კორონავირუსის გამო საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურება. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, სახლში უნდა იყვნენ. ბოლო 24 საათში საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2.800-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 61 ადამიანი. პირველი არხი
კატეგორია: მსოფლიო
გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 189 ადამიანი გარდაიცვალა – ეს ცოტა ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე
გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 189 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ციფრი ოდნავ ნაკლებია 11 მარტის მონაცემებზე, რომლებიც 196 გარდაცვლილს შეადგენს და მეტია 10 მარტის ციფრებზე – 168 ადამიანი. ამ დროისთვის გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.000-ს გადააჭრაბა და 1.016 შეადგინა. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2.651-ით გაიხარდა და სულ 15.113 შეადგინა. სრულად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 213 ადამიანით გაიზარდა და […]
ტრამპმა 13 მარტიდან ევროპიდან აშშ-ში ხალხის შესვლა 30 დღით აკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა. ტრამპის თქმით, 30 დღის განმავლობაში ევროპელ მგზავრებს აშშ-ში შესვლის უფლებას არ მისცემენ. აღნიშნული ცვლილება პარასკევს შევა ძალაში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ მგზავრების შეშვებაზე ვრცელდება და ის ტვირთების გადატანას არ შეეხება. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისა და […]
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემცირდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი 114 შემთხვევის შესახებ განაცხადეს. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მთლიანობაში 66 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების მანძილზე სამხრეთ კორეაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა თავდაპირველად დასტაბილურდა, ხოლო შემდგომ კლებისკენ წავიდა. ცნობისთვის, ამ დროისთვის სამხრეთ კორეაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7.860-ს აჭარბებს. იპნ
ტრამპის მრჩეველი – “ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვა მსოფლიოს 2 თვე დაუჯდა, რომ საპასუხო ზომები მიეღო”
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში რობერტ ო’ბრეინი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვამ, გლობალური პასუხი ეპიდემიასთან საბრძოლველად 2 თვით დააგვიანა. მისივე თქმით, კორონავირუსი აშშ-ში არ დაწყებულა და გარკვეული დროის წინ უხანში, ჩინეთში აღმოჩნდა. „სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება მომხდარიყო, აფეთქება უხანში დამალეს. ჩინეთიდან ინფორმაცია ჟღერდებოდა, რომ ექიმები, რომლებიც ღიად ცდილობდნენ საუბარს, გააჩუმეს, […]
ჩინეთში 103 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
103 წლის ქალი უხუცესი ადამიანი გახდა კორონავირუსით განკურნებულთა და სახლში გაწერილთა შორის. ჟანგ გუანფენი უხანის საავადმყოფოში სულ რაღაც ექვსდღიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ექიმების განცხადებით, ასწლოვანი ადამიანის ასე სწრაფად განკურნების მიზეზი ის გახდა, რომ მას არ ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადება, გარდა მსუბუქი ქრონიკული ბრონქიტისა. გამოცემა Chutian Metropolis Daily-ს ცნობით, ახალი კორონავირუსის დიაგნოზი ქალს პირველ მარტს დაუსვეს, საავადმყოფოდან […]
ზეიმი უხანში – ყველა დროებითი კლინიკა დაიხურა – ვიდეო
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 168 ადამიანი გარდაიცვალა
საბერძნეთმა ყველა სასწავლო დაწესებულება 2 კვირით დახურა
საბერძნეთის მასშტაბით ყველა სკოლა, უნივერსიტეტი და დღის ცენტრი დაიხურა. აღნიშნული ზომები მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასი აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებები 14 დღით იხურება. „ყველა ბერძენმა ახლა პირადი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ყველა სკოლა 14 დღით იხურება, რათა თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელება“,-აცხადებს მინისტრი. ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 89 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ 19 შემთხვევა გამოვლინდა – პრეზიდენტი უხანში ჩავიდა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოულოდნელად ქალაქ უხანს ეწვია. ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია აღნიშნულ რეგიონში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სი ძინპინმა თავად შეამოწმა სამუშაოები, რომლებიც რეგიონში ეპიდემიის აღკვეთის მიზნით მიმდინარეობს. ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ხუბეის პროვინციის გარეთ ინფიცირების ახალი შემთხვევები […]










