კორონავირუსის დიაგნოზი ქალს პირველ მარტს დაუსვეს, საავადმყოფოდან […]
კატეგორია: მსოფლიო
ზეიმი უხანში – ყველა დროებითი კლინიკა დაიხურა – ვიდეო
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 168 ადამიანი გარდაიცვალა
საბერძნეთმა ყველა სასწავლო დაწესებულება 2 კვირით დახურა
საბერძნეთის მასშტაბით ყველა სკოლა, უნივერსიტეტი და დღის ცენტრი დაიხურა. აღნიშნული ზომები მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასი აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებები 14 დღით იხურება. „ყველა ბერძენმა ახლა პირადი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ყველა სკოლა 14 დღით იხურება, რათა თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელება“,-აცხადებს მინისტრი. ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 89 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ 19 შემთხვევა გამოვლინდა – პრეზიდენტი უხანში ჩავიდა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოულოდნელად ქალაქ უხანს ეწვია. ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია აღნიშნულ რეგიონში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სი ძინპინმა თავად შეამოწმა სამუშაოები, რომლებიც რეგიონში ეპიდემიის აღკვეთის მიზნით მიმდინარეობს. ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ხუბეის პროვინციის გარეთ ინფიცირების ახალი შემთხვევები […]
ტრამპი – “შარშან ამერიკაში ჩვეულებრივი გრიპით 37.000 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ცხოვრება გაგრძელდა”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გასულ წელს ჩვეულებრივი გრიპით ამერიკაში 37.000 ადამიანი დაიღუპა, ყოველ წელს კი ეს რიცხვი 27.000-დან 70.000-მდე მერყეობს, მიუხედავად ამისა, კი ცხოვრება გრძელდება. „გასულ წელს ჩვეულებრივი გრიპით 37.000 ამერიკელი დაიღუპა. ყოველ წელს ეს რიცხვი 27.000-დან 70.000-მდე მერყეობს. არაფერი დახურულა, ცხოვრება და ეკონომიკა გრძელდება. ამ დროისთვის კორონავირუსის 546 შემთხვევაა დადასტურებული, 22 გარდაცვლილით. […]
მთელ იტალიაში კარანტინი გამოცხადდა – 3 აპრილამდე ყველა შეკრება აიკრძალა
კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავლენ. იტალიის ხელისუფლების ახალი ზომების თანახმად, სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. […]
ესპანეთში კორონავირუსით 97 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. როგორც CNN-ი წერს, გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევა დაადასტურა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ. დაღუპული 97 წლის კაცი და 88 წლის ქალია. საერთო ჯამში, ესპანეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულია 28 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 113 754 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 832 პაციენტი. ვირუსს ემსხვერპლა 3 990 პირი.
იტალიაში კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 97 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, იტალიაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 463 მიაღწია. იტალიაში კორონავირუსის 1.797 ახალი დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. საერთო ჯამში კი ინფიცირებულთა რიცხვი 9.172-ს აღწევს. იტალია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში […]
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 366-მდე გაიზარდა
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 233-დან 366-მდე არის გაზრდილი. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირების საერთო რაოდენობამ კი 7, 375 შეადგინა, მაშინ, როცა აღნიშნული ციფრი ჯერ კიდევ შაბათს 5,883 იყო. ამავე დროს,ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იტალიაში, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების […]









