კატეგორია: მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებიან

სომხეთის პრემიერის ცოლი, ანა აკობიანი დღეს კორონავირუსზე ტესტს გაივლის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის […]

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ტრამპმა ასევე მოუწოდა შტატებს დაუყოვნებლივ შექმნან სასწრაფო დახმარების ცენტრები. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გარდაცვლილია 41 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2.045-ს შეადგენს. იპნ

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 250 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 250 ადამიანი გარდაიცვალა, რის შემდეგაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.266-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.547-ით მოიმატა. სულ იტალიაში დაინფიცირდა 17.660 ადამიანი. სრულად გამოჯანმრთელდა 1.439 ადამიანი. ამ დროისთვის მკურნალობს 14.955 ადამიანი. მათ 91%-ს, ანუ 13.627 ადამიანს, დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმები აქვს. 9%-ს კი, ანუ 1.328 ადამიანს, რთული ან კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება.

ბრაზილიის პრეზიდენტი ბოლსონარო – ”კორონავირუსი არ დამიდასტურდა”

ბრაზილიის პრეზიდენტის შვილი ედუარდო ბოლსონარო ამბობს, რომ მამის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჟაირ ბოლსონაროს ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია დღეს ბრაზილიურმა მედიამ გაავრცელა, რაც მისმა შვილმა Fox News-თან დაადასტურა და აღნიშნა, რომ კვლევები გრძელდება და ანალიზების შედეგები დღის განმავლობაში გახდებოდა ცნობილი. თუმცა მოგვიანებით, ედოარდო ბოლსონარომ გადაცემაში America”s Newsroom უარყო ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსით არის […]

აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! – ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე

ახალი კორონავირუსის ინფექცია ჩინეთის ქალაქ უხანში ამერიკელ სამხედროებს შეიძლება შეეტანათ, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩაო ლიციანმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა. მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი კონგრესში სიტყვით გამოდის. ვიდეოზე რედფილდი აღიარებს, რომ ზოგიერთ ამერიკელს, რომელიც ეგონათ, რომ გრიპისგან დაიღუპნენ, სიკვდილის შემდეგ კორონავირუსი აღმოუჩინეს. „როდის გაჩნდა […]

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში, სადაც დღეს კორონავირუსის 1.200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობა 4.209-ს შეადგენს. 1 დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილია 120 ადამიანი. დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარზე მეტი მადრიდსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა. მადრიდის რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შაბათიდან ყველა მაღაზია დაკეტოს. იმუშავებენ მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები. პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობას მიმართა და ქვეყანაში […]

იტალიაში ჩინელი ექიმების ჯგუფი ჩაფრინდა

ჩინეთის სამედიცინო ჯგუფი იტალიაში ჩავიდა. ჩინელმა ექიმებმა ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობა, დამცავი ნიღბები და მედიკამენტები ჩაიტანეს. სამედიცინო დახმარება 2 მილიონამდე სახის ნიღაბს და 700-ზე მეტ სასუნთქ მოწყობილობებს მოიცავს. სამედიცინო გუნდში ის ინტენსიური თერაპიის სპეციალისტები, პედიატრები და ექთნები არიან, რომლებიც ჩინეთში კრიზისისი მართვაში მონაწილეობდნენ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიომ ჩინელი ექიმების ჩასვლას ქვეყანაში „ფეისბუქით“ გამოეხმაურა. […]

ესპანეთის 4 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3.100-ს გადაცდა, ფატალური შემთხვევების რაოდენობა კი  86-ს აღწევს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთის 4 ქალაქი: იგუალადა, ოდენა, სანტა მარგარიდა დე მონბუი და ვილანოვა დელ კამი  საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში  61 პირია დაღუპული. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ბულგარეთი. გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა ნორვეგიასა და ინდოეთში. საბერძნეთში კი თეატრები, სავარჯიშო დარბაზები, ღამის კლუბები და […]

ისრაელში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მალე დასრულდება

მეცნიერები ისრაელში უახლოეს დღეებში განაცხადებენ, რომ მათ დაასრულეს მუშაობა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ინფორმაციას ამის შესახებ economictimes.indiatimes.com ავრცელებს. ისრაელის ყოველდღიური გაზეთი “Ha’aretz” სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი მიღწევა მოახდინეს ვირუსის ბიოლოგიური მექანიზმისა და თვისებების გაგებაში, მათ შორის სწრაფ დიაგნოზირებაშიც. მეცნიერი აცხადებს, რომ შესაძლებელია ანტისხეულების წარმოება მათთვის, ვისაც […]

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მიღმა არსებული მსხვილი კომპანიების 95%-მა მუშაობა განაახლა

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მიღმა არსებული მსხვილი კომპანიების 95%-მა მუშაობა განაახლა. ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა მცირე კომპანიების 60%-ზე მეტი. ინფორმაცია ამის შესახებ ინდუსტრიის ვიცე-მინისტრი, ქსინ გუობინი ავრცელებს. მისივე თქმით, ქვეყანა სატრანსპორტო მიმოსვლაზე მკაცრი შეზღუდვების თანდათან მოხსნას იწყებს. ამასთან, worlometer-ის მონაცემებით, ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე ამ დროისთვის კორონავირუსის მხოლოდ 21 ახალი შემთხვევა უფიქსირდება. მედიის ცნობით, მათგან რამდენიმე იმპორტირებულია. იპნ